imedi /  12 თებერვალი 2020, 17:53 / სანდო წყარო

საქართველოს მაღალმთიან სოფლებში 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს

მზის პანელების მონტაჟი

,,მაღალმთიანი დასახლებების 87 სოფლის 207 ოჯახს მზის პანელები დაუმონტაჟეს, რომლის საშუალებითაც ისინი, არა მხოლოდ ნათურის ანთებას, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებასაც შეძლებენ“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რეგიონებში განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრეზენტაციაზე რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით გამოყოფილი თანხების ათვისების 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის გეგმები  წარადგინა.

რეგიონების განვითარებისათვის 2019 წელს რეგიონებში დაფინანსდა 402 მილიონი ლარის  6 774 პროექტი. მთის ფონდიდან, რომლის ბიუჯეტიც 11.8 მილიონი ლარს შეადგენდა დაფინანსდა და განხორციელდა 28 პროექტი, მათ შორის  მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის დამონტაჟდა მზის პანელები.

მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებული იყო მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდ რეგიონში, კერძოდ:  მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, კახეთისა  და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.

მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად.

პროექტის განხორციელებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) უწევდა.

სამინისტროს ინფორმაცით, მუნიციპალიტეტებმა  მზის პანელები  შესაბამის იდენტიფიცირებულ ოჯახებს უვადო სარგებლობის უფლებით გადასცეს და მათთან ეტაპობრივად ფორმდება ხელშეკრულებები. მზის პანელების მიწოდება-მონტაჟი და თანმდევი საგარანტიო მომსახურება კომპანია „იუჯითიმ“ განახორციელა. ბატარეებზე მწარმოებლის გარანტია 25 წელია.

საქართველოს მთავრობის ეს  ინიციატივა, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.

ყველა სიახლე

11 მარტი 2026, 12:33

საზოგადოება

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის შედეგადაც სადგური 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მოჯთაბა ხამენეი

11 მარტი 2026, 12:30

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვაჟის განცხადებით, ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ვაჟის, იუზეფ პეზეშკიანის განცხადებით, ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი დაჭრილია, თუმცა ახლა ის უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

11 მარტი 2026, 12:12

მსოფლიო

დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

დაშავებულთა შორის არის ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, განის 2 და ბანგლადეშის 1 მოქალაქე, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

11 მარტი 2026, 12:11

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია. აღნიშნული კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული პროექტია.

11 მარტი 2026, 12:06

საზოგადოება

სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

11 მარტი 2026, 12:04

მსოფლიო

The New York Times: როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიას ავრცელებს სახელწოდებით „როგორ შეცდნენ ტრამპი და მისი მრჩევლები ომზე ირანის რეაქციასთან დაკავშირებით“.

11 მარტი 2026, 11:59

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მაწიმის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.ლ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

11 მარტი 2026, 11:56

საზოგადოება

გიორგი წკრიალაშვილი TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

11 მარტი 2026, 11:50

პოლიტიკა

გიორგი სახოკიამ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები მიმოიხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

იოლანდა დიასი

11 მარტი 2026, 11:49

მსოფლიო

ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა გერმანიის კანცლერი ტრამპთან „ვასალივით“ მოქცევაში დაადანაშაულა

„დღეს ევროპას ლიდერები სჭირდება და არა ვასალები, რომლებიც ტრამპს პატივს მიაგებენ“, - აცხადებს დიასი.

11 მარტი 2026, 11:47

საზოგადოება

ზაჰესში, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

„ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

11 მარტი 2026, 11:37

საზოგადოება

ლილოს თავშესაფარი ამ დროისთვის 116 ბენეფიციარს ემსახურება

ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, თუმცა მას 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს.

11 მარტი 2026, 11:36

პოლიტიკა

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიოს მოწინავე კვლევითმა ორგანიზაციამ, ვაშინგტონის #1 -მა ანალიტიკური ცენტრმა - ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი 2026 გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

რობერტ ფიცო

11 მარტი 2026, 11:34

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერი ვარაუდობს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ დაზიანებული არ არის და ნავთობის ნაკადის შეჩერება ზელენსკის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს, რომ სლოვაკეთის მსგავსად ევროკომისიაც მიიჩნევს, რომ მილსადენ „დრუჟბას“ გავლით ტრანზიტი უნდა აღდგეს.

11 მარტი 2026, 11:29

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში უსაფრთხოების მიზნით, საყრდენი კედელი ეწყობა

წელინაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთ საყრდენ კედელს აწყობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარია გათვალისწინებული.

11 მარტი 2026, 11:27

საზოგადოება

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

11 მარტი 2026, 11:12

მსოფლიო

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტოს ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემს თავს დაესხნენ

გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მათ გემზე თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

11 მარტი 2026, 11:09

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან დაჭრილი ყანჩა თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადმოიყვანეს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არმანდო მემა

11 მარტი 2026, 10:47

მსოფლიო

ფინელი ოპოზიციონერი არმანდო მემა: თუ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ, ფინეთი ნატოს დატოვებს

ფინეთის ოპოზიციური პარტია „თავისუფლების ალიანსის“ ლიდერმა არმანდო მემამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ მისი პოლიტიკური გაერთიანება საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ფინეთი ნატოს დატოვებს.

11 მარტი 2026, 10:42

ტექნოლოგიები

Apple-მა ემოჯების ახალი ნაკრები წარადგინა

ახალი ემოჯების ჩამონათვალში შეხვდებით შემდეგ გამოსახულებებს: განძის სკივრი, იეტი, ტრომბონი, ჩხუბის ღრუბელი, ცელნამგალა ვეშაპი, მეწყერი, ბალერონი, დამანჭული სახე.