imedi /  25 ნოემბერი 2019, 11:47 / სანდო წყარო

ოპოზიციამ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომლებიც მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს. "თუ პლებისციტს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მოტყუების მცდელობა, ამ საკენკს არავინ აკენკავს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ლეიბორისტების ოფისში შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერები ასევე იმსჯელებენ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის შინაარსის შესახებაც, რომელიც ვაშაძის თქმით ბოლო დღეების განმავლობაში მუშაობის შედეგად შეიმუშავა ოპოზიციამ. 

"ბოლო სამი დღე ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, მაქსიმალურად გამოხატავს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს სრულად პროპორციული არ არის, მაგრამ ეფუძნება "გერმანულ მოდელს", თუმცა ითვალისწინებს იმ რეალობას, რაც საქართველოშია შექმნილი.

ახალი რამ რაც ჩნდება, ის არის, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იქნება და ეს მნიშვნელოვან გამოსავალს იძლევა, რომ 35 ან 25%-იანმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და ეს მიიღოს ვინმემ მხოლოდ მაშინ, თუ მას მხარს უჭერს 50%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით იგივე სულისკვეთებაა, რაც არის პროპორციული არჩევნების პირობებში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

ოპოზიცია დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე კი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნებზე შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება. რამდენიმე დღიანი კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, რომ მმართველ პარტიაში აკაკი ზოიძის ინიციატიატივა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე, არ მიიღეს. მანამდე კი დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანას სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა შესთავაზა

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

ყველა სიახლე

07 აპრილი 2026, 12:30

რეგიონი

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტი

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფების მიერ ბულვარში კიდევ სამი უნებართვო ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა, მათ შორის ორი კვების და ერთი სავაჭრო ობიექტი.

07 აპრილი 2026, 12:29

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მასუდ პეზეშკიანი

07 აპრილი 2026, 12:29

მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანი: 14 მილიონზე მეტი ირანელი მზადაა თავი შესწიროს ირანის დაცვას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 14 მილიონზე მეტი ირანელი მზადაა სამშობლოს თავი შესწიროს.

არჩილ გორდულაძე

07 აპრილი 2026, 12:09

პოლიტიკა

გორდულაძე: სადიგოვი საღამოს ათ საათზე დააკავეს და პირდაპირ სასამართლოში წაიყვანეს. პროცესი ადვოკატებმა ხუთ საათზე მეტი გაწელეს, ახლა კი საუბრობენ, პროცესი შუაღამისას ჩაატარესო-ესეც მორიგი სიცრუე და მავნებლობა აღმოჩნდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის იმ სპეკულაციებს ეხმიანება, რომ თითქოს მისი სასამართლო პროცესი ღამის ოთხ საათზე ჩატარდა.

07 აპრილი 2026, 12:05

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის წევრები ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს გაეცნენ

ნდობის ჯგუფის წევრებმა, პარლამენტის რეგლამენტის 157-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსს ბექა მამარდაშვილს მოუსმინეს. სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ 2025 წელს განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკური და განზოგადებული ანგარიში გააცნო.

07 აპრილი 2026, 12:02

სამართალი

მარტში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 809 ფაქტი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 809 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

07 აპრილი 2026, 11:38

მსოფლიო

Axios: გარდამტეხი მომენტი ტრამპისთვის: გაანადგუროს ირანის ინფრასტრუქტურა, თუ მოლაპარაკებებს შანსი მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტს შევიწროებულ ვადებში საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: შეასრულოს მუქარა და ირანის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს აღმოსავლეთ დროით 20:00 საათიდან, თუ კვლავ გადაავადოს ის, რათა მოლაპარაკებებს შანსი მისცეს. სტატიას ამ შინაარსით Axios-ი ავრცელებს.

07 აპრილი 2026, 11:35

კულტურა

„ეშმაკი ატარებს პრადას“ სიქველის ფინალური თრეილერი გამოქვეყნდა🎬

სიუჟეტი ორიგინალი ფილმის მოვლენებიდან წლების შემდეგ ვითარდება. ენდი საქსი ბრუნდება ჟურნალ Runway-ში, თუმცა ამჯერად სტატიების განყოფილების რედაქტორის პოზიციაზე.

გია აბაშიძე

07 აპრილი 2026, 11:23

პოლიტიკა

გია აბაშიძე: კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან - არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკლარაციებია საიდუმლო

კოლექტიური ნინო ლომჯარიები მარგინალ უვიცთა კლასტერია, სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ იციან; არათუ სუს-ის შეფის, მამუკა მდინარაძის, არამედ, დასავლეთში სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის ქონებრივი დეკლარაციებია საიდუმლო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

07 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

მომსახურების სააგენტო - 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 2026 წლის 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით არ იმუშავებს. ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

07 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

ისანი-სამგორის სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე გარე მოედნები მოეწყო

„ისანი-სამგორის კომპლექსური ცენტრის ტერიტორიაზე გასულ წელს რამდენიმე კორტის მშენებლობა განვახორციელეთ, თუმცა ძალიან დიდი იყო მოთხოვნა და დავგეგმეთ, რომ ის დარჩენილი ტერიტორია, რაც აღნიშნულ ცენტრს ჰქონდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ტერიტორიას დაემატა პადელის კორტები, ჩოგბურთის ორი ღია და ორი დახურული მოედანი, ასევე, მოეწყო საფეხბურთო მოედანი. დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო დედაქალაქში ყველაზე დიდი სკეიტ პარკი. ძალიან კარგი სპორტული ცენტრია, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველა ასაკის ადამიანმა ივარჯიშოს. ჩვენ მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სპორტის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მიხარია, რომ უამრავი ბავშვი, ახალგაზრდა იყენებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

07 აპრილი 2026, 10:58

საზოგადოება

ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა იაპონიის სამ ქალაქში გაიმართება

იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კახა კალაძე

07 აპრილი 2026, 10:57

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით: საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ, სად და როგორ იქნება, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელია „მოღალატეები“

„საერთოდ არ მაინტერესებს, სააკაშვილს რა რეიტინგი აქვს და ვინ, სად, როგორ იქნება. სადაც არ უნდა გაერთიანდნენ, რა სახელებიც არ უნდა დაირქვან, მათი მთავარი სახელი არის „მოღალატეები“, ნომრიანი აგენტები არიან“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვოს.

07 აპრილი 2026, 10:53

ეკონომიკა

პარლამენტმა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური ფორუმი თემაზე - ,,გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის“ გაიმართა.

კახა კალაძე

07 აპრილი 2026, 10:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ქვეყნის ლიდერების ვიზიტები მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რეგიონში ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას არ აქვს ალტერნატივა.

კახა კალაძე

07 აპრილი 2026, 10:47

პოლიტიკა

კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში იგეგმება, პოზიტიურად შეაფასა.

07 აპრილი 2026, 10:46

ჯანდაცვა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა

ქუთაისში ო. ჩხობაძის სახელობის კლინიკა გაიხსნა. განახლებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობას თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მაღალი სტანდარტის სერვისებით მოემსახურება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

07 აპრილი 2026, 10:43

მსოფლიო

Reuters: ჯეი დი ვენსი უნგრეთში ვიქტორ ორბანის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 აპრილი 2026, 10:36

რეგიონი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

07 აპრილი 2026, 10:35

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დაუშვებელია სპეცსამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები, პერსონალური მონაცემები და სახლის მისამართები საჯარო იყოს, ეს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას „ფეისბუქ" პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ ავტორი მამუკა მდინარაძე, თავისი ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.“