დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა
დავით ზალკალიანი
ფოტო: არქივი
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ.
საგარეო უწყებამ Imedinews-ს დაუდასტურა, რომ შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი იყო.
„შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
ინფორმაცია შვეიცარიის საელჩომაც გაავრცელა:
#Switzerland facilitated a meeting between Georgia & Russia today on the margins of #UNGA 🇨🇭has a long-standing tradition in fostering dialogue. 🇨🇭has been representing the interests of Russia in Tbilisi & the interests of Georgia in Moscow since 2009. https://t.co/2Agd6vjZZ2
— Swiss Embassy (@SwissEmbassyUSA) September 26, 2019
„შვეიცარიის შუამავლობით და ინიცირებით შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრა გაიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნიუ-იორკში, 2019 წლის 26 სექტემბერს. შვეიცარიას დიალოგის ხელშეწყობის მიმართულებით დიდი ხნის გამოცდილება აქვს. 2009 წლის მარტიდან, ის წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს თბილისში და საქართველოს ინტერესებს მოსკოვში“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, „შეხვედრა შედგა შვეიცარიის შუამავლობით, რომელიც მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთის ინტერესებს საქართველოში, საქართველოს ინტერესებს კი რუსეთში წარადგენს”.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს. „შედგა საუბარი რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე“.
საქართველოს დელეგაცია გაეროში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობს. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ შემდეგ, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები (02.09.2008 წ.) გაწყვიტა.
2009 წლის მარტში საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია გაიხსნა.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 13:00
მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს.
18 ივნისი 2026, 12:58
სამართალი
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს.
18 ივნისი 2026, 12:56
რეგიონი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 12:30
კულტურა
დერილ დიქსონის შესახებ „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფის გადაღებები დასრულდა🎬
სერიალის „მოსიარულე მკვდრები: დერილ დიქსონი“ ფინალური სეზონის გადაღებები დასრულდა. მთავარი როლის შემსრულებელმა, ნორმან რიდუსმა სოციალურ ქსელებში გადასაღები მოედნიდან ფოტოები გააზიარა და წარწერა დაურთო:
18 ივნისი 2026, 12:28
რეგიონი
საქპატენტის თავმჯდომარემ თერჯოლის საბავშვო ბაღებს უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ზღაპრები გადასცა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, თერჯოლის №3 საბავშვო ბაღს ეწვია და თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს მაია თორთლაძესა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.
18 ივნისი 2026, 12:25
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.
18 ივნისი 2026, 12:17
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ნატოზე: ტანკების, გამანადგურებლებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაცვლად აქცენტი კეთდებოდა გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილებასა და თავდაცვის სექტორში ეკონომიის გაკეთებაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატო ევროპის დაცვაზე აღარ იყო ფოკუსირებული.
18 ივნისი 2026, 11:52
მსოფლიო
Financial Times: როგორ შეიძლება ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების საკითხმა ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორად გაყოს
უკრაინის მცდელობა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს, შესაძლოა, წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების საგანი გახდეს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 11:51
ტაბლოიდი
უზბეკეთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გამო სამუშაო დღის დაწყება გადაწიეს
„ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი, ქვეყნის 40-მილიონიან მოსახლეობასთან ერთად, ასევე მატჩის მოლოდინშია. თითქმის ყველა გამართულ მოლაპარაკებაზე უცხოელი სტუმრები წარმატებას უსურვებენ ჩვენს ნაკრებს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი ხვალ მატჩს ოჯახურ წრეში, შვილიშვილებთან ერთად უყურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა .
18 ივნისი 2026, 11:41
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს „ღირსეულთ“ და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.
18 ივნისი 2026, 11:31
პოლიტიკა
გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს გავს.
18 ივნისი 2026, 11:26
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს.
18 ივნისი 2026, 11:18
რეგიონი
ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელ შუა ხალაწანში კი საცალფეხო ხიდია დაზიანებული. ამ დროისთვის ხეობაში აღარ წვიმს. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ იკლო.
18 ივნისი 2026, 11:16
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია
როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია.
18 ივნისი 2026, 11:10
ეკონომიკა
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ვლილებები შევიდა
კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 11:09
საზოგადოება
Grapefriend: ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო
ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, The New York Times, Wine Enthusiast და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.
18 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშში წარმოდგენილია მცდარი შეფასებები, რომლებიც ანტითურქული ჯგუფების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს ეფუძნება
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
18 ივნისი 2026, 10:56
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი
აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.
18 ივნისი 2026, 10:52
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა
შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა
18 ივნისი 2026, 10:52
საზოგადოება
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


