imedi /  09 ნოემბერი 2017, 19:10 / სანდო წყარო

საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებისგან 11 000 ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გამოთვლებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების გამო 11 000 ადამიანი იღუპება, საიდანაც 3 000 პასიური მწეველია, 300 კი არასრულწლოვანი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ენდობიან ფინანსთა მინისტრის მოადგილის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 9 თვეში საქართველოში თამბაქოს მოხმარება 15%-ით შემცირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემები ამის თქმის საშუალებას არ იძლევა.

"ამ დროისთვის საქართველოში თამბაქოს მოხმარება მოზარდებშიც და მოზრდილებშიც სამწუხაროდ შემცირებული კი არა, გაზრდილია. 2010 წელს ჩატარებული კვლევით, ზრდასრული მოსახლეობის 30% იყო მწეველი, 2016 წლის კვლევით 33%-ია. მამაკაცებში 55%-დან 57%-მდე გაიზარდა, ქალებში იყო 4,8% და გაიზარდა 7,1%-მდე. სამწუხაროდ, მოზრდილებში კლებასთან არ გვაქვს საქმე. რაც შეეხება მოზარდებს, 2014 წლიდან 2017 წლამდე ჩავატარეთ კვლევა და ჩვენდა სამწუხაროდ მაჩვენებელი გაზრდილია 7%-დან 8,4%-მდე როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების მზარდი სტატისტიკა დამახასიათებელია ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჯერ არ დაუწყია რეალური ნაბიჯების გადადგმა თამბაქოს კონტროლისკენ. საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირდება 11 ათასი ადამიანის სიკვდილი წელიწადში. თუ მსოფლიოს მონაცემებს შევადარებთ, მსოფლიოში სიკვდილიანობის 11% მოდის თამბაქოზე, საქართველოში კი ეს არის 22%. ანუ, თამბაქოს ტვირთი გაცილებით მაღალია საქართველოში, ვიდრე ეს ხდება მთლიანად მსოფლიოში"-განაცხადა ლელა სტურუამ.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1/3 მწეველია. ამ მაჩვენებლით ქვეყანას მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში მეორე ადგილზეა. სწორედ თამბაქოს მოხმარება სახელდება სიმსივნეების, სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზად.

ყველა სიახლე

13 მარტი 2026, 20:55

პოლიტიკა

„ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიები: „ნეიტრალური საქართველო“ და „მემარცხენე ალიანსი“, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ.

13 მარტი 2026, 20:52

პოლიტიკა

რეზოლუციებით ბრძოლა პოლიტიკური გავლენებისთვის - ევროკავშირის პოლიტიკას, ევროპაშივე აკრიტიკებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკომისია, ევროპარლამენტი და მათი მოქმედი ლიდერები, სულ უფრო ხშირად არიან ევროპელი დეპუტატების კრიტიკის სამიზნე. მათ შორის საქართველოსთან მიმართებით არსებული პოზიციის გამო.

13 მარტი 2026, 20:47

მსოფლიო

POLITICO: „ტრამპი ცდება“ - ევროპელები აკრიტიკებენ აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების შესახებ

პარასკევს ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის ადმინისტრაცია რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის გამო - ეს გადაწყვეტილება ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების შემცირებას ისახავს მიზნად, რაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების ფონზე მოხდა, - წერს გამოცემა POLITICO.

13 მარტი 2026, 20:43

პოლიტიკა

ხელისუფლება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ დასკვნას კატეგორიულად უარყოფს - რატომ არ აისახა დოკუმენტში მთავრობის ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მოკლე ვადაში მომზადებული მოცულობითი ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან არაფერი მოხვდა - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს,ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება. კმაყოფილია ოპოზიცია, რომელიც ამ მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლიდან მოითხოვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

13 მარტი 2026, 20:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: ექსპერტს დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

ირაკლი კობახიძე

13 მარტი 2026, 20:31

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე

დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბაჩო ოდიშარია

13 მარტი 2026, 20:26

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს დოკუმენტი ჩვეულებრივი მაკულატურაა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება - საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი

ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება, - ასე აფასებს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 20:18

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი: გაერო-ს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიური ფორუმის საქართველოში ჩატარება საჯარო სერვისების განვითარების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის კიდევ ერთი აღიარებაა“

ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეს, ზრუნავს მასზე და ქმნის შესაძლებლობებს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნაზე.

პაატა სალია

13 მარტი 2026, 20:16

რეგიონი

პაატა სალია: ჩვენი მიზანია, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე

ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისთვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი – დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებსა და მეტ ეკონომიკურ აქტივობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

თამარ ჩიბურდანიძე

13 მარტი 2026, 20:15

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ევროპა გვთხოვს, მარადიული ღირებულებები დავთმოთ დროებითი კავშირის გამო. ვერ ხვდებიან, რომ ამ პოლიტიკური შტურმით კვლავ ხელისუფლებას აძლიერებენ ხალხისგან

ევროკავშირთან ურთიერთობებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში ევროკავშირის მხარდაჭერას ამცირებს. ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში საპირისპირო ეფექტს იწვევს და ხელისუფლების მხარდაჭერას აძლიერებს.

13 მარტი 2026, 20:03

რეგიონი

იუსტიციის სახლი ხელვაჩაურში გაიხსნა

ხელვაჩაურში ახალი იუსტიციის სახლის გახსნას პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 20:03

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

13 მარტი 2026, 19:36

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 19:34

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, პუტინი ირანს შეიძლება ცოტათი ეხმარებოდეს - ჩვენც ვეხმარებით უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიიჩნევს, რუსეთი ირანს „ცოტათი“ ეხმარება, თუმცა ამის გასამართლებლად უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე მიუთითა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ანა ფოტიგა

13 მარტი 2026, 19:12

მსოფლიო

ანა ფოტიგამ, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, განაცხადა, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა

პოლონელმა პოლიტიკოსმა, ანა ფოტიგამ, რომელიც არაერთხელ ითხოვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას, განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 მარტი 2026, 19:10

მსოფლიო

ზელენსკი აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქებაზე: ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი მშვიდობას ხელს არ უწყობს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

13 მარტი 2026, 19:07

მსოფლიო

AXIOS: ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერს „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს დასცინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან ვირტუალური სამიტის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს დასცინა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

13 მარტი 2026, 19:07

რეგიონი

გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

დონალდ ტრამპი

13 მარტი 2026, 19:04

მსოფლიო

AXIOS: „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ტრამპს ირანში ომის დასრულებისკენ მოუწოდებენ

გამოცემა AXIOS-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ ვირტუალური სამიტი ირანის ომის მზარდი ეკონომიკური შედეგების გამო ქვეყნების ლიდერების სერიოზული შეშფოთების ფონზე გაიმართა.

პიტ ჰეგსეტი

13 მარტი 2026, 18:59

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, სავარაუდოდ დაჭრილი და დასახიჩრებულია.