imedi /  13 დეკემბერი 2017, 15:54 / სანდო წყარო

კალაძე: მერიას ახალი სტრუქტურა სამ თვეში ექნება

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერიაში არსებულ ბიუროკრატიულ სტრუქტურაზე კომენტარი გააკეთა. კალაძის თქმით, მერიაში სტრუქტურული რეფორმა გამოცხადდა და სამ თვეში მერიას ახალი სტრუქტურა ექნება. 

"ბიუროკრატიის კუთხით მერიაში პრობლემები იყო. ჩვენ გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რეორგანიზაცია. ყველაფერს თავის წესი და კანონი აქვს. სამი თვის თავზე მერიის სტრუქტურა იქნება განსხვავებული. რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ მიმართულია იმისკენ, რომ მერიასთან ურთიერთობა მარტივი, მერიის სტრუქტურები კი მოქნილი და ადამიანებსი კეთილდღეობასა და ქალაქის განვითარებაზე იყოს მორგებული", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ბიზნესასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი ჩართულები იქნებიან თბილისის განვითარებაში.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 20:39

სამართალი

პროკურატურამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

30 მარტი 2026, 20:37

პოლიტიკა

პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მარიამ ლაშხი

30 მარტი 2026, 20:36

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.

30 მარტი 2026, 20:34

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი”- 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეკონომიკის სამინისტრო იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ საგარეო შოკების მიუხედავად, ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები ძლიერი რჩება.

30 მარტი 2026, 20:31

ჯანდაცვა

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

ფასების რეგულირების დროებითი საპარლამენტო კომისია ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს. როგორ განისაზღვრება მედიკამენტების ღირებულება - ამ ჯაჭვის განხილვის პარალელურად, იმსჯელეს რეფერენტული ფასების პროგრამაზეც, რომელიც მესამე წელია მოქმედებს.

თემურ ალასანია

30 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემურ ალასანია ქართველებს ისევ შეურაცხყოფს. მიხეილ სააკაშვილის ბიძამ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რასაც წლების წინანდელ ჩანაწერში ამბობდა.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 20:24

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

30 მარტი 2026, 20:22

მსოფლიო

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

რეგიონული ხელისუფლებების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული CNN-ის სტატისტიკის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

30 მარტი 2026, 20:19

პოლიტიკა

მიზანმიმართული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - ვინ მართავს პროცესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ავტორიტეტებთან, ნდობასა და რწმენასთან. კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლებია ძალას იკრებს და ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, ხელისუფლების შეფასებით, მართული პროცესია.

ნინო წილოსანი

30 მარტი 2026, 20:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება

რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

30 მარტი 2026, 19:56

საზოგადოება

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციულად ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

30 მარტი 2026, 19:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

30 მარტი 2026, 19:32

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 მარტი 2026, 19:21

სამართალი

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მას წნევა დაურეგულირდა, გადაუღეს რენტგენიც, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება

პენიტენციურ სამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. მათივე განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევა დაურეგულირდა.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 19:14

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი: კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, წამლის წარმოების ხარისხის რეგულირების მიზნით, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, დაამკვიდრა GMP სტანდარტი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, განმტკიცდება საქართველოს როგორც მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაცია და ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 19:09

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

„სამწუხაროდ, კონკურენცია თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა, სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. სექტორს მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება და ამის დასტურია, კონკურენციის სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მოკვლევა, სადაც გამოვლინდა, საკმაოდ მწვავე პრობლემები, დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით და დამთავრებული არასწორი საფასო პოლიტიკით. ამ ყველაფერს პერმანენტული დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რათა მოხდეს პრევენცია კარტელური გარიგებებისა თუ პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხების“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

თინათინ რუხაძე

30 მარტი 2026, 19:00

კულტურა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა.

„მხატვრების ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; საგურამოსა და ყვარელში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში, ჯიხაიშში - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

30 მარტი 2026, 18:58

ეკონომიკა

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც წარმოებიდან სააფთიაქო ქსელამდე მედიკამენტების ფასნამატის ოდენობებს, ნაშთების მართვას, რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე მედიკამენტების ფასებს, მწარმოებლებს შორის არსებულ კონკურენციას, ჯენერიკებსა და ორიგინალ მედიკამენტებს შორის ფასების განსხვავებებს შეეხებოდა.

30 მარტი 2026, 18:56

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთთან ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში არსებულ აქტიურ პარტნიორობას და მხარს უჭერს უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას.

30 მარტი 2026, 18:52

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დააჯილდოვა.