imedi /  09 სექტემბერი 2020, 17:00 / სანდო წყარო

ამირან სალუქვაძე დავით კეზერაშვილზე: რაღაც მცირე ჯგუფი ამუნათებს მთელ ქვეყანას

ამირან სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე

რაღაც მცირე ჯგუფი ამუნათებს მთელ ქვეყანას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები გმირობად ინათლება და ვინც შეეხება, მტრებად აცხადებენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ, დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ექსთავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი უნდა შეეშვას ტელევიზიისა და ჟურნალისტების ფარად გამოყენებას და ახსნას გაჟღერებული ბრალდებები და მისი ქონების წარმომავლობა.

,,როგორც მოსალოდნელი იყო ბატონი კეზერაშვილის მხრიდან, მის მიმართ გაჟღერებული კორუფციული ბრალდებები, პოლიტიკურ და მედიის თითქოსდა კონტროლის ჭრილში გადაიტანა. ვის აინტერესებს თქვენი სარედაქციო პოლიტიკა? შეგიძლიათ დღე და ღამე ჯიბის ქურდობები და ხულიგნობა აშუქოთ, თუ გინდათ, თავზე დაიმხეთ ყველაფერი. თქვენი თავდაცვის მინისტრობით, ქვეყანა დაიმხეთ, უფრო სწორად, თავზე დაგვამხეთ და მაგაზე უარესი ტელეეთერებიდან რა უნდა ქნათ? ვერ გადაიტანთ”, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს მოუწოდებს შეეშვას ტელევიზიის და ჟურნალისტების ფარად გამოყენებას და ახსნას გუშინ გაჟღერებული ბრალდებები, საკუთარი ქონების წარმომავლობა.

,,გუშინ განა რაიმე ახალი გაჟღერდა? ან როგორ უნდა გააფორმოთ სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობად, როცა არაფრის მქონე ჩინოვნიკები, მილიონერები და მილიარდელები გახდით? გუშინ არენაში გახმოვანებულს, კიდევ ორ ფაქტს დავამატებ, რომელთა შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე მედიითაა გაჟღერებული და მასალები იმ პერიოდიდან პროკურატურაშია. უკრაინული პასიური რადარის „კოლჩუგას“ შეძენა 9 მლნ დოლარად იყო შესაძლებელი, 16,5 მლნ დოლარად, ანუ 7,5 მილიონით ძვირ ფასად შეიძინეს. ერთი ბატარეა საზენიტო კომპლექსი „ოსა“ უკრაინის მიერ მოწოდებულ კომერციულ წინადადებაში 6 მლნ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო ჩვენმა ქვეყანამ ომის წინ 9,5 მილიონ დოლარად, ანუ 3,5 მილიონი დოლარით ძვირად შეიძინეს. რამდენიმე ბატარეა იყიდეს და გაამრავლეთ 3,5 მილიონზე და მთელი ეს თანხები გადაიყვანეთ ლარებში, თუნდაც მაშინდელი კურსით. ქვეყანაში უტიფრობის აღლუმია. რაღაც მცირე ჯგუფი ამუნათებს მთელ ქვეყანას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები გმირობად ინათლება და ვინც შეეხება, მტრებად აცხადებენ. ამიტომ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, საზოგადოებას, რათა ახლიდან იქნას გამოძიებული მაშინდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს და ჯარის ომისათვის მომზადება (ომის დაწყებაში არავის აერიოს, ომისთვის ყველა ემზადება) და როგორ ვაწარმოეთ სამხედრო მოქმედებები“, - წერს ამირან სალუქვაძე.

ივლისში The Times of Israel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ თადარიგის გენერალ გალ ჰირშისთვის ისრაელის სახელმწიფო პროკურორი ბრალის წაყენებას გეგმავს. გამოძიება ჰირშსა და მის სამ პარტნიორს 2007-2009 წლებში დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს ედავება.

ოთხივე კომპანია „დამცავი ფარის“ მეწილე იყო, რომელიც თუ კონტრაქტებს დავუჯერებთ, საქართველოს 2007-2009 წლებში თავდაცვის სფეროში კონსულტაციებს უწევდა, ჩართული იყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამების მომზადებასა და იარაღის მიწოდებაში. ისრაელის პროკურატურა ამბობს, რომ მაშინ კომპანიამ და მისმა მეწილეებმა 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი დამალეს. საქმეში ფიგურირებს მიხაელ ბენიმინი, იგივე მიხეილ ბენიაშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

16 აპრილი 2026, 21:36

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.

16 აპრილი 2026, 21:21

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია პოლიტიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე გაი რაიდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერო-ს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ საერთაშორისო თანამშრომლობას.

16 აპრილი 2026, 21:10

პოლიტიკა

ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ ცვლილებაზე: არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე

არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ისრაელისა და ლიბანის ლიდერებს თეთრ სახლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვევს.

16 აპრილი 2026, 20:59

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი - ამ თემების შესახებ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ისაუბრა. „ქრონიკი“ სიუჟეტი

ომების და არასტაბილურობის ფონზე, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მარშრუტების საჭიროება დაადასტურა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმაც.

16 აპრილი 2026, 20:51

პოლიტიკა

საგარეო ჩარევა და მშვიდობა - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა. გზავნილები და ორმხრივი შეხვედრები - „ქრონიკა” სტამბოლიდან

სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. უხილავი გავლენების ეპოქა და ორმაგი სტანდარტები - პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მიმართა.

16 აპრილი 2026, 20:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

მაკა ბოჭორიშვილი

16 აპრილი 2026, 20:32

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიაში, ქართველ ჟურნალისტებთან ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

16 აპრილი 2026, 20:30

პოლიტიკა

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ერთადერთი განმარტება და თავის მართლება პრობლემის ტექნიკურ ხარვეზად წარმოჩენას გულისხმობს, თუმცა საგულისხმოა, რომ ტექნიკური ხარვეზი მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით არსებობს, სხვა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინფორმაცია განახლებადია.

16 აპრილი 2026, 20:28

საზოგადოება

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის, - აცხადებს საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის უფროსი ოთარ კვარაცხელია „ქრონიკასთან“.

16 აპრილი 2026, 20:21

პოლიტიკა

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით, საჰაერო მარშრუტები არ უქმდება. საქაერონავიგაცია და ეკონომიკის სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებენ ცნობას, რომელსაც კონკრეტული მედიასაშუალებები ოპოზიციასთან ერთად სკანდალურ ამბად წარმოაჩენენ.

16 აპრილი 2026, 20:19

საზოგადოება

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაზე: როდესაც ვაკვირდებით ტელესკოპით, ის თეთრი კვალი, რომელსაც თვითმფრინავი ტოვებს ამცირებს გამჭვირვალობას

ობსერვატორიის სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორმა ბიძინა ჩაერგეიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მეცნიერებმა აბასთუმნის ცაზე საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა მოითხოვეს.

16 აპრილი 2026, 20:10

პოლიტიკა

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აკერმანიდან ბლაჟევიჩამდე - რისთვის ემზადება ოპოზიცია? „ქრონიკის“ ინფორმაციით, მათთვის რევოლუციურ სცენარს ამჯერად, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი წერს.

16 აპრილი 2026, 20:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა რუმინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუმინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

დონალდ ტრამპი

16 აპრილი 2026, 19:56

მსოფლიო

ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა აღმოსავლეთის დროით 17:00 საათზე.

იურაი ბლანარი

16 აპრილი 2026, 19:48

მსოფლიო

სლოვაკეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაბლოკვით იმუქრება, თუ უკრაინა „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას არ აღადგენს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მორიგი პაკეტი, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის მიწოდებას „დრუჟბის“ ნავთობსადენით.

16 აპრილი 2026, 19:22

საზოგადოება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

16 აპრილი 2026, 19:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

ირაკლი კობახიძე

16 აპრილი 2026, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.