დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია
დიმიტრი ხუნდაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხუნდაძის თქმით, უკვე წარდგენილია სახეცვლილი და დაზუსტებული კანონპროექტი.
„გუშინდელი სასესიო განხილვის შემდეგ შედგა კომუნიკაცია სახალხო დამცველთან, მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი არის გათვალისწინებული, ჩაშლილია ყველა ის დეტალი, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა შენიშვნები სესიაზეც. ასევე, რაც ჰქონდა სახალხო დამცველს წარდგენილ წერილში, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ, წარმოდგენილია უკვე სახეცვლილი, ანუ უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტი კანონპროექტის. რაც შეეხება ვადას, დღეს, 11:00 საათზე, გვაქვს საკოორდინაციო საბჭო, სადაც ეპიდემიოლოგებთან ერთად გავივლით, რომ ეს იყოს გონივრული და კანონპროექტმა მთავარ მიზანს მიაღწიოს, მოსახლეობის ინფიცირების რისკები იყოს მინიმალური", - განაცხადა ხუნდაძემ.
ომბუდსმენმა პარლამენტს კანონპროექტში გასათვალისწინებული რეკომენდაციები მიაწოდა, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.
სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით). საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 17:15
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება, რომელიც კოდექსის 1439 მუხლის (ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეტყობინება) მე-7 ნაწილის ამოღებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 17:14
მსოფლიო
იტალიის მოთხოვნის შემდეგ, ევროკავშირი ისრაელის უსაფრთხოების მინისტრის დასანქცირების საკითხს განიხილავს
იტალიამ ასევე ოფიციალურად სთხოვა ევროკავშირს ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხის განხილვა სთხოვა. ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს საფრანგეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.
25 მაისი 2026, 17:05
საზოგადოება
სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისიდან აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტუირის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2026 წლის 26 მაისს, 14:00 საათიდან აღდგება, ხოლო სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა - 28 მაისიდან.
25 მაისი 2026, 17:04
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მინურ პაქსაძის უფლებამოსილების ცნობას 12 ხმით მხარი დაუჭირა
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის - მინურ პაქსაძის უფლებამოსილება კანონმდებლებმა 12 ხმით ცნეს.
25 მაისი 2026, 17:00
ეკონომიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი განიხილა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2027 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და თანამშრომელთა ზღვრული ოდენობის შესახებ განიხილა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა წარადგინა.
25 მაისი 2026, 17:00
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: კატეგორიულად ვითხოვ, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი
„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ეს დიდი, მაგრამ მუდმივად კონფლიქტში მყოფი ქვეყნები ოდესმე მოაწერენ ხელს. მას წარსულში ან მომავალში ვერაფერი გადააჭარბებს. ამიტომ, მე კატეგორიულად ვითხოვ, რომ ყველა ქვეყანამ დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი „აბრაამის შეთანხმებებს“ და თუ ირანი გააფორმებს ხელშეკრულებას ჩემთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დიდი პატივი იქნება, რომ ისინიც გახდნენ ამ უპრეცედენტო მსოფლიო კოალიციის ნაწილი. ახლო აღმოსავლეთი იქნებოდა გაერთიანებული, ძლიერი და ეკონომიკურად მტკიცე, ისე, როგორც შესაძლოა არცერთი სხვა რეგიონი მსოფლიოში! ვთხოვ ჩემს წარმომადგენლებს, დაიწყონ და წარმატებით დაასრულონ ამ ქვეყნების უკვე ისტორიულ „აბრაამის შეთანხმებებში“ გაწევრიანების პროცესი“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.
25 მაისი 2026, 16:54
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასოციაციაში მიმდინარე სიახლეებს, დაგეგმილ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. საუბარი ასევე შეეხო კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას.
25 მაისი 2026, 16:39
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 16:38
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაისი 2026, 16:38
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური: ახალქალაქსა და მარნეულში 26 მაისის საზეიმოდ აღნიშვნის სამზადისი მიმდინარეობს
„ჩვენ უწყების მანდატის შესაბამისად, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სახელმწიფო ენის პოპულარიზაციაზე. ,,ქართული ენა გვაერთიანებს“ - იქნება მთავარი გზავნილი. სახელწმიფო ენის ცოდნის დონე ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი აქტივობა დავაკავშირეთ სახელმწიფო ენასთან და კონკურსებში გამარჯვებულებისთვის შესაბამისი ბრენდირებული პრიზებიც გვექნება“.
25 მაისი 2026, 16:34
პოლიტიკა
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პარლამენტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა წარადგინა.
25 მაისი 2026, 16:30
საზოგადოება
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
25 მაისი 2026, 16:24
რეგიონი
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს
„26 მაისს, 12:00 საათიდან, მცხეთის სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აკეთებს - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორები სპეციალურ სივრცეში ჩაატარებენ გულ-ფილტვის რეანიმაციის დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ პირველადი დახმარების წესები შეისწავლონ. იქვე წარმოდგენილი იქნება სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა და სამედიცინო მოტოტრანსპორტი“.
25 მაისი 2026, 16:23
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
25 მაისი 2026, 16:23
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებებზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.
25 მაისი 2026, 16:20
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
25 მაისი 2026, 16:17
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ბუნებრივად უზრუნველყოფს სიღარიბის შემცირებას
გასული წლის მონაცემებით, მაღალი, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა - 2025 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე 2.3 პუნქტით შემცირდა და 7.1% შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
25 მაისი 2026, 16:15
საზოგადოება
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილე ნათია კიკალიამ და პროკურორმა გიგა გურაშვილმა მცხეთის N1 საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
25 მაისი 2026, 15:53
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივების სექტორისთვის თანამედროვე, მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო შექმნა, რომელიც მიმზიდველია საერთაშორისო კომპანიებისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
25 მაისი 2026, 15:48
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილმა ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB China 2026 გახსნამდე საქართველოს სტენდი და მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


