მთავრობა: მოვუწოდებთ ყველას, არ აჰყვნენ პროვოკაციას
ფოტო: არქივი
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მთვრობა „მზადყოფნას გამოთქვამს, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი“. ამ შინაარსის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია“.
მთავრობა მოუწოდებს ყველას, „არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“.
„საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც უნდა განხორციელდეს გარემოზე ზემოქმედების ფაქტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
სწორედ ამ ინტერესების გათვალისწინებით, დაიწყო შპს „ფერიმ" ახმეტის მუნიციპალიტეტში, მცირე ჰესის „ხადორი 3“ - ის მშენებლობა, რომლის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ იქნება.
დაგეგმილია მეორე მცირე ჰესის მშენებლობაც. ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელქტროენერგია 160 მლნ კვტსთ, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 40 მლნ აშშ დოლარზე მეტია, რაც ადგილობრივ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია იქნება.
საუბარია მცირე, მწვანე ჰესის მშენებლობაზე, რომელიც არ ითვალისწინებს დაგუბებას, სათავე ნაგებობის მშენებლობას, არ ეხება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს და მინიმალური გავლენა ექნება ეკოლოგიაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰესის მშენებლობასთან ერთად, კომპანიამ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ხეობისა და ჰესის მიმდებარე დასახლებების სასარგებლოდ სოციალური პროექტები განახორციელოს.
კერძოდ, პანკისის ხეობის, მოსახლეობა მიიღებს განახლებულ საგზაო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტის განხორციელების ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტი რეგულარულად შეივსება გადასახადებით, რაც რეგიონის განვითარებასა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება, ასევე შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომლის პირდაპირ განკარგვა ადგილობრივი მოსახლეობის დაქვემდებარებაში იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ჰესის პროექტზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, თუ კიდევ არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.
ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პანკისის ხეობაში გაემგზავრნენ ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ვიცე პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი.
პროვოკაცია და ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პოლიციის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ხეობაში, კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ პროვოკაციას და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ადგილზე სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. ყოველგვარი სახის ძალადობასა და დესტრუქციულ ქმედებაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური, კანონით დადგენილი რეაგირება“,-აღნიშნულია განცხადებაში.
პანკისის ხეობაში დღეს დილიდან მოქალაქეები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ამ დროისთვის პანკისში შს მინისტრი გიორგი გახარია, ვიცეპრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი არიან.
მესამე სექტორი პანკისის მოვლენების გამო ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მზადაა, მოლაპარაკებაში ჩაერთოს. ის პანკისის ხეობაში გაემგზავრა. მოვლენებზე განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
პანკისის ხეობაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების გამო, სამედიცინო დახმარება 27 ადამიანს აღმოუჩინეს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 22:59
მსოფლიო
უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.
04 სექტემბერი 2026, 22:51
მსოფლიო
ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.
04 სექტემბერი 2026, 22:04
მსოფლიო
The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს
რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.
04 სექტემბერი 2026, 21:52
რეგიონი
„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.
04 სექტემბერი 2026, 21:37
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.
04 სექტემბერი 2026, 21:32
სამართალი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.
04 სექტემბერი 2026, 21:29
მსოფლიო
უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში
რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.
04 სექტემბერი 2026, 21:16
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.
04 სექტემბერი 2026, 21:11
სამართალი
სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.
04 სექტემბერი 2026, 21:07
სამართალი
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.
04 სექტემბერი 2026, 21:03
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
04 სექტემბერი 2026, 21:00
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.
04 სექტემბერი 2026, 20:55
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს
„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.
04 სექტემბერი 2026, 20:51
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
04 სექტემბერი 2026, 20:37
პოლიტიკა
საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
04 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.
04 სექტემბერი 2026, 20:28
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
04 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
უსაფუძვლო ხმაურიანი ბრალდებები და ოპოზიციის ცრუ კამპანია - პოლიტიკოსების გამოკითხვები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიტიკოსები გამოიკითხნენ. ირკვევა, რომ ხმაურიანი საჯარო ბრალდებების უკან მხოლოდ მსჯავრდებული ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი და დაუდასტურებელი ეჭვებია.
04 სექტემბერი 2026, 20:12
საზოგადოება
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, რომელიც მალე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტს ქვეყანაში შემოიტანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საუბარია, „ჯივინოსტატზე“. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს მედიკამენტი შეიძინა და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანა.


