imedi /  03 აგვისტო 2017, 18:41 / სანდო წყარო

ზიგმარ გაბრიელი: თურქეთისა და ევროკავშირის ადრინდელი ურთიერთობა დასრულდება

ზიგმარ გაბრიელი

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის განცხადებების გამო, ანკარასა და ბრიუსელს შორის ადრინდელი მშვიდობიანი ურთიერთობა ერთ დღესაც დასრულდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თურქეთში გერმანიის მოქალაქეების უსაფუძვლოდ დაკავების ფაქტს და ასევე, ათასობით ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას საჯარო სამსახურებიდან. 

"ჩვენთვის გასაგებია, რომ თურქეთი, რომელიც ასეთი მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას, ვერასდროს შემოვა ევროკავშირში. სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებული არაერთჯერადი განცხადებები - ეს თურქეთისა და ევროპას შორის, ურთიერთობის დასასრულისკენ მიმავალი გზაა", - განაცხადა გაბრიელმა. 

აპრილში, თურქეთი რეფერენდუმის შემდეგ, საპარლამენტო სისტემიდან, საპრეზიდენტოზე გადავიდა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის საარჩევნო დაპირებებში არაერთხელ გახმიანდა განცხადებები სიკვდილით დასჯის შესახებ. 

კომენტარები ()