სოფელ ჭალეს მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების დადგმას აპროტესტებს
სოფელი ჭალე
ფოტო: 1tv.ge
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში მოსახლეობა მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების დადგამს აპროტესტებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მოსახლეობის ნაწილი მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე და სამოსახლო ტერიტორიაზე გადამცემი ანძების დადგმის წინააღმდეგია. მოსახლეობა შემსრულებელ კომპანიას ადგილზე სამუშაო ტექნიკის შეყვანის უფლებას არ აძლევს. სოფლის მკვიდრნი აცხადებენ, რომ ეს ანძები და გადამცემი ხაზები საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.
ისინი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ანძები მათ საფრთხეს შეუქმნის, მოსახლეობა გასახლებას და კომპენსაციების მიღებას ითხოვს.
ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 18:14
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს
ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს, რათა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან ამოცანაზე - ქვეყნის აღდგენაზე გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატებაზე: ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება
ოპოზიციას აქვს გაცხადებული მიზანი, რომ ძალადობრივად შეცვალოს ხელისუფლება. როდესაც ამას უერთდები და ხარ ამის მონაწილე, ცხადია, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვახდინოთ სარჩელის კორექტირება, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური, „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში „ფედერალისტების“ დამატებასთან დაკავშირებით სპეკულაციებს, თითქოს ეს გადაწყვეტილება 26 მაისს დაანონსებულ აქციას უკავშირდება.
20 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს
პატივცემულო დელეგატებო, მოგესალმებით საქართველოს ახალგაზრდების სახელით. ჩვენს ენაში სიტყვა- ახალგაზრდა შედგება ორი ფუძისგან: ახალი და ზრდა. დღეს საქართველოში ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პირობები, სადაც ეს ზრდა შემთხვევითობაზე არ იქნება მინდობილი, არამედ საერთო პასუხისმგებლობითა და კეთილდღეობის მკაფიო ხედვით იქნება წარმართული - განაცხადა ანამარია ქუთათელაძემ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
20 აპრილი 2026, 18:04
მსოფლიო
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს
ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე გემებისთვის სრულად ღია უნდა იყოს.
20 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური: ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია
ხშირად ამბობენ აკრძალვა, წნეხი და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის არც მეტი, არც ნაკლები ამ კონკრეტული პოლიტიკური ძალების, პარტიების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის რევიზია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
20 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ
საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს.
20 აპრილი 2026, 17:39
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: მათი საქციელი სამარცხვინოა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე
მათი საქციელი სამარცხვინოა, ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლებოდა გეზიზღებოდეს საკუთარი ქვეყანა, ასეთ შედეგს აღწევდნენ შენი სპორტსმენები და მილოცვის მაგივრად უხეშად მოიხსენიებდე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტსმენების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით.
20 აპრილი 2026, 17:28
საზოგადოება
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და კონფერენციით აღინიშნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთობლივად გახსნეს.
20 აპრილი 2026, 17:27
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი პოლონეთშია და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი შეხვედრაზე არავის მიუწვევია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პოლონეთშია. ის პოლონეთის პრემიერ მინისტრს დონალდ ტუსკს შეხვდა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
Financial Times: გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას
გერმანიამ და საფრანგეთმა მოუწოდეს ევროკავშირს, რომ უკრაინას მიენიჭოს „სიმბოლური“ სარგებელი გაწევრიანებისწინა ფაზაში, რაც გამორიცხავს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიებსა და ხმის მიცემის უფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 17:05
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
20 აპრილი 2026, 17:04
რეგიონი
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოქალაქეებს სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
20 აპრილი 2026, 15:58
საზოგადოება
სოფელ ჭიაურში ახალი სკოლის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებას იწყება.
20 აპრილი 2026, 15:58
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა
მკაცრად ვგმობ ისრაელის თავდაცვის ჯარისკაცის ქმედებას, რომელმაც ლიბანში კათოლიკური რელიგიური ქანდაკება დააზიანა. სამხედრო უწყებები აწარმოებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და დამნაშავის მიმართ მიიღებენ შესაბამის მკაცრ დისციპლინურ ზომებს, - წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
20 აპრილი 2026, 15:51
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ამბროლაურის და ცაგერის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 15:46
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი ნ. ს. (მის: აბაშა, სოფელი პირველი მაისი,) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდა.არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა გორშიც, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 15:45
საზოგადოება
პარლამენტმა ახალი საპარლამენტო ჯილდო - საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი დააწესა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას გადაეცა
პარლამენტის საპატიო მედალი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.
20 აპრილი 2026, 15:45
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუმენ რადევსა და მის გუნდს ბულგარეთის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
20 აპრილი 2026, 15:36
საზოგადოება
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილებასთან დაკავშირებით, შსს-ს მიერ იდენტიფიცირებულია აღნიშნული ავტომობილები და დამრღვევი პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიაზე, ავტომობილების გადაადგილების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
20 აპრილი 2026, 15:22
საზოგადოება
ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს, საქპატენტის თავმჯდომარესა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე - პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება, - ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.


