პარლამენტი დღეს კონსტიტუციის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებს
საქართველოს პარლამენტი
დღეს იმ პირთა ვინაობა გახდება ცნობილი, ვინც მოსახლეობას ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს გააცნობს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობას დაამტკიცებენ. საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია კანონმდებლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და კონსტიტუციონალისტებისგან დაკომპლექტდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. მას "ქართული ოცნების" 108 დეპუტატი აწერს ხელს. საერთო სახალხო განხილვებითვის ერთი თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ქვეყნის მთავარი კანონი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. მმართველი ძალა ასევე ვენეციის კომისიის შეფასებას ელოდება.
"ნაციონალური მოძრაობა" მმართველ ძალას კვლავ ბოიკოტს უცხადებს და განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ კი პროცესში აქტიურად ჩაერთვება და შეეცდება დაარწმუნოს საზოგადოება, რომ კონსტიტუციის არსებული პროექტის მიხედვით შეცვლა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საპარლამენტო უმცირესობა შეხვედრების დროს პლებისციტის ჩატარების აუცილებლობას კიდევ ერთხელ დააყენებს. პლებისციტის კითხვები პრეზიდენტის არჩევის წესს და საარჩევნო სისტემას ეხება.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია, სავარაუდოდ, შემოდგომის ბოლოს ექნება.
საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმეთვიანი მუშაობის პროცესში არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვა იყო. კრიტიკა განსაკუთრებით სწორედ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებამ და ახალმა საარჩევნო სისტემამ გამოიწვია. კომისიის წევრთა ნაწილი პროტესტის ნიშნად კანონის შემუშავების პროცესსაც გამოეთიშა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს - მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 21:08
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს
ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე საუბრისას.
27 სექტემბერი 2026, 20:54
სამართალი
სიმართლე იმ რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ ესტონელი ბიზნესმენისგან იყიდა - დამალული სიმართლის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ნინო ზურიაშვილმა კალამი აშკარად ლურსმანზე ჩამოკიდა? მისი წარსული პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია ისეთი რეპორტაჟის ხილვა, რომელიც სტუდია „მონიტორმა“ შემოგვთავაზა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ მასალაზე საუბრისას.
27 სექტემბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
რა გზავნილებით ჩავიდა პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
დეოკუპაცია, მშვიდობის პოლიტიკა, პრაგმატიზმი - გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს მიმართა. ეს იყო უმაღლესი თანამდებობის პირის გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილებიც იმ რეალობას ასახავდა, რომელშიც დღეს საქართველო და მსოფლიო არიან. მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც დღევანდელ ხელისუფლებას უწევს.
27 სექტემბერი 2026, 20:10
სპორტი
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია
საქართველოს ნაკრები პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. საქართველოს ნაკრებმა ნეიტრალურ პარასპორტსმენთა გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა
27 სექტემბერი 2026, 20:04
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
27 სექტემბერი 2026, 19:59
საზოგადოება
„მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით" - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით, - ასე მიულოცა მაყურებელს ჯვართამაღლების დღესასწაული ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.
27 სექტემბერი 2026, 19:23
მსოფლიო
POLITICO: გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა
გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
27 სექტემბერი 2026, 17:54
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
27 სექტემბერი 2026, 17:53
სპორტი
28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს
„მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც იქნება. იქნება იმიტომ, რომ რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძეს ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და სანამ რამაზ სვანაძე აქ მოვიდოდა, რამაზ სვანაძემ გაიარა ძალიან რთული გზა - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებებით და დამთავრებული იმ ორი ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.
27 სექტემბერი 2026, 17:36
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
27 სექტემბერი 2026, 17:08
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ მუსელიანცის მიერ გავრცელებული ბრალდებები არის პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ რეალურ მდგომარეომარეობას არ ასახავს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო პირობებში იმყოფება და არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით.
27 სექტემბერი 2026, 16:55
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო
სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
27 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა
უნგრეთის ქალაქ სოლნოკში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარს უცნობმა პირმა კვერცხი ესროლა.
27 სექტემბერი 2026, 15:47
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძემ ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:45
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:43
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
27 სექტემბერი 2026, 15:39
მსოფლიო
The Hill: ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს
ევროპელი ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ რუსეთი ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომს ამწვავებს - კრემლი ამ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ხუთწლიან ომში გარდამტეხი წარმატების მიღწევის სირთულეების ფონზე დგამს, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.
27 სექტემბერი 2026, 15:19
რეგიონი
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
27 სექტემბერი 2026, 15:15
მსოფლიო
გაერო-ში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიუზან სარანდონი გზის გადაკეტვის გამო დააკავეს
ნიუ იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.
27 სექტემბერი 2026, 15:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.


