15 სუბიექტი ახალ პოლიტიკურ პლატფორმაში გაერთიანდა
,,ახალი საქართველო'' - ამ სახელწოდებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმა ჩამოყალიბდა.15-მა სუბიექტმა, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პირებმა გაერთიანებისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდეს.
"ახალი საქართველოს" წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება და ოპოზიციური მერობის და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატების წარდგენა.
პრეზენტაციაზე "ახალმა საქართველომ" განცხადება გაავრცელა.
"ჩვენ, აქ შეკრებილი მოქალაქეები, საზოგადოებისა და პოლიტიკური გაერთიანებების წამომადგენლები, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენ ერთობას და მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ძლიერი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო! დღეს, ვიწყებთ სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღია პლატფორმის ერთობა #ახალი საქართველოს ჩამოყალიბების პროცესს. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ, პროდასავლურ ძალებს გავაერთიანოთ ჩვენი ამომრჩევლები და პრაიმერის გზით გამოვავლინოთ ოპოზიციური მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის ერთიანი კანდიდატები, რათა შევცვალოთ ხელისუფლება და ახალი იმპულსი მივცეთ ქვეყნის განვითარებას.
ერთობა #ახალისაქართველოს წიაღში ჩამოყალიბდება ჯანსაღი მმართველობითი ფენა, რომელიც არჩევნებში გამარჯვების გზით მოვა ხელისუფლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ავაშენებთ ახალ საქართველოს, ცოდნისა და ინოვაციების ქვეყანას რომლითაც ვიამაყებთ, რომელშიც იცხოვრებენ ბედნიერი, თავისუფალი და საკუთარ მომავალში დარწმუნებული ადამიანები, სადაც ურთიერთთანადგომითა და სოციალური სოლიდარობით არავინ იქნება დავიწყებული და მიტოვებული, რომელიც იქნება რეგიონის მიზიდულობის ცენტრი და დიდი ევროპის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი, ადგილი სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი კულტურები ერთმანეთს შეხვდებიან და შეეზიარებიან!
ეს არის ჩვენი მიზანი, რომელიც მხოლოდ ერთობითა და თანადგომით მიიღწევა",- ნათქვამია განცხადებაში.
ახალ ორგანიზაციაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად გაწევრიანებული არიან გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო", პაატა დავითაიას "ევროპელი დემოკრატები", მამუკა გამყრელიძის და გიორგი ვაშაკიძის "ახალი ერთობა საქართველოსთვის", ზურაბ ხარატიშვილის "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის."
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 17:17
მსოფლიო
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების ახალი ინიციატივით გამოდის - კანდიდატ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ სრულუფლებიან წევრობამდე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომა ეტაპობრივი ინტეგრაციის ფარგლებში მიიღონ
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაჩქარების ახალი ინიციატივით გამოდის.
30 სექტემბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის მიერ დამალულ IRI - ის კვლევაზე: კვლევა ადასტურებს, რომ მათ საზოგადოებისგან ნდობა დაკარგეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ქრონიკასთან“ IRI კვლევის შედეგები შეაფასა, რომელიც ოპოზიციამ დამალა.
30 სექტემბერი 2026, 17:12
საზოგადოება
მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, რომლის მიხედვით 2027-2030 წლების მაკროეკონომიკური პარამეტრები დაგეგმილია შედარებით კონსერვატიული პროგნოზების მიხედვით, აღნიშნული სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან და ითვალისწინებს:
30 სექტემბერი 2026, 17:11
პოლიტიკა
კახა კალაძე: მადლობა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის - დარწმუნებული ვარ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა. მან მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს მასპინძლობისთვის.
30 სექტემბერი 2026, 17:10
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა
მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის ტვირთისგან თავისუფლდებიან, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
30 სექტემბერი 2026, 16:46
პოლიტიკა
81 000 მოქალაქე ქონების გადასახადისგან თავისუფლდება - პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ქონების გადასახადის ვალდებულება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით მიიღო, უქმდება მოქმედი მრავალსაფეხურიანი სისტემა (40 000 ლარიანი ზღვარი და შესაბამისი განაკვეთები) და ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება, რომლის ფარგლებშიც ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
30 სექტემბერი 2026, 16:41
მსოფლიო
რუსეთის საელჩო: ნატოს მიერ კალინინგრადის იზოლაციის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც მზად იქნება
რუსეთის საელჩო ირლანდიაში აცხადებს, რომ ნატოს მიერ კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადის შემთხვევაში, მოსკოვი მზად იქნება ტერიტორიის დასაცავად „არსებული მთელი არსენალი“, მათ შორის ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
30 სექტემბერი 2026, 16:40
ეკონომიკა
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესებას განაგრძობს და 2026 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 1.4% შეადგენს
2026 წლის მეორე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა. ამასთან, 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-სთან ფარდობაც მნიშვნელოვნად შემცირდა და 2.5% შეადგინა.
30 სექტემბერი 2026, 16:35
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი (Seyed Ali Moujani) დაიბარეს.
30 სექტემბერი 2026, 16:31
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ინიციატივა „იყიდე ევროპული“, მოკავშირეების გაუცხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დაქსაქსვის რისკს ქმნის
ევროკავშირის მცდელობამ, უპირატესობა საკუთარი ქვეყნების თავდაცვის ინდუსტრიას მიანიჭოს შესაძლოა, „მოკავშირეების გაუცხოებასა“ და ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული ბაზრის დაქსაქსვას შეუწყოს ხელი, განაცხადა აშშ-ის ელჩმა ევროკავშირში ენდრიუ პაზდერმა.
30 სექტემბერი 2026, 16:20
ეკონომიკა
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, საჯარო სექტორში ხელფასები 8,4%-ით გაიზრდება
შემოსულობების ნაწილში ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მლრდ ლარით იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მლრდ 200 მლნ ლარით, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ. მისივე თქმით, თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ემატება.
30 სექტემბერი 2026, 16:15
მსოფლიო
ბელგიის თავდაცვის მინისტრი: ევროპას რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის მზადება მოუწევს. წინ მძიმე ზამთარია
ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს „ბნელი ზამთარი“ ელოდება.
30 სექტემბერი 2026, 16:11
საზოგადოება
მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
30 სექტემბერი 2026, 16:11
ეკონომიკა
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირების - 390 ლარამდე
2027 წლიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით 555 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს ქვემოთ პირებისთვის კი 20 ლარით 390 ლარამდე, - განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ. სახელმწიფო ბიუჯეტის 2027 წლის პროექტი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა.
30 სექტემბერი 2026, 16:01
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი Fly Dubai-ს რეისების შეჩერებას და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გაფორმებული საავიაციო შეთანხმების შესწავლას ითხოვს
ისრაელის ტრანსპორტის მინისტრი მირი რეგევი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანია Fly Dubai-ს ყველა რეისის შეჩერებას ითხოვს. გადაწყვეტილება დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ თვითმფრინავში მომხდარ დილის ინციდენტს უკავშირდება, იუწყება The Times of Israel-ი.
30 სექტემბერი 2026, 15:37
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი Fly Dubai-ს თვითმფრინავის ინციდენტზე: ტერორიზმი ეშმაკია, რომელთანაც შეთანხმება არ უნდა შედგეს. ერთადერთი გამონაკლისი მისი დამარცხება და დედამიწის პირისაგან აღგვაა
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და ფაქტს ტერორიზმი უწოდა.
30 სექტემბერი 2026, 15:05
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მუდმივი „გადამწყვეტი მარშებისა“ და დაპირებული წარუმატებელი რევოლუციების ნაკადში, რადიკალებმა თვით პროტესტის იდეა სრულ მარაზმამდე და გამოფიტვამდე მიიყვანეს
თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველი ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ოპოზიციის მხრიდან ამ თარიღის საკრალურად გადაქცევის მცდელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
30 სექტემბერი 2026, 15:05
მსოფლიო
ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა
ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილ თვითმფრინავში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც თვითმფრინავის ჩამოგდება და 180 ისრაელელის მკვლელობა სცადა, ისე უნდა დაისაჯოს, თითქოს ისინი მართლაც დახოცა.
30 სექტემბერი 2026, 14:43
ეკონომიკა
გენადი არველაძე: შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
30 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე: პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები
პირველივე წერილის შემდეგ გავაკეთე კომენტარი, რომ არ მცოდნოდა, რომ ღარიბაშვილი იყო ავტორი, მეგონებოდა სააკაშვილის, ან ელისო კილაძის წერილები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილზე საუბრისას.


