CNN: ტრამპი ამტკიცებს, რომ მზად არის ირანთან ომი აწარმოოს „სამუდამოდ“, თუმცა ბრძოლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, მის გარემოცვაში ბევრს უკვე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სურს
დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ მზად არის ირანთან ომი აწარმოოს „სამუდამოდ“, თუმცა ბრძოლის დაწყებიდან სულ რამდენიმე დღეში, მის გარემოცვაში ბევრს უკვე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სურს, - წერს CNN-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მრჩევლები ირანთან დაკავშირებული პოლიტიკური კოშმარის განმუხტვას ცდილობენ, მაშინ როცა პრეზიდენტი საინფორმაციო ქაოსს აღვივებს“.
ინფორმირებული წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის თავდასხმამ ირანზე ტრამპის თანაშემწეებსა და მრჩევლებს შორის შიში გააჩინა იმ პოლიტიკური შედეგების გამო, რაც შეიძლება მოჰყვეს ხანგრძლივ ომში ჩათრევას, რომელსაც არც მკაფიო ფინალი აქვს და არც საზოგადოების მხარდაჭერა.
კონფლიქტს უკვე ემსხვერპლა ექვსი ამერიკელის სიცოცხლე, ოფიციალური პირები კი მომდევნო დღეებში მსხვერპლის რაოდენობის ზრდას პროგნოზირებენ.
საფონდო ბირჟაზე ქაოსია, საწვავის ფასები კი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ტრამპის შუალედური არჩევნების კამპანიის მთავარ საყრდენს. ადმინისტრაციის შიგნით კი თანაშემწეები კვლავაც ცდილობენ ახსნან, თუ რატომ ჩაება ქვეყანა ომში და რა იქნება შემდეგ.
„ეს პოლიტიკური რისკია, ყოველგვარი „თუმცასა“ და „მაგრამის“ გარეშე“, - განაცხადა ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა იმ თავდასხმის შესახებ, რომელიც, პრეზიდენტის პროგნოზით, შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს. „უბრალოდ ვიმედოვნოთ, რომ რაიმე ძალიან ცუდად არ წავა. რადგან, თუ ეს მოხდება, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება“.
„ტრამპმა პირველადი დარტყმები უდიდეს წარმატებად შეაფასა და ისინი აშშ-ის სამხედრო ძლიერების დასტურად და იმ გადაწყვეტილების გამართლებად წარმოაჩინა, რომელიც დიპლომატიაზე უარის თქმასა და ძალის დემონსტრირებას გულისხმობდა“, - ნათქვამია სტატიაში.
მიუხედავად ამისა, ვიდრე ტრამპი ადრეულ წარმატებას იმის ნიშნად აღიქვამს, რომ საზოგადოებამ შესაძლოა მხარი დაუჭიროს შეტევის გაგრძელებას, ზოგიერთი მრჩეველი და ახლო მოკავშირე ჩუმად საპირისპიროს ამტკიცებს - ისინი მას მოუწოდებენ, დააჩქაროს თავისი გეგმა და გამოაცხადოს გამარჯვება მაშინვე, როგორც კი ამას სარწმუნოდ შეძლებს.
ადრეული გამოკითხვებით, ირანთან ომი საზოგადოებაში ფართო არაპოპულარობით სარგებლობს. ამომრჩევლები უფრთხიან ახალ დაპირისპირებაში ჩაბმას ახლო აღმოსავლეთში და მათთვის გაუგებარია ადმინისტრაციის მიზნები.
„ამან ასევე განხეთქილება გამოიწვია MAGA-ს მოძრაობის გავლენიან ფიგურებს შორის - მოძრაობისა, რომელიც ნაწილობრივ ტრამპის 2016 წლის იმ პირობაზე დაშენდა, რომ ის „უარს იტყოდა სახელმწიფოს მშენებლობისა და რეჟიმის შეცვლის წარუმატებელ პოლიტიკაზე“ - ეს კი აჩენს შიშს, რომ უკმაყოფილებამ შესაძლოა, საბოლოოდ, ტრამპის უფრო ფართო ამომრჩეველზეც გადაინაცვლოს“, - წერს CNN-ი.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 11:14
ეკონომიკა
საქართველო 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) საგაზაფხულო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, OIV-ის მსოფლიო კონგრესს საქართველო 2027 წელს უმასპინძლებს.
01 მაისი 2026, 11:01
საზოგადოება
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
მსოფლიო ჯაზის დღესთან დაკავშირებით, მუსიკალური საღამოები 29-30 აპრილს გაიმართა. მასში ქართველი, ფრანგი და ამერიკელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
01 მაისი 2026, 10:58
კულტურა
ხულოს დრამატულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი „საგალობელი აპრილს“ გაიმართა
აჭარის კულტურის სამინისტროს ახალი პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში, ხულოს დრამატულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას სოლო კონცერტი „საგალობელი აპრილს“ გაიმართა. მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს.
01 მაისი 2026, 10:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ს.ე. დააკავეს.
01 მაისი 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1997 წელს დაბადებული ი.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 მაისი 2026, 10:53
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული უ.თ. დააკავეს.
01 მაისი 2026, 10:51
სამართალი
იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
01 მაისი 2026, 10:51
მსოფლიო
POLITICO: ტრამპის განცხადებამ გერმანიაში ჯარების შემცირების შესახებ პენტაგონი შოკში ჩააგდო
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის გერმანიაში განთავსებული ამერიკული ჯარის ნაწილის გამოყვანას განიხილავს, თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააოცა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
01 მაისი 2026, 10:50
სამართალი
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციისთვის სანქციები გამკაცრდა
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 მაისი 2026, 10:34
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.
01 მაისი 2026, 10:30
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს.
01 მაისი 2026, 10:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
აშშ-სთან ურთიერთობებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 მაისი 2026, 10:02
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ოდესის ოლქს დამრტყმელი დრონებით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 09:59
საზოგადოება
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე, ტყის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.
01 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.
01 მაისი 2026, 09:35
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს, - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გააკეთა.
01 მაისი 2026, 09:18
მსოფლიო
ტრამპი: საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება
დონალდ ტრამპის თქმით, საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
01 მაისი 2026, 09:05
რეგიონი
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებისა და გურიის ახალგაზრდების შეხვედრაზე დასახელებული პრობლემა ერთობლივი მუშაობითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღმოიფხვრა.
01 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს ურჩევს ბრიტანეთის მეფისგან ისწავლოს მოქმედება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის, დაეხმარება, თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტი ამერიკაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
01 მაისი 2026, 08:52
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივთან მართავენ შეხვედრებს
რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.


