imedi /  16 მარტი 2017, 16:16 / სანდო წყარო

ელისაბედ მეორემ Brexit-ის დოკუმენტს ხელი მოაწერა

ელისაბედ II

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ პროცედურის დაწყებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.

კანონპროექტი, მიმდინარე კვირაში, ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებაზე, ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ საბოლოოდ მოიწონა.

14 მარტს ბრიტანეთის ლორდთა პალატამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ​Brexit-ის პროცესის დაწყების უფლება მისცა.

ტერეზეა მეიმ განაცხადა, რომ პროცესი მარტის ბოლოს დაიწყება.

კომენტარები ()