სოსო რობაქიძე: ერთი მუჭა ნაცები რომ შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს მათ ადეიშვილისა და მერაბიშვილის ძალადობა გაეპროტესტებინათ
სოსო რობაქიძე
ფოტო: ლევან ჩუგოშვილი
შოთაძე უნდა მობრუნდეს, რადგან ის ჩემთვის არ არის ადეიშვილი. ერთი მუჭა ნაცები რომ მის კანდიდატურას აპროტესტებენ, არ მახსოვს, ამ ხალხს ის ძალადობა გაეპროტესტებინა, რასაც ადეიშვილი და მერაბიშვილი აკეთებდნენ, - ამის შესახებ, სოსო რობაქიძემ ჟურნალსიტებს პარლამენტში, შოთაძის მოსმენის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, მოსმენაზე აპირებს აღნიშნოს, რა მოსწონს შოთაძის და რა არა. „ნაცები ის ხალხი არ არის, ორი გვამის მსურველ მერაბიშვილს პარლამენტში ტაშით რომ ხვდებოდნენ?!“, - განაცხადა რობაქიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე დაიწყა.
საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.
ყველა სიახლე
07 ივლისი 2026, 16:38
მსოფლიო
მარკ რუტემ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო ინიციატივა დააანონსა
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ანკარაში ჩრდილოატლანტიკური სამიტის მიმდინარეობისას 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ინიციატივა სახელწოდებით Drone Edge დააანონსა, რომლის მთავარი პრიორიტეტი უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლა იქნება.
07 ივლისი 2026, 16:34
საზოგადოება
დავით მაღრაძე პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახმა საზეიმო ვახშამზე მიიწვია
პოეტი დავით მაღრაძე, მეუღლესთან ერთად, პარმის ბურბონთა სამეფო ოჯახის, ჰერცოგ კარლო სევარიოს და ჰერცოგინია ანამარიას მიერ საზეიმო ვახშამზეა მიწვეული.
07 ივლისი 2026, 16:25
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
07 ივლისი 2026, 16:19
მსოფლიო
მედია: პარიზის სააპელაციო სასამართლომ მარინ ლე პენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის ნება დართო
პარიზის სააპელაციო სასამართლომ ფრანგი მემარჯვენეების ლიდერი - მარინ ლე პენი სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ სცნო.
07 ივლისი 2026, 16:14
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგება, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება - ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს.
07 ივლისი 2026, 16:10
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.
07 ივლისი 2026, 16:09
მსოფლიო
ნავროცკის კანცელარიის ხელმძღვანელი „მიროტვორეცის“ ბაზაში მოხვდა
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის კანცელარიის ხელმძღვანელი ზბიგნევ ბოგუცკი ცენტრ „მიროტვორეცის“ ბაზაში შეიყვანეს. ამის მიზეზი გახდა მისი განცხადებები უკრაინის დასავლეთ ოლქების შესახებ, რომლებსაც მან „აღმოსავლეთ მალოპოლსკა“ უწოდა ვოლინის ტრაგედიასთან დაკავშირებული კომენტარის დროს, ასევე მისი შეფასებები სტეპან ბანდერას პიროვნებასა და უკრაინის აჯანყებულთა არმიაზე.
07 ივლისი 2026, 16:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გეგელიას განცხადებაზე: ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“, თითოეული წარმომადგენელი - არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება
ასე აზროვნებს „აგენტურული“, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წარმომადგენელი. არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა, არანაირი საკუთარი დღის წესრიგი. მხოლოდ გარე მითითებებით მოქმედება, მხოლოდ გარე დავალებების შესრულება, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესების გატარება, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, „ლელო- ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას, მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
07 ივლისი 2026, 16:08
პოლიტიკა
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 35-ე სხდომა კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა
მინისტრმა საქართველოს მთავრობის მიგრაციის პოლიტიკაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მიგრაციის საკითხების განსაკუთრებულ მნიშვნელობას როგორც ეროვნული პოლიტიკის, ისე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის კონტექსტში.
07 ივლისი 2026, 16:07
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადებაზე: მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, აბა სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის
გრიგოლ გეგელია, ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია "ლელოში" მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი, სხვა რა უნდა დაუძახო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქართველოს საკუთრებაში დარჩენის - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
07 ივლისი 2026, 16:05
სამართალი
სგპ „სადახლოს" მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 2 ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად 100 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები იქნა გამოვლენილი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
07 ივლისი 2026, 16:05
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინისა და საქართველოს მიღება ნატოში იყო ილუზია და ასევე ღიად უთხრეს უკრაინას - რუსეთთან ომს თქვენ გამო ვერ გავმართავთო
ნატოს წამყვანი ქვეყნები თავად ამბობენ, რომ ნატოს მომავალი ძალიან ბუნდოვანია და აცხადებენ, რომ საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ გადატვირთვისას უსაფრთხოების არქიტექტურაში ისინი რუსეთს მოიაზრებენ და ჩვენ სად უნდა ვიყოთ, იქნებ გაგვაგებინონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა თურქეთში მიმდინარე ნატოს სამიტის კომენტირებისას.
07 ივლისი 2026, 16:05
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ვეთანხმებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, თავად იყოს ანაკლიის პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე. გარწმუნებთ, უფრო მეტი ინვესტორი გამოჩნდება-საქართველო მსოფლიოს არაერთი ძლიერი ქვეყნისთვის, შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, სახელმწიფო გახდეს პორტის 100%-ის მფლობელი, ხოლო ტერმინალები იჯარით გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. დეპუტატმა გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასა და თქვა, რომ ამგვარად კიდევ უფრო მეტი ინვესტორი შემოვა საქართველოში. მაჭარაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის ცხადი ხდება საქართველოს როლი შუა დერეფანში, ხოლო ანაკლიის პორტი დერეფნის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური საყრდენია.
07 ივლისი 2026, 16:04
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურების ახალ გამარტივებულ წესს სთავაზობს
აქვე განვმარტავთ, რომ მხარის მიერ, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას.
07 ივლისი 2026, 16:02
საზოგადოება
ვეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ
სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა შეხვედრა იმ ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას/ჩიპირებას ატარებენ. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა ხაზი გაუსვა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისათვის მონაწილე მხარეებს შორის მუდმივი კომუნიკაცია აუცილებელია.
07 ივლისი 2026, 16:02
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი განათლების რეფორმის საკითხები სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ზემო აჭარაში სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
07 ივლისი 2026, 15:40
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს შეხვდა
შეხვედრის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშემ დავით კიკნაძეს FBI-ის ხელმძღვანელობის სახელით მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სამართალდამცავ თანამშრომლობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და შესაბამისი მადლობის წერილი გადასცა.
07 ივლისი 2026, 15:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ
ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
07 ივლისი 2026, 15:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ. მართალია, მოლაპარაკებებს მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ სწორედ პარლამენტები ანიჭებენ ევროპულ ინტეგრაციას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩემს კოლეგებს რამდენიმე გზავნილს გავუზიარებ,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
07 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას. ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ
„თუმცა, სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს. არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია მართოს გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე, კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


