imedi /  17 ივლისი 2017, 22:48 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში დონეცკთან მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

უკრაინის არმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ავიაკატასტროფიდან 3 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიდერლანდებში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. სხიპჰოლის აეროპორტთან, საიდანაც თვითმფრინავი გაფრინდა, მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს. 

მემორიალის გახსნას 2000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის დაღუპულთა ახლობლები და აგრეთვე ნიდერლანდების სამეფო ოჯახის წევრები დაესწრნენ. 

Malaysia Airlines-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 777, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. უკრაინის ხელისუფლება და არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

კომენტარები ()