მამუკა მდინარაძე: NDI-ის ანგარიშში, სამწუხაროდ, არის პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ჩვენი პრიორიტეტული მიზანია, არჩევნები ჩატარდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ, დემოკრატიის მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ NDI-ის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს რაციონალური პრინციპებიდან და შეიძლება ეყრდნობოდეს ნებისმიერ რეალურ ინფორმაციას“, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ანგარიშში არის ისეთი პუნქტები, რომელიც არასწორ ინფორმაციაზეა დაფუძნებული, რაც სავარაუდოდ, ქართველი ექსპერტების მიწოდებულია,
მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს გააანალიზოს და გაიზიაროს ყველა ობიექტური ინფორმაცია, რათა ოპოზიციას სპეკულაციებისთვის სივრცე პრაქტიკულად არ დარჩეს.
„ამ რეკომენდაციებში, სამწუხაროდ, არის ისეთი პუნქტები, რომელიც არის არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ამაზე ისევ და ისევ პასუხისგება მოუწევს მათ შორის, NDI-ის წინაშე, რომელიმე ექსპერტს, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მაგალითად, ამ ანგარიშში ასახულია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნისგან, ეს ძალიან კარგად ვხვდებით საიდან მოდის, როდესაც მათ გაავრცელეს ჭორი, როდესაც შესაბამის კანონპროექტზე იყო საუბარი. იქ არც ერთი სიტყვა მედიასაშუალებებში დროებითი მმართველის დანიშვნაზე არ იყო და ასეთ არასწორ ინფორმაციას ვაწყდებით და ფაქტობრივი უზუსტობებიც არის ამაში სამწუხაროდ, რომელშიც მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ე.წ. ექსპერტების მიწოდებულია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შესაბამის ანგარიში, რეკომენდაციაში თუ კვლევაში აისახა. ყველა პუნქტის გათვალისწინებას ვაპირებთ, რაც იქნება სწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რაც კი შეიძლება ხარვეზად თეორიულადაც კი იყოს მიჩნეული, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან მზაობას, რომ არჩევნებზე რამე შედეგი და წარმატება კი არ დადონ, არამედ დესტრუქციული დღის წესრიგის გამოყენებით რამენაირად ისაუბრონ, მაგალითად არჩევნების ლეგიტიმაციაზე, ხარვეზებზე, რესურსების არასწორად გამოყენებაზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, მათ შორის რეკომენდაციების სწორად გაანალიზებით და გათვალისწინებითაც, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით სპეკულაციების სივრცე პრაქტიკულად არ იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მონაწილე მხარეებმა პოლიტიკური ნება უნდა გამოიჩინონ და საარჩევნო პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია
ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პრაიდის ღონისძიებაზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციამ მას შპანდაუს რაიონში მიაკვლია. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს დანით დაესხა თავს. ის ადგილზე გაანეიტრალეს.
27 ივლისი 2026, 08:35
მსოფლიო
პუტინი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხოლოდ ერთი გარანტი იყო და ეს იყო რუსეთი, მაგრამ მათ საჭიროდ, შესაძლებლად და სასარგებლოდ მიიჩნიეს რუსეთის მტრად გამოცხადება
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მტერი დავამარცხოთ, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი იძულებული გახდა, სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაეწყო იმისთვის, რომ უკრაინის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა.
27 ივლისი 2026, 08:26
სპორტი
ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ფინალური ასპარეზობები სლალომსა და ფიგურებში გაიმართა.
27 ივლისი 2026, 08:11
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის სრულდება ძველი ასფალტის საფარის მოფრეზვის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს მოაჯირების, ბორდიურების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დეტალის დემონტაჟი. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაწყებული აქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი.
26 ივლისი 2026, 23:48
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს 10 პირი, რომლებსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 23:00
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: საქართველოს რკინიგზაზე ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
არსებული მატარებლების ისეთი განახლება მიმდინარეობს, რომ ფაქტობრივად, ახალი მატარებლები გვეყოლება. სრულიად იცვლება ამ მატარებლებზე შიდა სივრცე, სავარძლები, იატაკი, განათება, ასევე მონტაჟდება სამეთვალყურეო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. საუკეთესო სავარძლები ავირჩიეთ. გვექნება კომფორტული, ძალიან კარგი მოძრავი შემადგენლობები. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ამხელა კონტრიბუცია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზაზე არ ყოფილა, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანების დირექტორმა დაჩი ცაგურიამ.
26 ივლისი 2026, 22:50
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა).
26 ივლისი 2026, 22:41
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.
26 ივლისი 2026, 22:21
კულტურა
რობერტ სტურუა - 88. „იმედის კვირის“ მილოცვა მაესტროს
ქართული თეატრალური სამყაროს უმნიშვნელოვანეს ფიგურას, მაესტროს, რობერტ სტურუას „იმედის კვირა“ 88 წლის იუბილეს წინასწარ ულოცავს.
26 ივლისი 2026, 22:17
საზოგადოება
„იმედი“ გვაერთიანებს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ტრადიციულად, სეზონის ბოლოს „იმედის კვირა“ „ტელეიმედის“ უნიჭიერეს, გემოვნებიან, ღირსეულ და პატრიოტ თანამშრომლებზე მოგიყვებათ.
26 ივლისი 2026, 22:10
რეგიონი
მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა
მთა ჩუდურაულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 22:04
საზოგადოება
ქართული ფოლკლორის ქომაგი - გია ბაღაშვილის სამეცნიერო საქმიანობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გაგაცნოთ ქართული ფოლკლორის ქომაგს - ადამიანს, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, რადგან „იმედის“ მაყურებლების ყველა თაობა მისი ნიჭის თაყვანისმცემელია.
26 ივლისი 2026, 21:57
საზოგადოება
კულინარიის ბასკური გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოდან ჩასულ შეფმზარეულებს ცოდნა და გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში გაუზიარეს.
26 ივლისი 2026, 21:40
ეკონომიკა
3 აგვისტოდან თბილისიდან ბათუმში მატარებელი 4 საათში ჩავა - რკინიგზის მასშტაბური განახლება. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
მატარებლით მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება, ისეთ რეგიონებს შეგიძლიათ ეწვიოთ სარკინიგზო მარშრუტით, სადაც ბოლოს მატარებელი ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს გაჩერდა.
26 ივლისი 2026, 21:39
მსოფლიო
აბას არაღჩი: ზელენსკი ირანის სავაჭრო გემს დაესხა თავს, მოკლულია ერთი მეზღვაური. ეს გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა - შეუძლებელია, რომ რაც კიევში ამ მუქთახორამ გააკეთა, პასუხგაუცემელი დარჩეს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში უკრაინის მიერ ირანის სავაჭრო გემზე თავდასხმის შესახებ წერს.
26 ივლისი 2026, 21:22
სამართალი
იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი - სკანდალური საქმის დეტალები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ბოლო დროის ერთ-ერთი სკანდალური და რეზონანსული თემაა იოსებ სიგუასა და სოფია სიგუას ოჯახური კონფლიქტი, სადაც ქალი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოძალადემ პასუხი უნდა აგოს.
26 ივლისი 2026, 21:21
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს
რკინიგზაში რა პროცესიც მიმდინარეობს, ეს არის სამგზავრო მიმართულება და სატვირთო გადაზიდვების მიმართულება, ამ ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს, - განუცხადა „იმედის კვირას“ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ. მისივე თქმით, ახალციხის სარკინიგზო ხაზის განახლება უკვე სრულდება და პარალელურად ახალციხეში დაწყებულია ახალი სადგურის მშენებლობა.
26 ივლისი 2026, 21:17
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
26 ივლისი 2026, 21:11
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ამ ორმა ქვეყანამ მოილაპარაკა ეკონომიკური საქმიანობის და ურთიერთობების გააქტიურების შესახებ, სადაც, რა თქმა უნდა, წამყვანი ადგილი უჭირავს ბუნებრივი აირით გერმანიის მომარაგების თემას. ცხადია, რომ ამ ვითარებაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი უმოკლესი და უიაფესი გზა
ამ ყველაფერს პირველ რიგში ვუკავშირებ საქართველოს გლობალურ როლს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების საქმეში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა გერმანიის მიერ საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის წაშლაზე საუბრისას.
26 ივლისი 2026, 21:05
პოლიტიკა
გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა - რატომ გადაწყვიტა გერმანიამ საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოსწორება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
გერმანიამ ზურაბიშვილი წაშალა და „ფეისბუქჩათი“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი წლებია, მედიასთან საკომუნიკაციოდ იყენებდა, სათაური გადაარქვა - „პრეზიდენტის მასალების“ ნაცვლად ახლა ჩათის სახელწოდებაა „სალომე ზურაბიშვილი ფორ მედია“. ფიშერის წასვლით ზურაბიშვილის ბოლო ბასტიონი დაეცა და გადადგომა თავის ვიწრო წრეშიც მოუწია.


