imedi /  15 ივლისი 2017, 23:48 / სანდო წყარო

67 წლის ქალს თვალებიდან 27 ლინზა ამოუღეს

ოფთალმოლოგმა ბრიტანელ პენსიონერ ქალს თვალებში 27 ცალი ლინზა აღმოუჩინა, რომლის მოხსნაც მას ავიწყდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Optometry Today წერს.

ქალი ექიმთან კატარაქტას ჩივილებით მივიდა. გამოკვლევების დროს ოფთალმოლოგმა თვალის გარსზე მოცისფრო ლაქას მიაქცია ყურადღება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალს თვალში 27 ლინზა ჰქონდა ჩარჩენილი, თანაც ისე, რომ ამის შესახებ ვერც ხვდებოდა. პირველი ვიზიტისას ექიმმა 17 ამოიღო, ხოლო დანარჩენი 10 - მეორე ვიზიტის დროს.

მოგვიანებით, 67 წლის პაციენტი გამოტყდა, რომ ასაკში თვალის ქავილმა შეაწუხა. გამოცემის ინფორმაციით პენსიონერი ერთჯერად ლინზებს 35 წლის ასაკიდან იყენებდა. 

ოფთალმოლოგებმა კატარაქტის ოპერაცია გადადეს და თქვეს, რომ მთელი მათი პრაქტიკის განმავლობაში, მსგავსი რამ არ უნახავთ.

კომენტარები ()