imedi /  12 აგვისტო 2017, 22:22 / სანდო წყარო

ვირჯინიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქალაქ შარლოტსვილში ულტრამემარჯვენეების საპროტესტო გამოსვლების გამო ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ Nbcnews-ი წერს. 

ამის მიზეზი ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი აქცია გახდა, სადაც შესაძლოა 6000-მდე ადამიანი შეიკრიბოს.

შარლოტსვილში ულტრანაციონალისტების აქცია დღეს დილითაც გაიმართა, რომელსაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

აქციის დასრულების შემდეგ ქალაქში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა.

2 000-ზე მეტი ადამიანი კონფედერატის, სამოქალაქო ომის გენერლის რობერტ ლის ქანდაკების დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. შარლოტსვილის მერმა პროტესტი სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებად შეაფასა.

კომენტარები ()