imedi /  07 აგვისტო 2017, 15:41 / სანდო წყარო

ჩრდილოეთ კორეა: აშშ სანქციებისთვის პასუხს აგებს

ფხენიანი
ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანის წინააღმდეგ გაეროს მიერ მიღებული სანქციები, აშშ-ს "ძვირად დაუჯდება". ფხენიანის განცხადებით, სანქციები, რომლებიც შაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო, ჩრდილოეთ კორეის "სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იყო".

5 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გულისხმობს. 

რეზოლუცია ეხება ჩრდილოეთ კორეიდან იმპორტს - კერძოდ რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას. გარდა ამისა, ბანკის ანგარიში გაეყინათ ფხენიანის საგარეო სავაჭრო გემებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს. მათ აეკრძალათ ყველა სახელმწიფოს პორტში შესვლა. 

აშშ-მ რეზოლუციის პროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.​

კომენტარები ()