imedi /  16 აგვისტო 2020, 15:09 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი ბაქრაძის განცხადებაზე: დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრძვიან, ეს რა თქმა უნდა, ფასადური ბრძოლაა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანმა დავით ბაქრაძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ქვეყნისთვის ტრაგიკული“ უწოდა.

„ყველამ მოვისმინეთ ქვეყნისთვის ტრაგიკული განცხადება და პირველი კითხვა რაც ჩნდება - კომპრომისი ვისთან, რისთვის კომპრომისი ვის ხარჯზე. მათ რეალურად, უკვე ღიად თქვეს ის, რასაც ჩვენ ბევრი წელია ვამბობთ, რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესის ხარჯზე აკეთებდა პარტიულ ინტერესში კომპრომისებს ოკუპანტთან. რომელმაც ვერ აიცილა რუსეთის ეს ტრაგიკული მახე, რომელსაც მოჰყვა მასშტაბური ოკუპაცია ჩვენს ქვეყანაში. ოკუპაცია არის ომის შედეგი. დღეს თითქოს რომ ოკუპაციას ებრვიან, ეს არის რა თქმა უნდა ფასადური ბრძოლა მათი მხრიდან. რეალურად, ოკუპაციას მშვიდობიანი მეთოდებით, იმიტომ რომ ხალხის ინტერესი, სტაბილურობა და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე არის ჩვენთვის მთავარი, მშვიდობიანი გზით, სასამართლო დავებით, მათ შორის ჰააგაში, ბოლომდე მივიყვანთ, საქართველოს გამარჯვებამდე ამ დავებს, მაგრამ ჰააგამდე ჩვენ პირველ რიგში ველოდებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას ომის საქმეზე, სადაც ამ ადამიანებმა, ვინც თურმე კომპრომისებით იარა რუსეთთან ერთი მტკიცებულებაც კი არ დაგვიტოვა, რომ სტრასბურგში გვეწარმოებინა დავა და მრავალი წლის მერე მოგვიწია სანთლით გვეძებნა ესა თუ ის მტკიცებულება"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილ რეზოლუციაზე 1633 საუბრისას, განაცხადა: „კომპრომისი იქ იყო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც. ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარი არის ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, რომ ქართული მხარეც მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ, ამიტომ კომპრომისი იქ იყო, რომ კი, ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“.

2008 წლის 2 ოქტომბრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებულ იქნა „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების” შესახებ 1633 რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, როგორც საქართველოს, ასევე - რუსეთს დაეკისრა გარკვეული ვალდებულებები.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია

ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

28 ივლისი 2026, 21:11

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 20:57

კულტურა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.

28 ივლისი 2026, 20:52

კულტურა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.

28 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“

ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

28 ივლისი 2026, 20:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.

28 ივლისი 2026, 20:37

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.

28 ივლისი 2026, 20:32

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

28 ივლისი 2026, 20:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

28 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

28 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

28 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

28 ივლისი 2026, 20:11

სამართალი

ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

28 ივლისი 2026, 19:53

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.