08 ივნისი 2026, 17:01 / სანდო წყარო

ჯეიჰუნ ბაირამოვი: როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში, გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი. თუ ეს არ იქნება, მიღწეული საშიშროება უფრო გაიზრდება როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის

ჯეიჰუნ ბაირამოვი

ჯეიჰუნ ბაირამოვი

ყოველი კონფლიქტი შეიცავს გარკვეულ რისკს. როდესაც არის ომი, შესაძლოა კონფლიქტი დავაფიქსიროთ ერთ რეგიონში გარკვეული დროით, მაგრამ შეუძლებელია, რომ განჭვრიტოთ მისი განვითარება და საბოლოო შედეგები. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება უფრო გაიზრდება როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სტამბოლში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მას მედიის წარმომადგენელმა ირანსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაუსვა შეკითხვა.

ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, როგორც მონაწილე ქვეყნებისთვის, ასევე, მთელი რეგიონისთვის აუცილებელია, რომ გამოიძებნოს გზები ამ კონფლიქტების შესაჩერებლად.

„დაინტერესებულები ვართ, რომ ირანში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს როგორც სამეზობლო გარემოში, ასევე, რეგიონულად და ფართო მასშტაბით. ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი გეოგრაფიული ცვლილებებისა, რაც მოიტანა რუსეთ-უკრაინის ომმა. დაიწყო უკვე ამ ომმა ზეგავლენის მოხდენა შავი ზღვის რეგიონზეც. გაფართოვდა არეალი კონფლიქტისა და ყოველდღიურად ჩვენ ამის მოწმენი ვხდებით.

მედიამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა. ჩვენ უნდა ვეძიოთ გამოსავალი, ვეძიოთ გზები, რომელიც გამოგვიყვანს მდგომარეობიდან. მნიშვნელოვანია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის. თუ ეს არ იქნება მიღწეული, საშიშროება უფრო გაიზრდება როგორც კონფლიქტში ჩართული ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრებაზე: ბუთქეთ მილიარდები უკრაინისთვის და გაკოტრებული კომპანიების რიგები დაგიდგებათ. თუმცა, ბოდიშით, ეს ხომ სტრატეგიული ინვესტიციაა „რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაში“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გერმანული ბატარეების მწარმოებელი კომპანია Varta AG-ის და მისი სამი შვილობილი კომპანიის გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცოტნე ანანიძე

26 ივლისი 2026, 13:17

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე სააკაშვილის განცხადებაზე: „ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან“ - მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?

„მოუსმინეთ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე უცხოურ-ქართული ოპოზიციის ლიდერის განცხადებას და მათივე დღევანდელი ლოგიკა შეუტრიალეთ: მიიღებთ თუ არა რუსულ ოპოზიციას?”- წერს ცოტნე ანანიძე.

ვიქტორ ორბანი

26 ივლისი 2026, 13:11

მსოფლიო

ორბანს მიაჩნია, რომ 25 წლის შემდეგ ევროკავშირი აღარ იარსებებს, რადგან „ადაპტაციის უნარი არ გააჩნია“

„ისინი, ვისაც ადაპტაციის უნარი არ შესწევთ, ქრებიან. ჩემი აზრით, ევროკავშირს ჯერჯერობით არ გააჩნია ადაპტაციის უნარი. მე არ მინდა, რომ ის გაქრეს. მე მინდა, რომ მან ადაპტირება შეძლოს, ამაში უნგრეთმა თავისი როლი ითამაშოს, ჩვენ ამ ადაპტაციით სარგებელი მივიღოთ და გამარჯვებულები გავხდეთ. მაგრამ დღევანდელ ევროკავშირზე გულახდილად რომ ვთქვათ, ეტყობა, რომ მას თვითრეფორმირების უნარი არ შესწევს. სწორედ ამიტომ არ ვუწინასწარმეტყველებ მას დიდ მომავალს“, - განაცხადა ორბანმა.

26 ივლისი 2026, 12:13

კულტურა

„ძალაუფლების ბეჭდების“ მესამე სეზონის თიზერი გამოვიდა🎬

სერიალი ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. მოვლენები პიტერ ჯექსონის ლეგენდარული ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე ვითარდება. მთავარ როლებს სერიალში მორფიდ კლარკი, ჩარლი ვიკერსი, რობერტ არამაიო, ისმაელ კრუს კორდოვა, ჯოზეფ მოული, სოფია ნომვეტე და სხვები ასრულებენ.

26 ივლისი 2026, 11:39

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

26 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა განახორციელეს. დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები18-სართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. მისივე თქმით, სოლომენკის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო დესნიანსკის რაიონში ავტოსადგომზე ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, შევჩენკოს რაიონში ასევე იწვოდა ოთხსართულიანი შენობა.

26 ივლისი 2026, 11:29

კულტურა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ეკა მამალაძის კონცერტი გაიმართა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ ბაღში ეკა მამალაძის სოლო კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული საესტრადო მუსიკის ტრადიციები და მოგონებები გააცოცხლა. საღამო ნანი ბრეგვაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

26 ივლისი 2026, 11:27

საზოგადოება

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა

ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. თეიმურაზ დვალს კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. მანამდე კი ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი" წარმოადგინეს.

26 ივლისი 2026, 11:26

მსოფლიო

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10:00 საათზე კოლეჯ-პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და ორ მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა,

26 ივლისი 2026, 11:13

მსოფლიო

ბრიტანეთში აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმებისთვის ადგილობრივი ავიაბაზის გამოყენება გააპროტესტეს

დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა, ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 ივლისი 2026, 11:11

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ

უკრაინულმა ძალებმა კასპიის ზღვაში რუსულ გემსა და სხვა ხომალდებს დაარტყეს, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთის გადასატანად იყენებდნენ, - წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დმიტრი პესკოვი

26 ივლისი 2026, 11:08

მსოფლიო

დმიტრი პესკოვი: კიევის პოზიციის გათვალისწინებით, კონფლიქტის გაყინვა შეუძლებელია

„ჩვენთვის არსებობს მთავარი პირობა - ჩვენს მიზნებს უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

შიო მესამე

26 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ, შიო მესამე მრევლს დალოცავს და ქადაგებით მიმართავს.

26 ივლისი 2026, 10:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 131 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 131 შეკვრად დაფასოებული და 164 გრამინარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

26 ივლისი 2026, 10:50

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

26 ივლისი 2026, 10:49

მსოფლიო

გერმანიის პოლიციამ ბერლინის პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა

მედიის ცნობით, აბდულ ბ. ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისლამისტურ წრეებთან. სააგენტო dpa-სა და გამოცემა Die Welt-ის მონაცემებით, მანამდე ის სასჯელს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იხდიდა და 2026 წლის მაისში გათავისუფლდა.

26 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების, მოქალაქეთა თანხების მოტყუებით დაუფლების და დაყადაღებული ქონების გაფლანგვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

26 ივლისი 2026, 10:29

მსოფლიო

Axios: ტრამპმა ირანზე დარტყმები შეაჩერა, რათა დიპლომატიას მისცეს შანსი

ამერიკული სარდლობის შეფასებით, ირანზე სერიოზული ზემოქმედების გაგრძელება მხოლოდ სრულმასშტაბიანი ოპერაციით იქნებოდა შესაძლებელი, სამხედროები მზად არიან ასეთი მოქმედებებისთვის, თუ ამის საჭიროება დადგება, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ამავდროულად, ჟურნალისტების მონაცემებით, ტრამპს ირანის წინააღმდეგ ოპერაციის შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი განკარგულება არ გაუცია.

26 ივლისი 2026, 10:16

მსოფლიო

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო ასობით ათასი ადამიანია ევაკუირებული

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღიარა, რომ წინ „რთული დროა“. ამავდროულად, ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, როდესაც მანიზესში, სალტ-დე-ლ’აიგუას ხეობაში ხანძარს აქრობდნენ.

ალბი კორძაია

26 ივლისი 2026, 10:13

პოლიტიკა

ალბი კორძაია: სააკაშვილი ჩემთვის განულდა მაშინ, როდესაც ლუკა ჭოხონელიძის დასაცავად, რომელიც მის პარტიაში პორტირდება, იკადრა ჩვენზე სიბინძურეების წერა - ტუტუცი, აწი გაირჭოს თავის სოლიდარობა

მეც არ მესიამოვნებოდა მიხეილ სააკაშვილისგან თუნდაც დადებითი პოსტი ჩემზე, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი, ალბი კორძაია, სოციალურ ქსელში.

26 ივლისი 2026, 09:50

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს ახალი განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა.