პრეზიდენტი ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს საერთაშორისო პარტნიორებს შეატყობინებს
გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას. ამის შესახებ განცხადება დღეს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და არცერთი ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გადმოწიეს დღეს გადმოწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გუშინ დადგეს. მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს.
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც პროცესს ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება უწოდა.
ყველა სიახლე
21 მარტი 2026, 22:55
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
21 მარტი 2026, 22:48
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
21 მარტი 2026, 22:48
საზოგადოება
გიორგი დონაძე პატრიარქზე: დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი
„დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ.
21 მარტი 2026, 22:33
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანის დელეგაცია ჩამოვიდა
ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია, - ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
21 მარტი 2026, 22:30
საზოგადოება
ილია ინჯია: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის - ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია
პატრიარქის ამდენი წლის მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ის რჩევები და დარიგებები რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის შვილებს ასწავლა, გამოხატულია ამ დღეების განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ გადაცემაში„ „ღია ეთერი“.
21 მარტი 2026, 22:23
საზოგადოება
ირაკლი ბათიაშვილი: ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ ეკლესიის მრევლი იზრდებოდა
ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ მრევლი იზრდებოდა ეკლესიის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილოსოფიის დოქტორმა ირაკლი ბათიაშვილმა.
21 მარტი 2026, 22:02
საზოგადოება
არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი: მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი - ნამდვილი მამა დაკარგა მთელმა ერმა
მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე მტკივნეულად ამას ემიგრანტები განიცდიან. ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდა ემიგრანტებისთვის ჩვენი პატრიარქი. პატრიარქს ყველა უყვარდა, მაგრამ განსაკუთრებულ სიყვარულს, განსაკუთრებულ სითბოს იჩენდა ხოლმე ჩვენი ემიგრანტების მიმართ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა.
21 მარტი 2026, 21:57
საზოგადოება
რიმა ბერაძე: მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ
მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ. “ჩვენი პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი, ვხედავთ რა ხდება სრულიად საქართველოში და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას. ჩვენი პატრიარქი იყო თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახების იმედი, სრულიად საქართველოს იმედი. ის გვასწავლიდა დიდ სიყვარულს და ერთგულებას, მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ. მისი სიტყვები „მიყვარხარ საქართველო“ ეს არის ანდერძი, ეს არის ანდერძი თოთოეული ქართველისთვის. ხვალ სხვანაირი დღე გათენდება, სხვანაირად გაგვათბობს მზე, ზეციური საქართველოდან დაგვლოცავს ილია მეორე“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
21 მარტი 2026, 21:45
საზოგადოება
მურღულია პატრიარქზე: მთავარი კითხვა დაგვიტოვა - ვართ ღირსნი იმ დიდი მდინარის, რომელიც საქართველოს ცხელი გულიდან მოედინება და სამების ტაძარს უერთდება ამ დღეებში - თუ ამ სიყვარულის ღირსი ვიქნებით, მაშინ ეს ბედნიერება იქნება საქართველოსი
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. „ჩვენ ყველანი ახლა ჩვენს პატრიარქს ვხედავთ, ის ყველა ჩვენგანისთვის იყო და ამით იყო ის უნივერსალური, ძალიან ახლობელიც, ძალიან ბრძენიც და კეთილიც, მაგრამ დგება დღეები, როდესაც ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ ამ ადამიანის ღვაწლს.
21 მარტი 2026, 21:40
საზოგადოება
ნიკოლოზ წულუკიძე: ამ გზას, რომელსაც ქართველი ჯიში ადგას სამებისკენ მიმავალ გზაზე, მშვენიერება ჰქვია, თურმე შეგვძლებია, რომ ჩვენ ვუთხრათ ერთი სიტყვა - მადლობა იმ 49-წლიანი თავგანწირვისთვის, რაც პატრიარქმა ჩვენთვის გააკეთა
ბოლოს დაუძლურებული, ხელმისაშველებელი პატრიარქიც კი დედაბოძივით იდგა, ყველაზე ძლიერი ძალა იყო, ამითაც იყო განსაკუთრებული, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ. მისივე თქმით, დიდი დრო და დიდი სიბრძნის ადამიანი დასჭირდება პატრიარქის ღვაწლის თავმოყრას, რათა ჩვენ გავიგოთ საიდან დაიწყო და სადამდე მივიდა.
21 მარტი 2026, 21:39
საზოგადოება
დედა თინათინი: აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ. ამბობენ, რომ მთელი გულით ლოცულობდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენი პატრიარქი კარგად იქნებოდა
აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელმა, დედა თინათინმა.
21 მარტი 2026, 21:22
საზოგადოება
კონსტანტინე გამსახურდია: ეკლესიის აღმავლობა ეტყობოდა ყოველ წელს ლიტანიობას, აღდგომის დღესასწაულს, როდესაც მეტი და მეტი ხალხი მოდიოდა - 1984 წელს ხალხის რაოდენობამ რეკორდს მიაღწია და ეს პატრიარქის გამარჯვება იყო
„1977 წელს როდესაც პატრიარქის აღსაყდრება მოხდა, აქ დიდი როლი შეასრულეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, რომლებმაც ხელი შეუშალეს გარკვეულ გეგმებს და როგორც ჩანს ეს გეგმები მოდიოდა საბჭოთა იმპერიის ცენტრიდან და მას ჰყავდა გარკვეული მომხრეები საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში და უშიშროების კომიტეტშიც და მათ არ სურდათ ილია მეორის პატრიარქობა“.
21 მარტი 2026, 21:16
საზოგადოება
ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს
მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს. მინდა მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის რაც გვაჩუქა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა ლაშა ტალახაძემ. ლაშა ტალახაძე დიდი ადამიანის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს.
21 მარტი 2026, 21:16
საზოგადოება
დავით მათიკაშვილი: განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. განუზომელია ის მწუხარება და გლოვა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა მისი უწმინდესობის მიმართ
განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
21 მარტი 2026, 21:15
საზოგადოება
„ბავშვების მერე ჩვენს პატრიარქს რომ ვუსმენდი, მამშვიდებდა, მაწყნარებდა“ - პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში საბერიოში გასულ წელს დაღუპული ბავშვების მამა მივიდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში გალის რაიონის სოფელ საბერიოში გასულ წელს დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების მამა ვიტალი ჭოლარია მივიდა.
21 მარტი 2026, 20:55
საზოგადოება
ირაკლი ქადაგიშვილი პატრიარქზე: ქართველი ერი მას არა მხოლოდ ზეციურ გზაზე აცილებს, არამედ ქართველი ერი თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს
ქართველი ერი, ასეულობით ათასი ადამიანი ვინც მოვიდა, ვინც ვერ ახერხებს მოსვლა, მას არა მხოლოდ ზეციურ გზაზე აცილებს, არამედ ქართველი ერი თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, 80-იან წლებში პატრიარქთან ურთიერთობით ხდებოდა ქართული, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.
21 მარტი 2026, 20:55
საზოგადოება
არქიმანდრიტი გრიგოლი: შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა, მამა იყო
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა.
21 მარტი 2026, 20:40
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დღესაც ესწრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. სამძიმარზე არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.
21 მარტი 2026, 20:39
საზოგადოება
საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე
საქართველოს საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს სთხოვს, სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ დაკრძალვამდე სამგლოვიარო ზარები დარეკონ.
21 მარტი 2026, 20:37
საზოგადოება
მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ - 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა
„მაქვს ბედნიერება გავიხსენო ყოველი წუთი, დამოკიდებულება პატრიარქისადმი და იმის მხრიდან ჩვენდამი. როდესაც გვიჭირდა ჩვენს გვერდზე იდგა. ჩემთვის პატრიარქი იყო მიუწვდომელი, მაგრამ თვითონ ისე გაგიადვილებდა ყველაფერს, ისე მოგეფერებოდა. გიჭირდა შენს ჭირს იზიარებდა, გილხინდა - შენს სიხარულს იზიარებდა, გეტყოდა ერთ სიტყვას, რომელიც გულზე დაგეწერებოდა და არ დაგავიწყდებოდა“.


