გიორგი გახარია: დავით სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი
გიორგი გახარია
ამ ქვეყანაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არცერთი გოჯი მიწა დარჩეს დაუმუშავებელი. მთავრობის ვალდებულებაა, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული, არცერთი კილოგრამი დარჩეს დაუბინავებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გურჯაანში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.
„საქართველოს მოქალაქეზე ზრუნვა იყო და იქნება ამ ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ მიზანი. ბიუროკრატიის სამართლიანობა და კეთილსინდისიერება. თუ არჩეული ადამიანი, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების დონის, შესაბამისად, ღირსეულად და კეთილსინდისიერად არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ჩვენ უმკაცრესი ღონისძიებები უდნა მივიღოთ. ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დათო სონღულაშვილი არის უაღრესად განათლებული, ამ კუთხეზე შეყვარებული და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი. ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ თავს არ დაგანებებს სანამ თავისას არ გაიტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად, ამ სამართლიან ბრძოლაში დამსახურებულად გავიმარჯვებთ, გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 13:56
სამართალი
სუს: საჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 13:53
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
27 ივლისი 2026, 13:40
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდა სასოფლო და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 13:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას მოჰყვა.
27 ივლისი 2026, 12:41
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!
სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, გამართულ პრესკონფერენციაზე.
27 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არიან
ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.
27 ივლისი 2026, 12:30
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 40-მდე მსმენელმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 12:20
ტექნოლოგიები
ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა
დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეიცვალა.
27 ივლისი 2026, 12:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოს „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ ინფრასტრუქტურას, კალმახის ლიფსიტების წარმოების პროცესს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 12:14
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს
საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია.
27 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ჟიჟილაშვილზე: ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტ საბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნინო ჟიჟილაშვილი სტუდენტებს მიმართავს - „იმუშავებთ ისე, როგორც გასწავლეთ? იქნებით კეთილსინდისიერები?“
27 ივლისი 2026, 11:44
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
FT: ევროკავშირში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აღარ მიიღონ „პაკეტებად“, რათა თავიდან აიცილონ ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან ვეტოს დადება
ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობას იძენს ევროკომისიასა და ყველაზე პროუკრაინულად განწყობილ ქვეყნებს შორის, მდგომარეობს იმაში, რომ სანქციები შეთანხმდეს და დაწესდეს ცალ-ცალკე ან მცირე თემატურ ჯგუფებად, ნაცვლად მსხვილი პაკეტებისა.
27 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.
27 ივლისი 2026, 11:30
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:27
მსოფლიო
მოჯთაბა ხამენეიმ „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა
წერილში მან „ჰეზბოლა“ გამძლეობისა და სიმამაცისთვის შეაქო და დაჯგუფება ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია. ირანის უზენაესმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ლიბანელ ხალხს, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.
27 ივლისი 2026, 11:23
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი გაეროში: შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა
„ამერიკის შეიარაღებულ ძალებს - და მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოონ. ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა მან.
27 ივლისი 2026, 11:14
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული
„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
27 ივლისი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:04
მსოფლიო
უკრაინამ ბელგოროდს დრონებით შეუტია
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ ავტომობილს.


