imedi /  25 სექტემბერი 2025, 18:58 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდამიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოს ისტორიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. მისივე განცხადებით, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.

„მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია.

საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც, ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე, დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად, საქართველოში არსებული კულტურული გარემო, ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასის სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თანაარსებობა და მრავალფეროვნება, ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალედაა აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა. მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მისივე განცხადებით, საქართველო მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს.

მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.

„სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ან

ანიჭებს. საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ღიაა ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ითხოვს პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას.

„ჩვენი ამოცანაა, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

„საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებითა და პარამეტრებით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი, მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან.

„საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ყველა სიახლე

ჯონ რეტკლიფი

25 აგვისტო 2026, 23:48

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

25 აგვისტო 2026, 22:57

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დოლი პარტონი

25 აგვისტო 2026, 22:49

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.

მიხაილო ფედოროვი

25 აგვისტო 2026, 21:51

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით

უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.

დავით ქართველიშვილი

25 აგვისტო 2026, 21:44

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.

თორნიკე ფაღავა

25 აგვისტო 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში

თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.

25 აგვისტო 2026, 21:38

მსოფლიო

Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

რუმინეთს 770 მილიონ ევრომდე დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან რეფორმების განხორციელების ვადა იწურება - მათ შორის ისეთ სადავო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ლიბერალ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს თანამდებობა დაატოვებინოს. ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები აღნიშნული სახსრების დაბლოკვას ითხოვენ, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 21:17

საზოგადოება

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

8 წლის ქართველი ბიჭი, რომელსაც ნიუ-იორკის მერმა ოცნება აუსრულა. ადგილი, სადაც ბავშვებს თამაში და დროის გატარება შეეძლოთ თითქმის ორი წლის განმავლობაში დახურული იყო. ნიუ-იორკში მცხოვრებმა მაქსიმე კახიძემ მერს ვიდეომიმართვა გაუგზავნა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ პარკი გაიხსნა და მერმა ცერემონიაზე მაქსიმეც დაპატიჟა.

ოთარ ანგურიძე

25 აგვისტო 2026, 21:11

პოლიტიკა

ოთარ ანგურიძე „ფონდი ქართუს“ მიერ სესხების გამოსყიდვაზე: ის შედეგები, რაც ამ სოციალური კამპანიის შედეგად მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, სახეზეა და რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად დავინახავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას

ნებისმიერი კამპანია, რაც მიმართული იქნება ამ სესხების ჩამოწერასთან, ბუნებრივია, პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის მიმართ განხორციელებული ცრუ კამპანია, - განაცხადა ანალიტიკოსმა ოთარ ანგურიძემ „ფონდი ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას.

25 აგვისტო 2026, 20:53

საზოგადოება

რა ელის ნაგებობას, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სწავლობდა. სნოს ისტორიულ სკოლას სპეციალისტები ამოწმებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყაზბეგში მდებარე საუკუნოვან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები დამატებით ექსპერტიზას ატარებენ, რათა შენობის უსაფრთხოება და ისტორიული იერსახის დაცვა უზრუნველყონ.

25 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და დაზიანებული ხეების ჩანაცვლება - რა გამოიკვეთა სამუშაოს პროცესში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუსთაველის გამზირზე, სამუშაოს დროს, დაზიანებული ხეები აღმოაჩინეს. ერთის მოჭრაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მეორე შემთხვევას სწავლობენ.

25 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ათასობით ახალი სტუდენტი და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველი შედეგები - ეროვნული გამოცდების დასკვნითი შედეგები ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში ეროვნული საგამოცდო პროცესი დასრულდა. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა ახალი ნაკადი გადანაწილდა.

25 აგვისტო 2026, 20:42

მსოფლიო

Euronews: საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს

საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews-ი.

25 აგვისტო 2026, 20:40

სამართალი

ნარკოდანაშაულის ფაქტები და 26 დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო დღეების საპოლიციო ღონისძიება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტი რეჟიმით განაგრძობს. ბოლო რამდენიმე დღეში დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 15 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 33 კილოგრამამდე, ექვსი მილიონი ლარის ღირებულების ე.წ ჰაშიში.

25 აგვისტო 2026, 20:33

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. მუშაობის შედეგი კი სახეზეა. შემცირებულია სიძულვილის ენის გამოყენება. დღეს ქვეყნის მასშტაბით დამატებითი სასამართლო პროცესები გაიმართა.

25 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის მიერ ქვეყნის ინტერესების დაზიანება, რევოლუციური სცენარები და საერთაშორისო ასპარეზზე ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - ყველაფერი ოპოზიციის, ენჯეობისა და აქტივისტების მოქმედებების შესახებ.

25 აგვისტო 2026, 20:22

პოლიტიკა

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის განვითარებაზე ოპოზიციის დეზინფორმაციულ განცხადებებს მმართველ გუნდში პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიად აფასებენ. შეტევის სამიზნე ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება კიდევ ერთხელ გახდა.

25 აგვისტო 2026, 20:14

პოლიტიკა

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს.

ირაკლი კობახიძე

25 აგვისტო 2026, 19:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

25 აგვისტო 2026, 19:33

მსოფლიო

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ სამშაბათს განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოტავასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს.