03 მაისი 2025, 16:26 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: დღეს უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება სხვა მოგვევლინოს, ამ შემთხვევაში, ყველაზე საშინელი სანახავია ხალხი, რომელიც მათ ეტრფის და მათ სამსახურშია-აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, შეაფასა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო, რომლებიც ამჯერად, სავარაუდოდ, კონგრესმენ ჯო უილსონის თანაშემწეს, პოლ მასაროს ესაუბრნენ და საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს, რა დროსაც, მასარომ საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობა არ გამორიცხა.

კირცხალიას შეფასებით, ეს კიდევ ერთი თვითლუსტრაცია და იმის დადასტურებაა, რასაც მმართველი გუნდი წლების განმავლობაში საუბრობს. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე ამაზრზენი ადგილობრივი აგენტურის ქმედებაა, რომელიც უილსონის თუ ნებისმიერი ლობისტური ჯგუფის დავალებას უსიტყვოდ ასრულებს და რეალურად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.

„ეს არის კიდევ ერთი თვითლუსტრაციაა იმისა, რასაც ვამხელდით 2022 წლამდე და 2022 წლის შემდეგ მათი სახეების მხილებაც აღარ დაგვჭირდა. აქ ჯო უილსონის და მის მრჩეველზე, ან კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებზე კი არ არის საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ ჩარჩენილია აშშ-შ და იმ დიდი მანქანის მიერ იმართება და რომელიც უკვე გაორმაგებული ძალით იბრძვის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, ზოგადად რეგიონთან მიმართებით, აქ ყველაზე ამაზრზენი და გულისამრევია ის ხალხი, რომელიც ამათ ეტრფის და მათ სამსახურშია და სულ არ აინტერესებთ, სად წავა თავიანთი ქვეყანა, უბრალოდ, მიიღონ მათგან დავალება და ეს დავალება ყურმოჭრილად, ზედმეტი კითხვის გარეშე შეასრულონ. ეს არის ამაზრზენი სანახავი, თორემ, დღეს ჯო უილსონი იქნება, ხვალ შეიძლება შეცვალონ და სხვა სახელი და გვარი მოგვევლინოს, ევროკავშირში შეიძლება სხვა ლობისტური ჯგუფი მოგვევლინოს, რომელიც ამ დიდი მანქანის მხრიდან იმართება. ყველაზე საშინელი სანახავია ეს აგენტურული ქსელი, რომელიც მოღვაწეობს მათი დიდი მანქანის დავალებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, არამედ, ქვეყნის ოპოზიცია. მათი საქციელი და განცხადებები ჩემთვის გასაკვირი არ არის, ვინაიდან, ისინიც თავიანთი დამკვეთებიდან იღებენ დავალებას, თუ რა დავალებები, რა მესიჯბოქსები და სცენარები უნდა შეუკვეთონ ჩვენს ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნებში," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

27 ივნისი 2026, 17:23

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას

ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა ამ მიმართულებით ძალიან მაღალი კონტროლის ხარისხით, დღეს კიდევ უფრო ხვეწს და გარკვეულწილად ამკაცრებს თავის კანონმდებლობას, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

27 ივნისი 2026, 17:23

სპორტი

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება - უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია

რამდენიმე წუთში საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვება. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე უელსის ნაკრებია. „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცვლელი დატოვა.

27 ივნისი 2026, 17:07

რეგიონი

ძლიერი წვიმა და წყალმოვარდნები სენაკში

სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები.

ნარენდრა მოდი დონალდ ტრამპი

27 ივნისი 2026, 16:51

მსოფლიო

რუბიოს განცხადებით, ტრამპი მომდევნო წლის დასაწყისში ინდოეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალი წლის დასაწყისში ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

27 ივნისი 2026, 16:20

მსოფლიო

The Telegraph: გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას 2027 წლიდან განიხილავს

გერმანიაში 2027 წლიდან ყველა მამაკაცისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 16:07

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავთან დაკავშირებით თავის სოციალურ ქსელში პასპორტის ახალი დიზაინის ფოტო გამოაქვეყნა.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:51

სამართალი

გიორგი პატარიძე: თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა, მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:30

სამართალი

გიორგი პატარიძე ხოშტარიას მკურნალ ექიმზე: როდესაც ექიმი აფასებს ასე პაციენტის მდგომარეობას, რომ გააჩნია ისეთი ტკივილები, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო მისი გასინჯვა, მესმის, რომ შეიძლება, დაკავებული ბრძანდება, თუმცა ვფიქრობ, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა გადაედო ყველაფერი და მომხდარიყო ჩვენთან შეხვედრა

„ძალიან ვწუხვარ, რომ უკვე პრაქტიკულად მესამედ მიწევს უკვე კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ წინა ჯერზე, იმ სავალდებულო და მართლაც რომ ძალიან მარტივი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, მყისიერად მოხდა ელენე ხოშტარიასთან შესაბამისი დარგის სპეციალისტი ექიმის, ქალბატონი მაკა იოსელიანის დაშვება. ეს განხორციელდა, პრაქტიკულად, 15 წუთის განმავლობაში, როგორც ჩემს მიერ იყო წინასწარ აღნიშნული.

27 ივნისი 2026, 15:29

რეგიონი

რევაზ სოხაძე: სამინისტროს ახალი პროგრამა მომავალ თაობებზე ორიენტირებული ურბანული გარემოს შექმნას ემსახურება

ვიწყებთ ახალ პროგრამას – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”, რომლის მიზანია ჩვენს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში ისეთი ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ მომავალ თაობებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქალაქებისა და დაბებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ინფრასტრუქტურისა და ხარისხიანი ობიექტების მშენებლობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია რეკრეაციული სივრცეების შექმნა, რომლებიც მომავალზე იქნება გათვლილი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი დღეს სწორედ რუსთავიდან დაიწყო და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაგრძელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. შემდეგი ქალაქი საქართველოს ყველა დანარჩენი ქალაქი იქნება, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ რუსთავში გამწვანების ღონისძიების შემდეგ.

გიორგი პატარიძე

27 ივნისი 2026, 15:23

სამართალი

გიორგი პატარიძე: კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.

კაროლ ნავროცკი

27 ივნისი 2026, 15:19

მსოფლიო

პოლონეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ინტერნეტში კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად

პოლონეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს - პოლონური მედიის ცნობით, მას ინტერნეტში ქვეყნის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელება ედება ბრალად.

ცოტნე ანანიძე
ანზორ ჩუბინიძე

27 ივნისი 2026, 15:14

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია, გილოცავთ დაარსებიდან 32-ე წლისთავს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა: ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძემ და სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.

27 ივნისი 2026, 15:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

ბათუმში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 ივნისი 2026, 14:55

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს

პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. თანამედროვე მიდგომით, გზა, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული თუ სარეკრეაციო სივრცე სრულ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და ადამიანებს ჯანსაღ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრად გარემოს სთავაზობს.

27 ივნისი 2026, 14:51

მსოფლიო

თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 178 ადამიანი დააკავეს

თურქმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 178 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ალექსანდრ სტუბი

27 ივნისი 2026, 14:41

მსოფლიო

DW: ფინეთმა ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში ატომური ენერგიის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანასა და მის განთავსებაზე დაწესებული მრავალწლიანი აკრძალვა უქმდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.

27 ივნისი 2026, 14:28

თავდაცვა

მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ დასრულდა

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამმხრივი სწავლების - „კავკასიის არწივი 2026“ დასრულების ცერემონიალი გაიმართა.

დავით მათიკაშვილი

27 ივნისი 2026, 14:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შეერთებულ შტატებში „ფარა“-ს კანონმდებლობის გამკაცრებამ კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა იმ სრულიად მავნებლურ პოლიტიკას, რასაც რადიკალები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათი დამფინანსებლები აწარმოებდნენ საქართველოში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების დროს

აშშ-თვის, საფრანგეთისთვის, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის, კანადისთვის აუცილებელია გამჭვირვალობის კანონმდებლობის არსებობდა, ხოლო საქართველოში, თურმე ეს ყოფილა დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ლევან მოსეშვილი

27 ივნისი 2026, 14:12

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.

კიმ გონ ჰი

27 ივნისი 2026, 13:54

მსოფლიო

სამხრეთ კორეის სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პირველ ლედის კიმ გონ ჰის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსაჯა. ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცელებს.