2015 წლის 13 ივნისის სტიქიაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია 13 ივნისის სტიქიიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის და სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებაა საუბარი.
მერიის ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.
”განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი - გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა - წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც. სტიქიის ზონაში თბილისის მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა 480 დაზარალებული მოქალაქე სასტუმროებში განათავსეს და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. საჭიროებისამებრ, დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაეცათ მედიკამენტები და საკვები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. ახალგაზრდები სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩაებნენ”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივ. ”სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადმორიცხეს. სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს, ასევე „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ 250 ათას ლარს. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა და დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმა 35 ბინის მიღება შეძლეს”, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. სტიქიით დაზარალებულთათვის კი დაწესდა სხვადასხვა სახის შეღავათები.
დედაქალაქის მთავრობის მიერ, მომზადდა ვერეს ხეობის სივრცით - ტერიტორიული განვითარების კონცეფციაც, რომლის თანახმადაც, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია პარკის მშენებლობა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეზე თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 11:03
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:58
რეგიონი
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
16 აპრილი 2026, 10:57
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კოლეჯ „სქილვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მარიამიძემ მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:57
ტაბლოიდი
ჩინეთში კაცი 20 წლის განმავლობაში ნაწლავში თერმომეტრით ცხოვრობდა
კაცმა თქვა, რომ ის შემთხვევით დაახლოებით 20 წლის წინ გადაყლაპა. ბავშვობაში მას მშობლების რეაქციის შეეშინდა და ინციდენტის დამალვა გადაწყვიტა. დროთა განმავლობაში პაციენტს მომხდარი დაავიწყდა, ამიტომ გაოცდა, როცა გაიგო, რომ თერმომეტრი კვლავ მის ორგანიზმში იყო.
16 აპრილი 2026, 10:54
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 6 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
16 აპრილი 2026, 10:48
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით დრონებითან და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით კიევი, დნეპრი და ოდესა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:47
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე „ტვ პირველს“: ამას ეძახით ჟურნალისტიკას? დღეს, ხვალ, ზეგ, კიდევ ბევრი თვე რომ გააგრძელებს გელაძე და ჩიქოვანი მუშაობას პოსტზე, არ შეგრცხვებათ ამ ჭორაობის შემოქმედნი რომ ხართ?
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც გეკა გელაძე თავდაცვის სამინისტროში გადაჰყავთ, ხოლო ირაკლი ჩიქოვანს დიპლომატიურ მისიაში გაგზავნიან.
16 აპრილი 2026, 10:44
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:31
ტექნოლოგიები
ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს
ასტრონომებმა ისტორიაში სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შეადგინეს. ისინი 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მეშვეობით. მონაცემები მოიცავს 47 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და კვაზარს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა რუკების მოცულობას, იუწყება New Scientist-ი.
16 აპრილი 2026, 10:23
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია⚽
ნახევარფინალში „პსჟ“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (28 აპრილს და 6 მაისს), მეორე ფინალისტის ვინაობას კი „არსენალი“ და „ატლეტიკო“ გაარკვევენ (29 აპრილს და 5 მაისს).
16 აპრილი 2026, 10:22
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.
16 აპრილი 2026, 10:17
მსოფლიო
რუსეთმა 2024 წელს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გდაუხდის
რუსეთის ფედერაციამ 2024 წელს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და აპირებს, რომ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაციას გადაუხადოს, - ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
16 აპრილი 2026, 10:12
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
16 აპრილი 2026, 10:11
ეკონომიკა
B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:08
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
16 აპრილი 2026, 10:08
ტაბლოიდი
ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა
ედვარდი ჩინური წარმოების რობოტია, რომელიც პოლონეთში ორმა ადგილობრივმა IT-სპეციალისტმა ჩამოიყვანა. მოწყობილობაში ჩააშენეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მას დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს. რობოტის მფლობელები ამბობენ, რომ მათი პროექტის მიზანია ხალხს ახალი ტექნოლოგიები გააცნონ და შეიმუშაონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომსახურების სფეროსთვის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებისთვის.
16 აპრილი 2026, 09:57
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.
16 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, ის არაფრის მომტანია ევროპისთვის - რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება
დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


