imedi /  29 იანვარი 2023, 20:50 / სანდო წყარო

სააკაშვილის მედდა: ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს

ყველა იყო დაინტერესებულიყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მედდამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ის ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სტრესზე საუბრობს, რომელიც სააკაშვილის მკურნლობისას მიიღო. მედდა სააკაშვილის პალატაში ბოლოს 23 იანვარს შევიდა.

„დავიწყოთ იმით, რომ თვითონ სასამართლოზე ბატონმა შალვამ [ხაჭაპურიძე] მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა, რომ მე ვარ ის ექთანი, რომელიც იმ კადრებზე იყო. იმ კადრებზე სახე მაინც მქონდა დაფარული. ისეთი სტრესი იყო იმის მოსმენა, რომ მე ვიყავი“, - ამბობს მედდა.

მან დეტალურად გაიხსენა რა ხდებოდა პალატაში ამ ეპიზოდის დროს.

„ნივთებს ისროდა. მე რომც არ ვთქვა, მე მგონი მსოფლიომ ნახა ეს კადრები და ეს არავისთვის იქნება ახალი. საწოლიდან ვარდებოდა. პაციენტი იყო აღელვებული, ვცდილობდი დამეწყნარებინა. ვცდილობდი ამეწია საწოლის სახელურები, რომ პაციენტი არ გადმოვარდნილიყო, რაზეც უარი მივიღე. ნელ-ნელა იჩოჩებოდა ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. რეანიმაციიდანაც გამოვიყვანე ექიმები. როცა გავუკეთეთ მონიტორი, ცოტა ხანში მოიხსნა და გადაისროლა „ლიპუჩკები“. ჩემი გადასახედიდან, ეს უფრო დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, რომელშიც უნიჭიერესი მსახიობი მონაწილეობდა“, - იხსენებს მედდა.

მან კომენტარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გააკეთა, კერძოდ მის კვებაზე.

„ჩემი მორიგეობების დროს, ვნახე, რომ მოტანილი იყო ლობიო, კიტრი, კომბოსტოს სალათა. არ ვიცი რამდენ კალორიას შეიცავდა, მაგრამ პაციენტი ძალიან ცოტას ჭამდა. თვითონ არ ჭამდა. შეჭამდა 2-3 კოვზს და დანარჩენი ნაგავში. იყო შემთხვევები, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არჩევითად სვამდა წამალს. ზოგიერთ წამალზე უარს აცხადება. ეს ყველაფერი დანიშნულების ფურცელზეა დაფიქსირებული. გვეუბნებოდა - ამ წამალს არ დავლევ.

ყველა სიახლე

22 მარტი 2026, 10:45

მსოფლიო

კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

„ადგილობრივი დროით 18:32 საათზე ეროვნული ელექტროენერგეტიკული სისტემა სრულად გაითიშა. ამოქმედებულია მისი ფუნქციონირების აღდგენის პროტოკოლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 მარტი 2026, 10:26

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

22 მარტი 2026, 10:24

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

22 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Politico: დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ირანში ომის დასრულებამდე გადაიდო

ვაშინგტონელმა ანონიმურმა დიპლომატმა, რომელიც ტრამპისა და სის სამიტის მომზადების პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ მკაფიოდ მიანიშნა: ლიდერების მოლაპარაკებების ახალ თარიღებს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ შესთავაზებენ.

22 მარტი 2026, 10:11

საზოგადოება

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - პირდაპირი ეთერი სამების ტაძრიდან

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

რობერტ მიულერი

22 მარტი 2026, 10:09

მსოფლიო

რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორი იყო, გარდაიცვალა

მიულერი 2001-2013 წლებში FBI-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროს) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2017 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის სპეციალურ პროკურორად დანიშნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

დეკანოზი ანთიმოზი

22 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

დეკანოზი ანთიმოზი: უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნისა და ზოგადად კაცობრიობის წინაშე

უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე, რადგან ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და მე მჯერა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა დეკანოზმა ანთიმოზმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.

22 მარტი 2026, 09:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათი მისცა

„თუ ირანი სრულად და მუქარის გარეშე არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში, აშშ დარტყმას მიაყენებს და გაანადგურებს ამ ქვეყნის სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

22 მარტი 2026, 09:42

საზოგადოება

მოქალაქეებმა სიონის საკათედრო ტაძართან შეკრება დილიდან დაიწყეს

მიუხედავად იმისა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს, მოქალაქეები სრულიად საქართველოს პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად, სიონის ტაძარში დილიდან იკრიბებიან.

მიხეილ ყაველაშვილი
ირაკლი კობახიძე

22 მარტი 2026, 09:26

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენლები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მივიდნენ. სამებაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

მეუფე ნიკოლოზი

22 მარტი 2026, 09:14

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის კანონიზაციაზე: დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხი რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს - დარწმუნებული ვარ, კანონიზაცია მალევე უნდა მოხდეს

ეკლესიასტეს უწერია, ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება. დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება, რადგან ვფიქრობ, ეს საკითხი [პატრიარქის კანონიზაცია] რომც არ დავაყენოთ სინოდმა, ხალხი გვაიძულებს, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

22 მარტი 2026, 09:03

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყო

ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.

მეუფე ნიკოლოზი

22 მარტი 2026, 08:59

საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზი: 09:00-ზე წირვა დაიწყება, 12:00-ზე კი წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. გადასვენება დაიწყება 15:00 საათზე

09:00-ზე წირვა დაიწყება, 12:00-ზე კი წესის აგება დაიწყება, რომელსაც უხელმძღვანელებს მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. გადასვენება დაიწყება 15:00 საათზე და დაიძვრება პროცესია, - განაცხადა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.

22 მარტი 2026, 08:39

საზოგადოება

მრევლს სამებაში შესვლა დღესაც შეეძლება

დღეს 15:00 საათზე მოხდება გადასვენება, მანამდე კი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, მოხერხდა და წირვის დროს იქნება დატოვებული ერთი დერეფანი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

22 მარტი 2026, 08:35

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

22 მარტი 2026, 08:31

საზოგადოება

თბილისში, ოვანე თუმანიანის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო

თბილისში ოვანე თუმანიანის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

სტივ უიტკოფი

22 მარტი 2026, 08:21

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს. განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ

დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს მიმდინარე შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში, რომლის დროსაც განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ, - წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში.

22 მარტი 2026, 08:05

მსოფლიო

ირანის მიერ ისრაელის ბირთვული ობიექტის სიახლოვეს განხორციელებული იერიშების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

ირანის მიერ ისრაელის ბირთვული ობიექტის სიახლოვეს განხორციელებული იერიშების შედეგად სუმ მცირე, 47 ადამიანი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, რაკეტა ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქ დიმონაში ჩამოვარდა, სამიზნე კი, როგორც ჩანს, დაახლოებით 13 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბირთვული ობიექტი იყო.

22 მარტი 2026, 01:00

საზოგადოება

თბილისის მერია: ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო.

ილია მეორე

22 მარტი 2026, 00:55

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.