კახა კალაძე: დავით სერგეენკოს სახელს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება
კახა კალაძე
ფოტო: IMEDI
მე არ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს მოსახლეობისთვის წარდგენაზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა. სახელმწიფოსი, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ადამიანზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი ღირებულებაა. აღარ დავიწყებ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს და იმ პროექტების ჩამოთვლას, რომლებიც დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით განხორციელდა და ამისთვის მხოლოდ ერთი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი - ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება. დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, მიდგომები და დამოკიდებულება. ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა. წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს უწევდათ სახლის გაყიდვა და უკანასკნელი თეთრის გაღება. ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ერთიანი შრომით ჩავაბარეთ. მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქალაქის მასშტაბით განვახორციელეთ.
რა თქმა უნდა, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ დედაქალაქში ცხოვრება შეიცვლებოდა - მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, განახლდებოდა სკვერები, მოწესრიგდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ქუჩებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერებისა და პარკების გალამაზება და ეს მიდგომა გაგრძელდება. 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 11 მილიონი ლარი, 2020 წელს კი ორჯერ არის გაზრდილი და 22 მილიონს შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი პროექტის განხორციელება და კარგი საქმის კეთება შეგვიძლია.
დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმართება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მინდა ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც არა მხოლოდ საბურთალო, არამედ მთელი ქალაქი ელოდება. ეს არის ცენტრალური პარკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი „ქართუ“ აკეთებს. სამუშაოები დაწყებულია, რომელიც 2 წელიწადში დასრულდება და ქალაქს ექნება კიდევ ერთი უზარმაზარი რეკრეაციული ზონა, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება თავისი კუთხე, თავისი ადგილი, სადაც იქნება ყველანაირი შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის. ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც, უბრალოდ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
მინდა ყველას წარმატება და გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კანდიდატის, ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, როგორ წავიდეს წინ, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორ შევუწყოთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელი და გავუმაგროთ ზურგი, ამის რესურსი გააჩნია პოლიტიკურ გუნდს, პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
დარწმუნებული ვარ, 31-ში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ - განაცხადა კალაძემ.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 17:58
სპორტი
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში დღეს პრესკონფერენციები გაიმართა
საკუთარ შემოქმედებაზე, ფესტივალსა და ქართულ კინემატოგრაფიაზე ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა აგნეშკა ჰოლანდმა ილაპარაკა.
20 სექტემბერი 2026, 17:51
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-7 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „აიაქსთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა.
20 სექტემბერი 2026, 17:45
სპორტი
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა. ჩემპიონატი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
20 სექტემბერი 2026, 17:41
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ
ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ, - წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია.
20 სექტემბერი 2026, 17:40
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ის იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.
20 სექტემბერი 2026, 17:22
მსოფლიო
თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ-ავივში ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერთ: „კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს?“ ისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები.
20 სექტემბერი 2026, 17:21
მსოფლიო
ნორვეგიაში, გაფიცვის გამო, 100-ზე მეტი სარკინიგზო რეისი გაუქმდა
ნორვეგიაში, რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო, 160-ზე მეტი რეისი გაუქმდება. 50-მდე მემანქანემ გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნორვეგიის მემანქანეთა ასოციაციასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.
20 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
პეტერ მადიარს ღვინო შეასხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღვინო შეასხეს. ინციდენტი ქალაქ სეკსარდში მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ყურძნის მოსავლის აღებას დაესწრო. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მადიარმა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ასხამს ღვინოს შუა ხნის მამაკაცი პრემიერს. ის მადიარის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.
20 სექტემბერი 2026, 17:17
რეგიონი
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის 90-მდე პროცენტი მაღალკონდიციურია. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ ყურძნის სიმწიფეში შესვლას დაელოდონ.
20 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო
რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, - წერს The New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებაში უთანხმოების დათესვითა და ქაოსით. რუსები დეზინფორმაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათი სამიზნე ძირითადად დემოკრატი კანდიდატები არიან.
20 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
ბერლინში რეგიონულ არჩევნებზე მაღალი აქტივობაა
გერმანიაში, ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანის მიწებზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების მიხედვით, ბერლინში ხმების 22%-ით „მემარცხენეთა პარტია“ ლიდერობს, კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ხმების 20% აქვს, მესამე ადგილს კი 18%-ით ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს.
20 სექტემბერი 2026, 16:18
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
20 სექტემბერი 2026, 15:34
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 20 სექტემბერს საქართველოს საბაჟოს პროფესიული დღე აღნიშნა
,,ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო, ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს კოლეგა უწყებებთან, რისთვისაც ვსარგებლობ შესაძლებლობით და მადლობას ვუხდი მათ პარტნიორობისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად მივულოცავ მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას საქართველოს სხვადასხვა საზღვარზე არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში და იმ თანამშრომლებს, რომლებიც პროფესიული საქმიანობის წარმატებით შესრულებისთვის დაჯილდოვდებიან. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლას თქვენ პროფესიულ საქმიანობაში და კვლავაც გპირდებით უპირობო მხარდაჭერას“, - განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.
20 სექტემბერი 2026, 15:21
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
20 სექტემბერი 2026, 15:08
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა გარეული კატის ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐈
ბოლივიის ტყეებში აღმოჩენილი კატა ოფიციალურად ახალ სახეობად ცნეს - Leopardus tilcayo. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს ბუნებაში გარეული კატის ახალი სახეობის პირველი აღმოჩენაა. ჯერჯერობით მეცნიერებისთვის ამ სახეობის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ცნობილი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მისი გენეტიკური ნათესავები სამხრეთ ამერიკის ტყეებში ბინადრობენ.
20 სექტემბერი 2026, 15:01
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
112-ში გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის, - განცხადებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 14:49
საზოგადოება
თბილისი „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მეშვიდედ უერთდება
მოქალაქეებს მეტროს მუშაობისა და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ შიდა ინფრასტრუქტურის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. დამთვალიერებლებს სამუშაო პროცესის შესახებ ინფორმაცია შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკურმა პერსონალმა მიაწოდა.
20 სექტემბერი 2026, 14:34
პოლიტიკა
რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა - ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან „ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს
ამოიღოს ხმა აკა მორჩილაძემ და გააკეთოს კომენტარი გველესიანზე! როდეეემდე უნდა იყო ჩუმაააად აკაა?! - ასე ეხმიანება მუსიკოსი რეზო ბლიაძე ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, მის მიმართ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ბულინგს.


