imedi /  30 აპრილი 2019, 15:45 / სანდო წყარო

პანკისის სახალხო კრება მიმართვას ავრცელებს

პანკისის სახალხო კრება

პანკისის სახალხო კრება

პანკისის სახალხო კრება, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების ერთობას წარმოადგენს, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში, და ამავდროულად, გამოხატავს დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო.

„რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21 აპრილის წინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება, ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს, ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში არსებობს და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ. შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, თავის მხრივ, სახალხო კრების თავდაპირველი შეკრების მიზანი სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში არსებული სახალხო პროტესტის დარეგულირება და ასევე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უზრუნველყოფის მცდელობა იყო.

„თუმცა, სამწუხაროდ, ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამ უკმაყოფილების და შელახული ნდობის საფუძველს კი წლების განმავლობაში ჩვენს ხეობაში სოციალურ კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქმნიდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის. 

ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას.

ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე გვჯერა, რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დროულად შეგვხდეს ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშავოთ შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება.

ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე“, - აღნიშნულია პანკისის სახალხო კრების მიმართვაში.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი კრისტოფ კამპი

04 სექტემბერი 2026, 23:36

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისართან (HCNM), კრისტოფ კამპთან, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია.

დონალდ ტრამპი

04 სექტემბერი 2026, 23:12

მსოფლიო

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაცია აქვს და დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე იერიშის მიტანას არ აპირებს.

04 სექტემბერი 2026, 22:59

მსოფლიო

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნის მიერ მართული დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ცნობით, აღნიშნული ჯგუფი თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელის მფარველობასა და უკანონო აქტივების გათეთრებაში იყო ჩართული.

04 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

ტრამპი დიდ ბრიტანეთზე: თქვენი ქვეყანა განსაცდელშია, კატასტროფის პირას ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“.

ვლადიმირ პუტინი

04 სექტემბერი 2026, 22:04

მსოფლიო

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

რუსეთის ელიტის წარმომადგენლებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის საჰაერო თავდაცვის მძიმე მდგომარეობით სარგებლობს და დაბომბვის კამპანიას ამწვავებს - მას სჯერა, რომ ამ გზით კიევს, შესაძლოა ამ ზამთრამდეც კი, მთავარ ტერიტორიულ დათმობებზე წასვლას აიძულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი.

04 სექტემბერი 2026, 21:52

რეგიონი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეს აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მესამე ვიზიტია ბათუმში. მისიის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა.

ზაალ ანჯაფარიძე

04 სექტემბერი 2026, 21:37

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დღეს, დეზინფორმაციაზე რეაგირება მყისიერი და მკაცრია, რაც მისასალმებელია.

04 სექტემბერი 2026, 21:32

სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა“, 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

სერგეი მარჩენკო

04 სექტემბერი 2026, 21:29

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში

რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

04 სექტემბერი 2026, 21:16

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები და განცხადებები კანონით ისჯება. სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ადმინისტრაციული ოქმები დღესაც განიხილა.

04 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო უსაფრთხოების” აკადემიაში - დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთწლიანი პროგრამა თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს. წარმატებულ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ.

04 სექტემბერი 2026, 21:07

სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა - რა კადრებს ავრცელებს პროკურატურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურის მტკიცებით ელიზბარაშვილი და დაზარალებული 30 აგვისტოს ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი, ელიზბარაშვილის მიერ წარსულში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას მოყვა.

04 სექტემბერი 2026, 21:03

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: პირველად გვაქვს შანსი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მოვიპოვოთ - ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

„მათი მიზანია ჩვენი განადგურება და დაშინება, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ! ჩვენი წარმატება ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

ირმჰილდ ბოსდორფი

04 სექტემბერი 2026, 21:00

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ალბათ, პირველად გვექნება შემთხვევა, როდესაც გერმანიის ერთ-ერთ ფედერალურ მიწას AfD-ს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ AfD-თან თანამშრომლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვფიქრობ, დემოკრატიისთვის სახიფათოა, როდესაც ასე მოქმედებენ

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი არჩევნების თემაზე „ქრონიკა“ ევროპარლამენტარს, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრს, ირმჰილდ ბოსდორფს ესაუბრა.

მალტე კაუფმანი

04 სექტემბერი 2026, 20:55

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: ჩვენი პარტიის ასაკრძალად რეალური საფუძველი არ არსებობს

„მიმდინარეობს დისკუსია, რომ ჩვენი პარტია აიკრძალოს. თუმცა, ჯერჯერობით ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანის მცდელობა არ ყოფილა. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ ყველას ეშინიათ, ეშინიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას არ აკრძალავს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა კაუფმანმა.

04 სექტემბერი 2026, 20:51

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სენატმა გასულ თვეში ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მზარდ წინააღმდეგობას აწყდება და, სავარაუდოდ, სულ მცირე, ნოემბრის არჩევნებამდე შეჩერდება, იმ შიშის ფონზე, რომ აღნიშნული ზომა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სატარიფო უფლებამოსილებებს გააფართოებს და ნავთობის ფასებს გაზრდის, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

04 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და შერიგება აფხაზებთან - უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებები, „ქართული ოცნების“ შეფასებით გარედან დაგეგმილი და ორკესტრირებულია. ხელისუფლების პოლიტიკა კი უცვლელია - საქართველო საკუთარ მომავალს მშვიდობაზე , ეროვნულ ინტერესებსა და გაერთიანებაზე აშენებს.

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა ჩავარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ჭორაობა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ კამპანიაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

ზაზა შათირიშვილი

04 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები - ზაზა შათირიშვილი ოპოზიციას ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობას ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამხელს. კონკრეტულ მაგალითად კი რომან გოცირიძის მიერ გიორგი ბაჩიაშვილზე გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

04 სექტემბერი 2026, 20:28

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.