imedi /  10 მაისი 2022, 18:48 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ვფიქრობთ, ხომ არ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

„Credit Suisse-ის “ ისტორია ძალიან უცნაური და აბსოლუტურად არადამახასიათებელია შვეიცარიული ბანკისთვის, რომელიც მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ჯერ ის რომ, თავის დროზე, ეს ფული პრაქტიკულად მოიპარეს და შემდეგ, წლების განმავლობაში არ აბრუნებდნენ და სასამართლოს გზით გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა და მიაღწია იმას, რომ ბანკს ეღიარებინა, რომ ეს ფული, ნამდვილად მას ეკუთვნოდა,’’ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ბანკის მხრიდან, კანონიერ მოთხოვნებზე არის გარკვეული გაუგებარი ქმედებები, რაც უცნაურია. მისი განმარტებით, რა თქმა უნდა, ამას არავინ დააკავშირებდა მეორე ფრონტის გახსნასთან, თუმცა თუ ბევრ დეტალს დავაკვირდებით, მართლაც ჩნდება კითხვები.

,,მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ბანკმა აღიარა, რომ ეს ფული ნამდვილად არის მოპარული და დაკარგული, ნამდვილად ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რჩებოდა მარტივი ტრანზაქცია. ნებისმიერ მოთხოვნაზე, რამდენიმე საათში თანხა უნდა დაჯდეს მფლობელის ანგარიშზე. სწორედ ომის პერიოდს დაემთხვა შემთხვევა, როდესაც ერთი თვის განმავლობაში ბანკმა ფულის გადარიცხვა გააჭიანურა, მეორე შემთხვევაშიც იგივე შეფერხება იყო, რაც ძალიან უცნაურია, ამას არავინ დააკავშირებდა ომთან და მეორე ფრონტის გახსნასთან. თუმცა, თუ რაღაცეებს დავაკავშირებთ ერთმანეთთან, მართლაც ჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხები სჭირდება. ამ შემთხვევაში, ხათუნა ხოფერიას მიერ დასმული კითხვებიც ლოგიკურად ებმის ერთმანეთს, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, როგორმე მიაღწიოს იმას, რაც საქართველოში 2008 წელს ხდებოდა, რაც დღეს ხდება მარიუპოლში და სხვა ქალაქებში.

,,უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ძალიან მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას აუცილებლად და იზრუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, დროში აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციის - ეკა გიგაურის, ან „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ჟურნალისტის გარკვეული განცხადებები, რამდენიმე წუთში აისახება ხოლმე, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის, ასევე არცთუ მეგობრული და კორექტული განცხადებები. მაგალითად, როდესაც ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ილვესი ზუსტად იმავეს ამბობს - რომ დროა, საქართველომ დაიწყოს თავისი დაკარგული ტერიტორიებზე ფიქრი და ქმედება. დაახლოებით მსგავსი არამეგობრული განცხადებებია ისეთი პოლიტიკოსების მხრიდან, როგორებიც არიან მაგალითად საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი ბატონი იანკელი, მეთიუ ბრაიზა, დევიდ კრამერი. მართლა ვფიქრობთ, ხომ არ არის გარკვეული ჯგუფი, გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში და ამ ძალების კოორდინაცია ხომ არ ხდება, არა საქართველოს და უკრაინას შორის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ეს იყოს აშშ-ს ან, რომელიმე ჩვენი მეგობარი ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ ცალკეული პოლიტიკოსების გამონათქვამებში მსგავსი მოტივები და სურვილები ნამდვილად ჩანს,’’ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 12:54

რეგიონი

„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ხორციელდება აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით. პროექტის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.

22 აპრილი 2026, 12:50

ეკონომიკა

Nebula AI Hub-ი სომხეთის ბაზარზე გადის და GABA-სთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს

აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია რეგიონში ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ქართულ-სომხური კომპანიების მხარდასაჭერად. ქართულ-სომხური ბიზნეს ასოციაცია წარმოადგენს იმ კომერციულ ხიდს, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ საფეხურზე აიყვანს.

22 აპრილი 2026, 12:45

სამართალი

პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 3 ფიზიკური პირის და 4 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:30

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსის“ დაპირისპირებაზე: ამ ადამიანებმა საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ

მათი ერთობა გარედან მიცემული მითითებების შედეგი იყო. ეს არ იყო არანაირ იდეოლოგიაზე დამყარებული, ან ქვეყნის სიყვარულსა თუ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებული ერთობა - მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილისა და „ოპოზიციის ალიანსს“ შორის გამოაშკარავებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:25

პოლიტიკა

კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.

კახა კალაძე

22 აპრილი 2026, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან

„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.

22 აპრილი 2026, 12:08

რეგიონი

რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის, რადგან მიიაჩნია, რომ უცხოური აგენტურის აკრძალვის გარეშე პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და ქვეყნის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლა შეუძლებელია. როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ წლებში არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის გადადებული ყოველი დღე ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველია.

22 აპრილი 2026, 11:58

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

22 აპრილი 2026, 11:56

საზოგადოება

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა

„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 11:55

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით

სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მაგდა მამუკაშვილი

22 აპრილი 2026, 11:54

საზოგადოება

მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

მიხეილ ყაველაშვილი

22 აპრილი 2026, 11:51

პოლიტიკა

ყაველაშვილი: მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

რუმენ რადევი

22 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პროკრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება

ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი ვიქტორ ორბანი ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს. წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.

22 აპრილი 2026, 11:46

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

22 აპრილი 2026, 11:43

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

22 აპრილი 2026, 11:42

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.

გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს

ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

22 აპრილი 2026, 11:37

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამიზნეების გასწორებისკენ მოუწოდა

„მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გათავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.