12 იანვარი 2021, 18:55 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი „ლელოს“: პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

„პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „ლელოს“ წარმომადგენელს, გიგლა მიქაუტაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის წერილში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩა.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში ანდრია გვიდიანი პუნქტობრივად პასუხობს „ლელოს“ და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. მისი თქმით, გასაკვირია „ლელოს" წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია.

„ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ წერილებს ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესი იყო პოზიტიური, ზოგიერთი კრიტიკული და, სამწუხაროდ, ზოგიერთი არაადეკვატურიც კი შემხვდა. ძალიან გამიკვირდა „ლელოს" წარმომადგენლის კომენტარი, მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელსაც ეკონომისტობაზე აქვს პრეტენზია. თუმცა, ესეც მესმის, პარტიული დღის წესრიგი ხომ ყველაფერს გათქმევინებს, უაპელაციოდაც კი. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე პუნქტობრივად ვუპასუხო „ლელოს" და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც, თუ რა გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში. გადავწყვიტე, წერილში მოყვანილ ყველა პუნქტს ვუპასუხო დასუსტდა საქართველოს ტრადიციული, სატრანზიტო როლი. ქვეყანას კვლავ არ აქვს ღრმაწყლოვანი, თანამედროვე პორტი ფოთში იგეგმება APM ტერმინალის გაფართოება და Pace Group-ის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტი დაწყებულია და დაფინანსებული აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციის მიერ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის მოცულობით“ - წერს ანალიტიკოსი.

მისივე განცხადებით, სახელმწიფომ ყველა ვალდებულება შეასრულა და კონსტიტუციითაც კი გაამყარა ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა.

„სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელებას ერთ-ერთმა ბიზნესჯგუფმა თავი ვერ მოაბა, ლელოში მოიკითხონ, ეცოდინებათ. ვერ დასრულდა ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის თუნდაც ერთ საზღვარს მეორესთან დააკავშირებდა; მხოლოდ 2019 წელს აშენდა იმავე მოცულობის ჩქაროსნული მაგისტრალი, რაც 2006- 2012 წლებში ერთად აღებული (2013 წლამდე აშენებულია 68 კმ, ხოლო 2013 წლიდან დღემდე - 200 კმ); მინელდა ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 11%-დან 7%-მდე დაეცა; (2004-2012) ქვეყანაში შემოვიდა 9,170 მილიარდი დოლარი, „ოცნების"7 წლიანი მმართველობის (2013-2019) პირობებში 10,751 მილიარდი დოლარი; აქვე (პუი/მშპ - 7.3%), საქართველო პირველ ადგილზეა სამეზობლოში, ასევე იგივე მაჩვენებლით, საქართველო მესამე ადგილზეა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და მსოფლიოს 186 ქვეყნიდან 22-ე ადგილზეა მსოფლიოში; ჯერ კიდევ პანდემიამდე, სამუშაო ადგილების რაოდენობა 27.000-ით შემცირდა კერძო სექტორში; უმუშევრობის დონე 2012 წელს არსებული 17,2%-დან, 2019 წლის მონაცემებით, 11,6%-მდე შემცირდა, გარდა ამისა, 2018 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. ასევე, 2012 წელს ყოველ 100 ოჯახზე საშუალოდ მოდიოდა 40 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული (დაქირავებული) 68 პირი, 2019 წელს კი ყოველ 100 ოჯახზე მოდის მხოლოდ 25 უმუშევარი და სამუშაო ადგილზე დასაქმებული 81 ადამიანი; კატასტროფულად გაიზარდა სახელმწიფო ვალის მოცულობა და მისი ნიშნული დაწესებულ მშპ-ის 60%-იან ზღვარს გადასცდა“ - წერს ანდრია გვიდიანი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 2019 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 42%- ის ფარგლებში დაფიქსირდა. თუმცა, გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად, აუცილებელი გახდა საგარეო ფინანსური რესურსების მოზიდვა.

„ვფიქრობ, ეს სრულიად გასაგები და მარტივად აღქმადია, შესაბამისად პანდემიით მანიპულირება პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია; არ განვითარდა კაპიტალის ბაზარი და საფონდო ბირჟა. ბიზნესის დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კვლავ ბანკები რჩება; ბანკირის პარტიიდან ამ საკითხის წამოწევა უტიფრობა მგონია - ჯობს კაპიტალის ბაზრის არარსებობაზე პარტიის შიგნით იმსჯელონ. ისე, ცნობისთვის, როცა კაპიტალის ბაზარზეა საუბარი, უნდა ითქვას, რომ განხორციელდა ეკონომიკისთვის სტრუქტურულად მნიშვნელოვანი საპენსიო რეფორმა, რომელიც, თავის მხრივ, კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯია; უმნიშვნელოდ გაიზარდა სახელმწიფო პენსია. რეგიონის ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალი პენსია დოლარში გაანგარიშებით საქართველოში აქვთ და ის დაახლოებით 73 დოლარს შეადგენს; პირველი რიგში მინდა ვთქვა, რომ სავალუტო კურსზე აქცენტის გაკეთება და ამით მანიპულირება უვიცობა მგონია. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საპენსიო რეფორმის პირველი ფაზის (დაგროვებითი საპენსიო სიტემის ჩამოყალიბება) პარალელურად, საქართველოში დამკვიდრდა პენსიების ინდექსაციის პრაქტიკა, შესაბამისად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ყოველწლიურად გარანტირებულად გაზარდოს საბაზისო პენსია; არ შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ქვეყანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ისევ სოციალურად დაუცველია; საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2012-2019 წლებში 30,0 პროცენტიდან 19.5 პროცენტამდე შემცირდა. 2012 წლის შემდეგ, 92%-ით - 1,7 მილიარდი ლარიდან 3,3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება. 2013 წლიდან გაორმაგდა საარსებო შემწეობის ოდენობა და განისაზღვრა ერთწევრიანი ოჯახისთვის 60 ლარის, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე - 48 ლარის ოდენობით. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლებში შეიცვალა მიდგომა და, მაგალითად, ადამიანმა ტელევიზორი თუ შეიძინა საარსებო შემწეობას არ უხსნიან. შესაბამისად, საარსებო შემწეობის ბენეფიციართა აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აპელირება არასწორია; საბოლოოდ, ქვეყანაში ვერ შეიქმნა ძლიერი საშუალო ფენა. დღეს, შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 3% იხდის ქონების გადასახადს და მიეკუთვნება, ჩვენი გაგებით, საშუალო ფენას. დაქირავებულთა მედიანური ხელფასი 600 ლარის ფარგლებშია; "ლელოს გაგებით" საშუალო ფენა რას ნიშნავს, არ ვიცი. ისე, ცნობისთვის, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1.129 ლარს შეადგენს” - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.