15 მარტი 2026, 12:39 / სანდო წყარო

ყაზახეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს - ცვლილებებს შორისაა ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე და ქორწინების, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირის განსაზღვრა

ყაზახეთში, ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. ბიულეტენში მხოლოდ ერთი შეკითხვაა: ეთანხმებიან თუ არა მოქალაქეები ახალ კონსტიტუციას, რომელიც 2026 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.

ახალი კონსტიტუციის პროექტი მოქმედი კონსტიტუციის მთლიანი ტექსტის დაახლოებით 40%-ს ცვლის, საიდანაც თითქმის 70% ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის სისტემას ეხება.

მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.

სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.

რეფერენდუმი შემდგარად ჩაითვლება, თუ ხმას ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მისცემს.

ყველა სიახლე

ლევან მახაშვილი

30 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სამწუხაროდ პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დონეზე თავად იყოს წინამძღოლი ამ დეზინფორმაციის საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ

სამწუხაროდ პოლონეთმა გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო დონეზე თავად იყოს წინამძღოლი ამ დეზინფორმაციის საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის პირველ გადაცემაში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას.

30 აპრილი 2026, 17:17

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ მოპარული მარცვლეულის შესახებ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გემი, რომელიც ისრაელის პორტში უნდა შესულიყო, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული ხორბლით იყო დატვირთული.

30 აპრილი 2026, 17:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას უმასპინძლა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აგროსასურსათო მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნულ სფეროში საქართველოს ექსპორტის პოტენციალზე.

30 აპრილი 2026, 17:01

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს

30 აპრილი 2026, 16:56

რეგიონი

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდება შეეცვლება და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ დაერქმევა

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილეს და მიიღეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

დონალდ ტრამპი

30 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

CNN: ირანმა აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმების შეცვლილი პროექტი, შესაძლოა, პარასკევს გადასცეს

შეერთებული შტატები ელის, რომ ირანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტს გადახედავს და შესწორებულ ვარიანტს პარასკევს შუამავლების მეშვეობით გადასცემს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გია აბაშიძე

30 აპრილი 2026, 16:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცპროპაგანდისტებს მორიგი შეუთავსებლობა აქვთ გზავნილებში - საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსის ე.წ. გაუარესების წარმოჩენაში. 21 თუ 75 ადგილით „დაქვეითება?“

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) 2026 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველო 21 პოზიციით დაქვეითდა და 135-ე ადგილი დაიკავა 180 ქვეყანას შორის. გასულ წელს ქვეყანა 114-ე პოზიციაზე იყო.

შოთა ბერეკაშვილი

30 აპრილი 2026, 16:26

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.

პეტერ მადიარი ანტონიუ კოშტა

30 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

Bloomberg: პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ

უნგრეთის მომავალ ლიდერს, პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ. ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 აპრილი 2026, 16:15

რეგიონი

ბათუმი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი სასტუმრო აღჭურვილობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია ვიზიტორებს ტურისტულ სერვისებს, პროდუქტებსა და მიმართულებებს სთავაზობს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონთან ერთად გამოფენაზე სპეციალური სტენდითაა წარმოდგენილი აჭარის ტურისტული პროდუქტებიც, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

30 აპრილი 2026, 16:14

პოლიტიკა

პაატა სალიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ინოვაციებისა და ციფრული მმართველობის განვითარების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერის შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 16:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის. ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

30 აპრილი 2026, 15:58

რეგიონი

სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად მოერგება.

30 აპრილი 2026, 15:28

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სამეჰ ნაგიბ ვაჰბას და რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა.

30 აპრილი 2026, 15:27

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი სოფელ ატენის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

30 აპრილი 2026, 15:19

საზოგადოება

გივი მიქანაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საედ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

30 აპრილი 2026, 15:18

ეკონომიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი: განვიხილეთ თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე და როგორ შეიძლება საამიროებმა მხარი დაუჭიროს რეგიონში ენერგეტიკული, სარკინიგზო თუ ლოგისტიკური კავშირების განვითარებას

არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, - განცხადება არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერიმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

30 აპრილი 2026, 15:18

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავა აირჩიეს

თორნიკე ფაღავა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი. კომიტეტის წევრებმა თავმჯდომარის მოადგილედ თორნიკე ფაღავას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი

30 აპრილი 2026, 15:12

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დახმარების შეწყვეტის მხარდაჭერით ვენსი რუსებს ეხმარება

„თუ ჯეი დი ვენსი ამაყობს იმით, რომ არ გვეხმარება, ეს ნიშნავს, რომ ის ეხმარება რუსებს და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს აძლიერებს.რუსეთი მტერია. ისინი ყოველთვის იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების მტრები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კახა კალაძე

30 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

კახა კალაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში, რომელიც პოლონეთის მეგობარი ქვეყანაა, შეტევა მიდის ქართულ ეკლესიაზე

პოლონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გულდასაწყვეტია, როდესაც ამ ტიპის ქმედებებს აქვს ადგილი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის დაარსებასა და მის პირველ გადაცემაზე საუბრისას.