სამინისტრო: პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება
განათლების სამინისტრო
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.
„რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. პირველიდან მე-6 კლასამდე შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება - ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება“, – ამბობს მურღულია.
მისივე განცხადებით, მაღალ კლასებში საპირისპირო ვითარებაა.
გუშინ იმავე თემას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოებში შინაარსობრივი ცვლილებები შევა და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილსაც შეეძლება.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 19:45
მსოფლიო
NBC News: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დახურულ ბრიფინგებზე კანონმდებლებს განუცხადეს, რომ აშშ-ის სამიზნე ირანში ის ტერიტორია იყო, სადაც დაწყებითი სკოლა მდებარეობს, - განუცხადა NBC News-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა.
06 მარტი 2026, 19:32
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანმა თურქ კოლეგასთან, იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა
საუბარი რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა რეგიონში არსებული ვითარება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები განიხილეს.
06 მარტი 2026, 19:23
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-სთვის ეკონომოკური ინტერესების სფეროდ აქცევს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ამერიკაში, ვაშინგტონში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „სუვერენული ერების ალიანსში“. ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრებს ესწრებოდნენ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
06 მარტი 2026, 19:19
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
ბათუმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.
06 მარტი 2026, 19:16
მსოფლიო
კრემლი: ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
06 მარტი 2026, 19:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რობერტ გერშნერთან შეხვედა გამართა.
06 მარტი 2026, 19:07
ეკონომიკა
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
06 მარტი 2026, 19:00
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთში ბანკის ინკასატორების დაკავების გამო სანქციებით იმუქრება
უკრაინა მიიღებს შესაბამის ზომებს, მათ შორის სანქციების დაწესებას, უნგრეთში უკრაინის მოქალაქეების დაკავების გამო, - იტყობინება Reuters-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებაზე დაყრდნობით.
06 მარტი 2026, 18:59
რეგიონი
დაბა ხულოში ჭადრაკში მუნიციპალურ დონეზე პირველობა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესების შესაბამისად და მოიცავდა 7 ტურს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის 135-მა სპორტსმენმა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.
06 მარტი 2026, 18:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან ერთად ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ ლესლი ბეარმან ლაჰმსა და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა.
06 მარტი 2026, 18:36
მსოფლიო
ჯენიკა ფაუნდსი: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება
ამერიკელმა მკვლევარმა, ჯენიკა ფაუნდსმა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენები იყო.
06 მარტი 2026, 18:26
საზოგადოება
ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლებს
ღონისძიების თემა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“ წარმოაჩენს არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნების, აღდგენისა და ხელახლა გააზრების პროცესს ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. თანამედროვე ეპოქაში ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საარქივო ფილმებს დიგიტალური ვერსია ახალ სიცოცხლეს სძენს და კინოეკრანებზე აბრუნებს.
06 მარტი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედებით არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. არ ერიდებიან ოდიოზური მიზეზების მოყვანასაც კი ოღონდ, მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ
შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედების შედეგად არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
06 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: ეს ომი ირანში, ჩემი და მთელი ესპანეთის აზრით, არის საშინელი შეცდომა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები და მათ „საშინელი შეცდომა“ უწოდა.
06 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე: პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ეს იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრაზე
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენ „მეგობარი აქტის“ მსგავს ინიციატივებზე ვსაუბრობდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა კითხვას აშშ-ში ვიზიტისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების შესახებ. კერძოდ, სამხარაძის თქმით, მათ სთხოვეს კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს.
06 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
06 მარტი 2026, 18:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა
ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
06 მარტი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი გაცხადებული პოზიცია და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების აღდგენისა სახეზეა
„რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, საქართველოსთან მისი დამოკიდებულება შეიცვალა. პირდაპირი წნეხი, რასაც ჩვენ განვიცდიდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად მოხსნილია. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს“.
06 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვუთხარით, რომ საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, რომ გთხოვენ „FARA“-ს და ოჯახური ღირებულებების კანონების უკან გაწვევას. ეს მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ღირებულებების თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან
ეს განცხადება სამიტზე არავის არ გაუკვირდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, აქ იყვნენ ის კონსერვატორული ძალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სწორედ მსგავსი ჩარევების მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობდით და ძალიან ბევრი იყო ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს ზეწოლაზე საუბრობდა. ამიტომ მათთვის სიახლე არ იყო და მათთვის არაფრის ახსნა არ გვიწევდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გარე ჩარევებს ეხებოდა.
06 მარტი 2026, 17:53
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე: იმედი გამოვთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება
იმედი გამოთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც წარსულში იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".


