imedi /  17 თებერვალი 2020, 11:22 / სანდო წყარო

გერმანიაში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin-ი საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმოდგენლები.


ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას ITB Berlin-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების  შესახებდეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ITB Berlin-ზე, გერმანიაში, მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საქართველოს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin-ი წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. 2007 წლიდან ბერლინში 15 ქვეყანა მასპინძლის სტატუსით წარდგა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ.


სტატისტიკით, ITB Berlin-ი მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შესული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის. 

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.


გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.


როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება. 3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin-ის მასპინძლობით საქართველოს მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.

2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქარველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. 2020 და 2021 წლებში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin-ი საქართველო უკვე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით, რაც გულისხმობს მარკეტინგულ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უკეთ პოზიციონირებას, როგორც ბერლინის გამოფენის მომავალი მასპინძელი ქვეყანა.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს და ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის

თუ იგორ ომერზა მართალია თავის ვარაუდებში და მარტა კოსი იმართება დღეს მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ის ძალიან ნაყოფიერად ანგრევს ევროკავშირის იმიჯს, ის ანგრევს იმ ევროინტეგრაციის გზას საქართველოსა და ბრიუსელს შორის, რაც თვალნათელია ჩვენთვის და ეს ყველაფერი შედის რუსეთის ინტერესებში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: იმდენი მავნებლობა, რასაც საქართველო წააწყდა ევროინტეგრაციის გზაზე თანამდებობაზე მარტა კოსის მოსვლის შემდეგ, ჩვენს ურთიერთობებს არ ჰქონია და ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი? - მოსკოვის ინტერესებში

„მას აქვს კონკრეტული მესიჯბოქსი, რომელსაც შემოიმუშავებს ევრობიუროკრატია და ამ ლოზუნგებითა და დეკლარაციებით ელაპარაკება არა საქართველოს ხელისუფლებას, არა საქართველოს ხალხს, არამედ იმ უმცირესობას, რომელსაც მიიჩნევს ვირტუალურ საქართველოდ და რომლის ცალკეული წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ მარტა კოსს, ბრიუსელს, ნიდერლანდებსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გაძლიერდა თუ არა ევროკავშირი ან ევროინტეგრაციის საკითხები მას შემდეგ, რაც მარტა კოსი ევროკომისიაში ამ საკითხებს ჩაუდგა სათავეში? - მგონი, რომ დასუსტდა. ვის ინტერესებში შედის ეს დასუსტება? - მოსკოვის

გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა აგენტურულ მასალებზე, რომელიც რუსეთმა შესაძლოა, ყოფილი იუგოსლავიის უშიშროების საარქივო მასალებიდანაც გაიტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართველიშვილმა ისაუბრა, თუ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოკუმენტების გამო, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი შანტაჟის ქვეშ იყოს.

დავით მათიკაშვილი

05 აპრილი 2026, 23:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი 26 მაისის მოვლენებზე: ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე მთელ მსოფლიოს აჩვენა - საზოგადოება არ ენდობა კრიმინალებს, რომლებიც პოლიტიკოსის მანტიაში არიან გახვეული

ეს არის ის დღე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კრიმინალური სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს, როდესაც რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეები იდგა, ადამიანები დაბლა ეყარნენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 23:18

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“) პრემიერა გაიმართა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 23:18

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, ვის ჩააბარა გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს

ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტის კედლებში მარტის თვეში და ეხება იგორ ომერზას, სლოვენიელი პუბლიცისტის წიგნს, რომელიც მიუძღვნა მარტა კოსს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის და სლოვენიის სპეცსამსახურების აგენტს, მოიცავს იმდენ არქივულ მასალებს და ოპერატიულ დოკუმენტებს თავისი ოპერატიული მეტსახელებით, რომ წააგავს სიმართლეს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მარტა კოსზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 23:05

საზოგადოება

ბათუმელი პიანისტები ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ბათუმელი ახალგაზრდა პიანისტები, პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში გამართულ გალა კონცერტში მონაწილეობდნენ, - ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სტეფანო ახოკე

05 აპრილი 2026, 22:55

პოლიტიკა

სტეფანო ახოკე: ბრიუსელში ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია მოიგებს, სრულად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატს. ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის უმეტესობა აფასებს საფრთხედ და გარე ჩარევად - ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და საქართველოს სიტუაციას შორის

ბრიუსელის ბიუროკრატები და ეროვნული ლიდერები არიან ამაში ჩართულნი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ ბრიუსელიდან უნგრეთზე ზეწოლაზე საუბრისას.

რატი იონათამიშვილი

05 აპრილი 2026, 22:50

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს არნახული პოლიტიკური კურიოზია - 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე

ჯერ ცალ ფეხზე მდგომი მონები დამოუკიდებლობის დღეს რომ რაღაცას გეგმავენ, ეს უკვე არნახული პოლიტიკური კურიოზია, მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც 26 მაისს „ნაცები“ რამეს გეგმავენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 26 მაისი არის მათი ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა, როდესაც სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველის გამზირზე, ეს უკვე მათ უტიფრობას და ამორალურობას მიანიშნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

დავით ქართველიშვილი

05 აპრილი 2026, 22:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უკანასკნელი ათი წლის შედეგი აშკარაა - ევროპა მთლიანად „მემარჯვენე“ არ გამხდარა, მაგრამ იგი აღარ არის პოლიტიკურად ერთპოლარული

თუ 2029 წლამდე „ევროსაბჭოთა კავშირი“ ფიზიკურად არ დაიშლება, მომავალი ევროპარლამენტი გაცილებით კონსერვატიული იქნება, - ასეთია „ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის პროგნოზი იმ ევროპაზე, რომელიც მსოფლიომ შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში იხილოს.

ლევან მაჭავარიანი

05 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ხოშტარიაზე: ეს სპეკულაციებია, რაც გვესმის ოთხი შვილის დედობაზე - ჩვენმა კოლეგამ, რატი იონათამიშვილმა კარგი პარალელი გაავლო, რომ ყველაზე ამორალური ვიქნები სპეკულირება რომ დავიწყო ეტლითო, ზუსტად ანალოგიურთან გვაქვს საქმე

ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მეტი სალაპარაკო ჰქონდეთ გარე ძალებს, მათ პატრონებს, რომ ქვეყანაში არის თითქოს რაღაც რეპრესიები, პოლიტპატიმრები და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აბსოლუტურად ყველა ასეთ შემთხვევაზე არის მტკიცებულებების ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც კი შეიძლება თორიაში არსებობდეს. როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში დანაშაულს სჩადის, ამაზე მეტი მტკიცებულება სასამართლოს ფიზიკურად შეუძლებელია რამე ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

05 აპრილი 2026, 22:10

პოლიტიკა

ხელმოცარული რადიკალების 26 მაისი - გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ცდილობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გაერთიანებული „ნაცმოძრაობა“ დამოუკიდებლობის დღის მოპარვას ისევ ცდილობს - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთაველზე შეიკრიბონ, იქ, სადაც 2011 წელს სისხლის გუბეები დააყენეს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ.

სოზარ სუბარი

05 აპრილი 2026, 22:03

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ზუსტად იმისთვის, რისთვისაც თავის დროზე სჭირდებოდათ საქართველოში

როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე სხვადასხვა საქმეში გაიმეორა, რომ საქართველოში ადამიანების წამებას, ციხეებში ადამიანების უმძიმეს ყოფას, ქუჩაში ადამიანების მკვლელობებს ჰქონდა სისტემური და სისტემატური ხასიათი, ეს ნიშნავს ზოგადად რეჟიმის გასამართლებას და ზუსტად ამ სისტემატურობის და სისტემის შემქმნელი იყო ზურაბ ადეიშვილი, ყველაფრის სათავეში იდგა, ყველაფერი იცოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

ანდრაშ ლასლო

05 აპრილი 2026, 22:01

მსოფლიო

ანდრაშ ლასლო უნგრეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე: ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს - ვერავინ დაგვაშინებს, უნგრეთის ინტერესებს მუდამ დავიცავთ

ეს ის არჩევნებია, რომელში ჩარევას როგორც კიევი, ასევე ბრიუსელი ცდილობს, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რომელიც 12 აპრილს გაიმართება.

05 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

თვითდაპატიმრებული პოლიტიკოსების რეალური მისია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პოლიტიკური ფაშიზმის გამოვლინებაა ტერორი, რომელსაც რადიკალები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უწყობენ. კერძოდ, წარწერები ქუჩებში: „მოკალით“, „84 ტყვია“; ასევე, შვილების ფოტოების გასაჯაროება, მისამართების, ტელეფონის ნომრების გამოქვეყნება, ფიზიკური თავდასხმა და ფსიქოლოგიური ტერორი და ამას ახალისებდნენ მდიდარი „ენჯეოები“ თუ პოლიტიკოსები, რომლებიც თავად ცდილობდნენ მაგალითის მიცემას. მათ შორის, აქციებზე პიროტექნიკის სროლით, ოფისებთან საარჩევნო პლაკატების დაზიანებით და ჩამოხევთ.

05 აპრილი 2026, 21:35

სამართალი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავეს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრძოლა ფაშისტური იდეოლოგიის დაჯგუფებებთან - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ქსელის კიდევ 13 წევრი დააკავა, მათგან 7 არასრულწლოვანია.

05 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

ევრობიუროკრატიის ხელწერა უცვლელია - უნგრეთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ერთ კვირაში უნგრეთში გადამწყვეტი არჩევნებია. არჩევნების პერიოდში „იმედის კვირა“ უნგრეთში იმუშავებს და უახლეს ცნობებს ადგილიდან მოგაწვდით.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 21:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ პატრიარქმა როდესაც მოსაყდრის შესახებ განაცხადა, თქვა, რომ ეს წმინდა გიორგიმ ინებაო. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მეუფე შიოზე კიდევ უფრო მძაფრი შეტევა დაიწყო

პატრიარქი მიხსნიდა, რატომ გახდა მისთვის ცხადი, რომ მოსაყდრის შესახებ გაეცხადებინა საზოგადოებისთვის. ბრძანა სრულიად გარკვევით, რომ დაფარული ანდერძი ამ რთულ ვითარებაში შესაძლოა დამატებით შფოთს ბადებს საზოგადოებაში, მითქმა-მოთქმას და იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა უნდა ეწეროს დახურულ ანდერძში, მე ამას ვუცხადებ მათ. იქნება ამან სიმშვიდე გამოიწვიოს მათშიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

05 აპრილი 2026, 21:03

პოლიტიკა

ინტერპოლის ბიუროს ძებნილი შეფი - ზურაბ ადეიშვილის ახალი სტატუსი უკრაინაში. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რომელსაც წლებია ქართული სახელმწიფო უმძიმესი დანაშაულებისთვის ეძებს, უკრაინაში ინტერპოლის შეფად დანიშნეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

05 აპრილი 2026, 20:55

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: დააანონსეს, რომ მოხდება სკანდალი სინოდზე, ატყდება ომი და ეპისკოპოსები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, შეიძინეს პოპკორნი და მოემზადნენ საყურებლად. არაფერია საყურებელი, ეპისკოპოსები პატრიარქისადმი სიყვარულით აგრძელებენ საქმეს

ჯერ კიდევ 2004-2005 წლებში, 20 წლის წინ მესმოდა აქა-იქ, რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას. ძალიან მიკვირდა, რომ პატრიარქზე ამას ვისმენდი, თუმცა წლების მერე მივხვდი, რომ მაშინდელი დაწყებული კამპანია იყო პატრიარქის წინააღმდეგ ის, რაც მერე ვნახეთ ღიად დაპირისპირება და პატრიარქის ლანძღვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.