31 აგვისტო 2020, 17:29 / სანდო წყარო

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია, არჩევნების დროს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გააცნობიეროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა

ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთმა პოლიტიკურმა გუნდმა. ჩვენ შევძელით პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებულ საარჩევნო მოდელზე გადასვლა. სწორედ, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა შეძლო ის, რომ 2024 წლიდან გადავდივართ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ შევძელით გენდერული კვოტირების საკითხის შემოღება, რომელმაც მნიშვნელოვანი გარღვევა უნდა მოახდინოს ქალთა ჩართულობის მხრივ ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ შევძელით ის, რომ საარჩევნო კოდექსში შევიტანეთ ეუთო/ოდირის ყველა ის ძირითადი რეკომენდაცია და ცვლილება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო ჯანსაღი, დემოკრატიის მაღალი სტანდარტით არჩევნების ჩატარება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს უკავშირდება საარჩევნო კოდექსში პროგრესული ცვლილებები და მმართველი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს არჩევნები ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნები დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარდეს.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ არჩევნების ისევე, როგორც ყველა წინა არჩევნების დემოკრატიის მაღალი ხარისხით ჩატარებაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი იყოს საქართველოში წარმოდგენილი, რათა არც ერთ ისეთ ოპოზიციურ ჯგუფს, რომელთა ინტერესიც არ არის ქვეყნის სტაბილურობა, რომელთა ინტერესიც არ არის ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობა, მათ არ მივცეთ არც ერთი ისეთი მოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას დააზიანებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო მონიტორები დააკვირდებიან, რომ არც ერთი უკანონო თუ სხვა ტიპის ქმედება არ შერჩეს არც ერთი პარტიის წარმომადგენელს და ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება მოხდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განცხადებით, როგორც ევროკავშირის ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებმა საქართველოში, პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ამ ცვლილებებმა ხელი უნდა შეუწყოს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მათი სატელიტი პარტიებისთვის, როგორც ჩანს, არაფერს ნიშნავს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ არამედ, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ასევე, ევროკავშირის პოზიცია და მათი დამოკიდებულება. ჩვენ ვიღებთ გარანტიას და პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდება მაღალი დემოკრატიის სტანდარტით. ამის გარანტი იქნება „ქართული ოცნება“. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ამ არჩევნების დროს, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გააცნობიეროს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

02 მაისი 2026, 18:21

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში. ამ მოვლენებმა გადააფსიხა „დიფ სთეითი“

პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

02 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება

ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ერევანში გასამართ სამიტზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

02 მაისი 2026, 18:16

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 ფორუმზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო შუა დერეფანში არის მთავარი როლის შემსრულებელი და ფორუმზე ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 ფორუმზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, ფორუმი ერევანში იმართება და ბუნებრივია, საქართველო იქ წარმოდგენილი იქნება.

დავით მათიკაშვილი

02 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ. არ აქვთ მათ არანაირი ერთობა და ვერც ექნებათ

მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.

დიმიტრი სამხარაძე

02 მაისი 2026, 17:56

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით

პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.

დავით მათკაშვილი

02 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეში. წმინდა სინოდი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეკლესიაზე რადიკალების თავდასხმას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რადიკალები ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული ინიციატივები და სურვილები საქართველოში განხორციელდეს.

გიორგი ვოლსკი

02 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი

დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე საუბრისას.

ცოტნე ანანიძე

02 მაისი 2026, 17:42

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა.

02 მაისი 2026, 17:31

სპორტი

სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას თორმეტი ახალი ნავი გადასცა

თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გოცაძე, თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბის აღსაზრდელები და აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

02 მაისი 2026, 17:26

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული

სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

02 მაისი 2026, 17:20

სამართალი

საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს

ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს.

02 მაისი 2026, 17:14

ეკონომიკა

„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას

„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას“.

დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 17:12

მსოფლიო

ტრამპი ნატოს: თქვენ გათავისუფლებული ხართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს დაკავებული პოზიციის გამო ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

02 მაისი 2026, 17:11

ეკონომიკა

„გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუდვილი“.

დონალდ ტრამპი

02 მაისი 2026, 16:57

მსოფლიო

ტრამპი ირანული გემების დაკავებაზე: დავაკავეთ გემი, დავაკავეთ ტვირთი, ნავთობი, ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია - ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც მეკობრეები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ირანული პორტების ბლოკადის დროს ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი გემების დაკავებისას „მეკობრეებივით“ იქცეოდნენ.

02 მაისი 2026, 16:43

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.

დონალდ ტუსკი

02 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს არა გარე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის დაშლა წარმოადგენს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ.

ანდრია ჯაღმაიძე

02 მაისი 2026, 16:36

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება

„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება“.

02 მაისი 2026, 16:27

საზოგადოება

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ელისონ ჰართი

02 მაისი 2026, 16:19

მსოფლიო

ნატოს პრესსპიკერი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: აღნიშნული ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში

ნატოს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიაში განლაგებული 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად უნდა გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში და საერთო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.