BBC-ის ფილმამდე დიდ ბრიტანეთში ორ თვეში გამოქვეყნებული 2000-მდე ნეგატიური სტატია საქართველოზე, „კამიტის“ პირველი ხსენება, „კვლევის“ დროს ჩამოსული BBC-ის საგამოძიებო გუნდი - ე.წ. საგამოძიებო ფილმის დაგეგმვის დეტალები „იმედის კვირამ“ გაარკვია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„იმედის კვირამ“ გაარკვია, როგორ დაიგეგმა BBC-ის ე.წ. სკანდალური რეპორტაჟი, რომელმაც ქართულ აუდიტორიაზე ვერ იმუშავა.
საინტერესოა, რომ წელს სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოზე მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 2000-მდე ნეგატიური სტატია დაიწერა, მათი შინაარსი თბილისში მიმდინარე პროტესტს ეხებოდა. იქმნებოდა ზოგადი ფონი კულმინაციისთვის ანუ BBC-ის ე.წ. საგამოძიებო სიუჟეტისთვის.
მანამდე კი, ერთი წლით ადრე სიტყვა „კამიტი“ 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენებიდან - როდესაც ხელისუფლებას ვითარების განსამუხტად სპეცსაშუალებების გამოყენება მოუხდა, რამდენიმე საათში - 29 ნოემბერს რადიკალების მხარდამჭერი ემიგრანტის ნუგზარ სულაშვილის სტატუსში პირველად ჩნდება. თითქოს, მას „კამიტზე“ სისტემიდან წასული სპეცრაზმელი ესაუბრა.
პროცესში მალევე ჩაერთო, თავის დროზე CIA-ს უშუალო ჩართულობით შექმნილი რადიო თავისუფლება, რომელმაც ზედიზედ 4 სტატია მოამზადა მინიშნებით, რომ წყლის ჭავლში ქიმიკატები იყო გარეული.
2025 წლის 6 იანვარს კი გამოდის სტატია სახელწოდებით „დანაშაული მოსახლეობის წინაშე’’, სადაც ადამიანების მოწამვლის შესახებ საუბარი ექიმებმა დაიწყეს. ექიმებში იგულისხმება გიული ალასანიას მეგობარი, „ნაცმოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი, სააკაშვილის გასტროენტეროლოგი მანანა ჯებაშვილი და ამავე სამეგობროს კიდევ ერთი წევრი - პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი.
მანანა ჯებაშვილი და მამა-შვილი ჩახუნაშვილები „ნეოლაბში“ იწყებენ კვლევას, რომელიც ჩატარდა 9 იანვრიდან 1 მარტის პერიოდში. სწორედ ეს კვლევა წარმოადგენს BBC-ის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს ე.წ საგამოძიებო რეპორტაჟში.
„იმედის კვირასთან“ სატელეფონო საუბარში კონსტანტინე ჩახუნაშვილი არ პასუხობს კითხვას, ვინ დაუკვეთა კვლევა. „იმედის კვირის“ ინფორმაციით, კვლევაში გიული ალასანიას უნივერსიტეტი ჩაერთო, სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის ბიოეთიკის საბჭომ დაამტკიცა და აიღო პასუხისმგებლობა კვლევის ეთიკურობაზე. თუმცა, ალასანია „იმედის კვირასთან“ სატელეფონო საუბარში ამ კვლევას ვერ იხსენებს.
სწორედ კვლევის მომზადების პერიოდში, 16-დან 21 თებერვალის ჩათვლით საქართველოში ჩამოვიდნენ BBC-ის საგამოძიებო გუნდის ხელმძღვანელები - მაქს ჰადსონი და ოანა მეროსიკო. „იმედის კვირის“ წყაროს ინფორმაციით, ამ პერიოდში შედგა შეხვედრები BBC MEDIA ACTION -ის მიერ დაფინანსებულ ონლაინ მედიების და ქართული ოპოზიციური არხების წარმომადგენლებთან.
BBC-იმ ჩაწერა რესპოდენტები. ჩახუნაშვილების საოჯახო კვლევა ამ პერიოდში დასრულებული არ იყო, მაგრამ ქართველი რესპოდენტები რატომღაც მინიშნებებს აკეთებდნენ ქიმიურ მოწამვლაზე, რაც მეტად აჩენს ეჭვს, რომ პროცესი წინასწარ გაწერილი სცენარით მიდიოდა.
მოგვიანებით, პედიატრი ჩახუნაშვილების ე.წ. ტოქსიკოლოგიური კვლევა გადაიგზავნა სხვადასხვა დასავლურ სამეცნიერო გამომცემლობაში, მათ შორის, ამერიკულში, მაგრამ იმის გამო, რომ სამედიცინო სტატია იწყება და მთავრდება პოლიტიკური ლოზუნგებით, გამომცემების უმრავლესობამ ის არ გამოაქვეყნა.
საბოლოოდ აგვისტოში კვლევა გაიგზავნა ლონდონში დარეგისტრირებულ კომპანიაში. 11 ნოემბერს „საიენს დაირექთ .ქომმა“ ის შესამოწმებლად მიიღო, 13 ნოემბერს კი უჩვეულოდ სწრაფად დაადასტურა. ზუსტად ამ დღეს, 13 ნოემბერს, ქართულმა ოპოზიციურმა მედიებმა გაავრცელეს 6 ნოემბერს ეუთოში გამოსვლისას ბრიტანეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც მან საქართველო რუსეთთან და ბელორუსთან ერთად მოიხსენია.
ჩახუნაშვილების კვლევა ონლაინ ხელმისაწვდომი 17 ნოემბერს, რომელიც 25 ნოემბერს დაარედაქტირეს. „იმედის კვირამ“ ოფიციალური კითხვით მიმართა პორტალს, რომელმაც სხვა ავტორიტეტული გამოცემების მიერ დაბლოკილი კვლევა გამოაქვეყნა, რა გახდა მათი რეკორდულად ჩქარი დასტურის მიზეზი, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
სწორედ ამ ყველაფრის ფონზე, 1 დეკემბერს გამოქვეყნდა BBC-ის ფილმი, რაც უცნაურად ემთხვევა „კრედიტ სუისთან“ ლონდონის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას.
ფილმს სწრაფად გამოეხმაურნენ ისეთი პირები, როგორებიც დაზვერვის და უსაფრთხოების კომიტეტების ძველი თანამშრომელი ლორდ ფოულკესი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლის, თემურ ალასანიას მეგობარი, „მაგნიტსკის აქტის” ავტორი ბილ ბროუდერია.
ფაქტებზე დაყრდნობით აშკარაა, რომ BBC-ის ე.წ. გამოძიებას გამოძიებასთან საერთო არაფერი აქვს და ის წინასწარ დაწერილი სცენარით დადგმულ სპექტაკლს უფრო ჰგავს.
ფაქტია ისიც, რომ ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა სწორედ ამიტომ არ გამოიყენეს და არ გაითვალისწინეს „ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მათ შეკითხვებზე გადაგზავნილი ვრცელი პასუხები.
ყველა დეტალი სანდრო გამსახურდიას სპეციალურ რეპორტაჟში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
02 აპრილი 2026, 14:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 14:23
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
02 აპრილი 2026, 14:22
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
02 აპრილი 2026, 14:21
სამართალი
ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.


