ირაკლი კობახიძე: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას არავითარი საფრთხე არ შეექმნება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: facebook
ერთი თვითაც რომ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ამ შემთხვევაშიც, ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ სათანადო დროში დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, არავითარი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბრის არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას. დრო ყველაფრისთვის საკმარისია - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე სამი კვირაა დარჩენილი. სწორედ მოვლენების განვითარებით განისაზღვრება ქვეყანაში გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა.
„გამორიცხული არ არის, რომ შეიძლება საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ მოცემულობის შესაბამისად, რომელიც ჩვენ გვექნება 22 მაისისთვის. ჩვენ დაველოდებით მოვლენების განვითარებას და ვნახავთ, საჭირო იქნება თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. თუ არ გახდება საჭირო, ამ შემთხვევაში, ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ესწრება. თუ ვადის გაგრძელება გახდა საჭირო მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ივლისში დასრულდება და ესეც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩვენ სათანადოდ დავიწყოთ საარჩევენო კამპანია და 31 ოქტომბერს ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 21:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
25 მაისი 2026, 20:58
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული სტენდი ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკა“ შანხაიდან
საგამოფენო სივრცეში ეროვნული სტენდი 400 კვადრატულ მეტრზე იქნება წარმოდგენილი, სადაც სამი დღის განმავლობაში მონაწილე 30-მდე ქართულ ტურისტულ კომპანიას საშუალება ექნება, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან.
25 მაისი 2026, 20:52
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.
25 მაისი 2026, 20:50
საზოგადოება
მზადება დამოუკიდებლობის დღისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლევანდელი 26 მაისი გამორჩეულად მასშტაბური იქნება. წვევამდელები ფიცს, დედაქალაქთან ერთად, ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილას დადებენ. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ.
25 მაისი 2026, 20:42
რეგიონი
26 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება
ღონისძიების პროგრამა ასეთია: 12:00 - სახალხო მსვლელობა, მემედ აბაშიძის ქუჩიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით; 12:00 – 15:00 - სპორტული ღონისძიებები. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება; 12:00 - 17:00 - ნახატების, ხელნაკეთი ნივთების, ნაქარგი და ნაქსოვი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; 15:30 - საზეიმო კონცერტი - დაბა ხულოს ცენტრალური სკვერი; 17:10 საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
25 მაისი 2026, 20:38
მსოფლიო
CNN: აშშ და ირანი მუშაობენ ბირთვულ საკითხებსა და სანქციებთან დაკავშირებული ფორმულირებების ირგვლივ არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ფორმულირებებისა და სანქციების გაუქმების თაობაზე არსებულმა უთანხმოებებმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმების საბოლოო სახით ჩამოყალიბება შეაფერხა, თუმცა არსებობს ოპტიმიზმი, რომ აზრთა სხვადასხვაობა შედარებით მალე მოგვარდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
25 მაისი 2026, 20:33
პოლიტიკა
შეფასებები გიორგი კანდელაკის სტატიაზე, სადაც ავტორი საქართველოს მძიმე ბრალდებებს უყენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დაზიანების მორიგი მცდელობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მოკავშირეებისგან. დეზინფორმაციული კამპანიის ავტორები გიორგი კანდელაკი და „ნაციონალების“ ლობისტი კონგრესმენი, ჯო უილსონი არიან.
25 მაისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია ვინც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს და საკუთარ ანგაჟირებულ ამბიციებს სამშობლოზე მაღლა აყენებს
„ჰადსონის ინსტიტუტის” ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება, ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვია!- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე, რომელშიც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 20:27
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.
25 მაისი 2026, 20:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით
ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
25 მაისი 2026, 20:24
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს - პოზიტიური სიგნალები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ოპოზიცია ვაშინგტონის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზურაბ ჯაფარიძე დონალდ ტრამპს დემოკრატიას უწუნებს. ამერიკის პრეზიდენტი ოპოზიციის მხრიდან არა მხოლოდ კრიტიკის, ხშირად შეურაცხყოფის სამიზნეც ყოფილა.
25 მაისი 2026, 20:23
საზოგადოება
ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უმასპინძლებს.
25 მაისი 2026, 20:20
ეკონომიკა
მსოფლიოს გავლენიანი კომპანიის ახალი საინვესტიციო პროექტი საქართველოში - რას ნიშნავს კომპანია „ტეზერის“ ქართულ ბაზარზე შემოსვლა ინვესტორებისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრული ლარი ანუ ჯი-ელ-ტი. ეროვნული ვალუტის სტეიბლ-კოინის იდეა გლობალური კრიპტო ინდუსტრიის გიგანტ კორპორაცია „ტეზერს“ ეკუთვნის. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია საქართველოში მასშტაბური ინვესტიციით შემოდის. სხვადასხვა, მათ შორის, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში.
25 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბე სამჯერ შემცირდა - პრობლემა 90 ათასმა ადამიანმა დაძლია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს პრობლემა 90 ათასმა ადამიანმა უკვე დაძლია, თუმცა გამოწვევა გამოწვევად და მასთან ბრძოლა მთავრობის უმთავრეს ამოცანად რჩება.
25 მაისი 2026, 20:17
რეგიონი
26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი
ამბროლაურში მოეწყობა თემატური, ინტერაქტიული სივრცე, რომელიც გააერთიანებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის იდეას და ქვეყნის ავიაციის ისტორიას. კონცეფცია ეფუძნება თავისუფლებისა და ფრენის სიმბოლურ კავშირს, რაც წარმოაჩენს ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისკენ სწრაფვას. სივრცე იქნება ვიზუალურად შთამბეჭდავი და მრავალფუნქციური, სადაც წარმოდგენილი იქნება თემატური ინსტალაციები, საგამოფენო ელემენტები და საბავშვო აქტივობები. პროექტის მიზანია შექმნას ემოციური და დასამახსოვრებელი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი და გასართობი.
25 მაისი 2026, 20:12
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქსა და მარნეულში საზეიმოდ აღინიშნება
26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში - ცენტრალურ პარკში გაიმართება, - აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 მაისი 2026, 20:10
პოლიტიკა
28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ხუთშაბათს, 28 მაისს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს მოუსმენს.
25 მაისი 2026, 20:06
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პროკურორებმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.
25 მაისი 2026, 20:03
პოლიტიკა
ქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო. ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი, მიმგდები ქალი, დღეს გამოდის და ქართველ ხალხს მორალს და ჭკუას უკითხავს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავს.
25 მაისი 2026, 19:58
მსოფლიო
Fox News: აშშ-ში რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ეროვნულმა ფასმა 4.50 დოლარს გადააჭარბა
ამერიკელი ავტომობილისტების ასოციაციის (AAA) მონაცემებით, აშშ-ში რეგულარის ტიპის საწვავის საშუალო ეროვნულმა ფასმა 4.50 დოლარს გადააჭარბა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.


