imedi /  17 ივლისი 2017, 18:02 / სანდო წყარო

პოლონეთის პრეზიდენტმა საბჭოთა ძეგლების დანგრევა დააკანონა

ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კომუნიზმის პროპაგანდის აკრძალვის კანონში ცვლილება შეიტანა, რაც საბჭოური ეპიქოს ძეგლების დანგრევას გულისხმობს. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ. 

დოკუმენტი ითვალისწინებს ქანდაკებების აღებას, მათ შორის სამხედრო მემორიალებს, რომელსაც აქვს საბჭოური სიმბოლო ან ნებისმიერი სახის პროპაგანდისტულ განწყობას ატარებს.  აკრძალვა არ ეხება მხოლოდ სასაფლაოებზე და ხალხისგან მოფარებულ ადგილებში განლაგებულ ძეგლებს.

"ძეგლებს არ შეუძლიათ უკვადვჰყოს სახეები, მოვლენები ან თარიღები, რომლებიც კომუნიზმის სიმბოლოს ატარებს", - წერია კანონის ტექსტში. 

ივნისში, პოლონეთის სეიმმა, შესწორება შეიტანა კანონში, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბჭოთა პროპაგანდის აკრძალვას და პროპაგანდისტული ძეგლების აღებას ეხება.

კანონი „კომუნიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ პოლონეთში, 2016 წელს მიიღეს. იმავე წელს ხელისუფლებამ 500 ძეგლის აღების განკარგულება გასცა.

კომენტარები ()