28 დეკემბერი 2025, 12:55 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს, თუმცა, ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

არც უკრაინაში და არც მათ უცხოელ მხარდამჭერებში არ გამოჩნდა ძალაუფლებით აღჭურვილი არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ემოციების გარეშე, რეალურად და ობიექტურად შეაფასებდა ვითარებას და დროულად შეაჩერებდა უკრაინის დაშლის თვალხილულ ტენდენციებს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები ის უკრაინელი და უცხოელი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც არათუ ომი ვერ აარიდეს ქვეყანას, არამედ უსაფუძვლო განცხადებებით ხელი შეუწყეს უკრაინის დაშლის პროცესს. ამ ფონზე კი, კაკაბაძის განცხადებით, “ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი” კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების.

„უკრაინა: რეალობა, სურვილები და ილუზიები

ამ პოსტის სათაური მიკარნახა ინტერნეტსივრცეში გუშინ გამოქვეყნებულმა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის მამუკა მამულაშვილის ინტერვიუმ, რომელშიც კარგად ჩანს რეალობაც, სურვილებიც და ილუზიებიც.

ის ამბობს:

„2025 წელი უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა.

პარტნიორმა ქვეყნებმა თავიდანვე ვერ უზრუნველყვეს ისეთი შეიარაღების მიწოდება, რომელიც უკრაინას არა მხოლოდ აქტიური თავდაცვის, არამედ სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობას მისცემდა.

შეიარაღება მხოლოდ იმ მოცულობით მივიღეთ, რაც მტრის შეჩერებისთვის იყო საჭირო, ისიც არასრულფასოვნად და ნაწილობრივ.

შეერთებული შტატების პოლიტიკა, ფაქტობრივად, შეცვლილია… შესაბამისად, ამ ეტაპზე ზედმეტია იმის მოლოდინი, რომ ამერიკა უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

ევროპაც არ არის ისეთი აქტიური, როგორც ვითარება მოითხოვს.

ევროკავშირის ქვეყნებს ეშინიათ, რუსეთი მათ საზღვრებს არ მიუახლოვდეს.

სწორედ ამ ლოგიკით ეხმარებიან უკრაინას იმდენად, რომ საფრთხე შეაკავოს, მაგრამ არა იმდენად, რომ ომის მსვლელობა რადიკალურად შეიცვალოს.

ასე რომ, უკრაინელები, მათ შორის ქართველებიც, ძირითადად, საკუთარი მოტივაციისა და თავგანწირვის იმედად ვართ დარჩენილი (რეალობა!).

მდგომარეობა უკიდურესად რთულია, მაგრამ არა უიმედო. მთავარი მოლოდინი მაინც ევროპის ქვეყნების გააქტიურებას უკავშირდება.

სწორედ ევროპული პოლიტიკური ნების გამყარება შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელმაც მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს (სურვილი!).

მჯერა, ახალი წლისთვის შესაძლებელი იქნება მტრის გარკვეული ტერიტორიებიდან უკან დახევა და ნაწილობრივი დეოკუპაციაც (ილუზია!)”.

მამუკა მამულაშვილი და მისი თანამებრძოლები მეომრები არიან და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ სამხედრო საქმის პროფესიონალიზმისა და თავგანწირვის ხარისხით შეიძლება შეფასდნენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინაში ბრძოლებისთვის მათ არაერთი სახელმწიფო ჯილდო აქვთ მიღებული, აშკარაა, რომ ამ კუთხით მათი შეფასებაც და დაფასებაც უკრაინაში ძალიან მაღალ დონეზეა.

სულ სხვა პასუხისმგებლობა აქვთ პოლიტიკოსებს, რომლების სწორად გათვლები თუ შეცდომები განსაზღვრავენ კონკრეტული მოქალაქეების, საზოგადოების და მთელი ქვეყნის ბედს.

ამიტომ უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები ის უკრაინელი და უცხოელი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც არათუ მარცხისათვის განწირული ომი ვერ აარიდეს ქვეყანას, არამედ თავისი უსაფუძვლო განცხადებებით ხელი შეუწყეს უკრაინის დაშლის მტკივნეულ პროცესს.

ალბათ გახსოვთ, ომის პირველ წლებში აჟიტირებებული პოლიტიკოსების განცხადებები, რომლებიც საკუთარ ხალხს ჯერ იმას აჯერებდნენ, რომ უკრაინას 1991 წლის ფარგლებში აღადგენდნენ, შემდეგ - 2014 წლის ფარგლებში, მერე - 2022 წლამდე არსებულ საზღვრებში, ხოლო დღეს მხოლოდ იმისთვის იბრძვიან, რომ ქვეყანამ უკვე ოკუპირებული 20%-ზე მეტი ტერიტორია არ დაკარგოს.

აქ აღარ გავიმეორებთ იმ შედეგებზე დეტალურ საუბარს, რაც უკრაინამ ტერიტორიების დაკარგვის გარდა მიიღო “ნატო-ნატოს” ძახილით (მრავალი მილიონი დაღუპული, დაჭრილი, დეზერტირი, ქვეყნიდან გაქცეული, დანგრეული ეკონომიკა, დაქცეული ქვეყანა და ა. შ.).

ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ უბედურების სათავეებთან (“მაიდანთან” და “ღირსების რევოლუციასთან”) იდგნენ, დღესაც ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას და თავი პატრიოტებად და თავისუფლებისთვის მებრძოლებად მოაქვთ.
განსხვავებით სამხედროებისგან, პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა იზომება მათი პოლიტიკის შედეგებით.

სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი არ არის ტაშის და შექების დამსახურების მიზნით ბრბოს ხუნტრუცზე აყოლა, პოლიტიკოსი მაშინაა ბრძენი და ძლიერი, როდესაც შეუძლია ქვეყნის ინტერესების სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღოს მაშინაც კი, როცა ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს პოპულარული.

არც უკრაინაში და არც მათ უცხოელ მხარდამჭერებში არ გამოჩნდა ძალაუფლებით აღჭურვილი არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც ემოციების გარეშე, რეალურად და ობიექტურად შეაფასებდა ვითარებას და დროულად შეაჩერებდა უკრაინის დაშლის თვალხილულ ტენდენციებს.

ამ კუთხით რეალურ სიტუაციას ყველაზე ადექვატურად ისევ პრეზიდენტი ტრამპი აფასებს.

მას, რასაკვირველია, უპიველესად, აშშ-ს ინტერესები ამოძრავებს, მაგრამ ამავე დროს, ის ნათლად ხედავს, რომ უკრაინისთვის ყოველი დაკარგული დღე უფრო და უფრო აუარესებს მათთვის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს,

უკრაინელებს ყოველ კვირაში 5-7-8 დასახლებული პუნქტის დატოვება უწევთ და ევროპელი ლიდერების წაქეზებების და დაპირებების მიუხედავად (რომლებსაც ასევე პირველ რიგში საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ), უკრაინის მდგომარეობა სამხედრო, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დღითიდღე უფრო უარესდება.

ამას ემატება ქვეყნის შიგნით ატეხილი ფართომასშტაბიანი კორუფციული სკანდალი.

ბრიტანელი, გერმანელი და ფრანგი ლიდერებისგან დატრენინგებული და იმედმიცემული ზელენსკი დღეს აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპს ხვდება და ეცდება, რომ ის უკრაინისთვის სასარგებლო შეთანხმებაზე დაითანხმოს.

ესეც ილუზიების ნაწილია, რადგან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ტრამპმა განაცხადა, არავითარი ზელენსკის გეგმა არ არსებობს, სანამ მე არ დავთანხმდებიო.

ადრე მან არაერთხელ მიანიშნა, რომ ანგარიშს უწევს მეორე მხარეს (უფრო სწორედ, ანგარიშს უწევს რეალობას), აპირებს დაეთანხმოს უკრაინის მხრიდან უარს ნატოზე, ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და ა. შ.

ამ ფონზე ქართველი ტვინგაცხელებული პოლიტიკოსების, ექსპერტების თუ ანალიტიკოსების ნაწილი კვლავ ემხრობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერს და გიჟურ ამოჩემებებს, თუმცა, მათ ბრწყინვალედ იციან, რომ ამას აღსრულება არ უწერია და მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად და დასავლეთის საამებლად კონსტიტუციაში ჩაწერილ ამ ფრაზას ზიანის მეტი არაფრის მოტანა არ შეუძლია.

დღეს ამ მავნებლობის მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებელი არავინ ჩანს და რომც გამოჩნდეს, მისი პასუხისგება მკვდრებს გააცოცხლებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიხსნის თუ ეკონომიკას ააღორძინებს?

მართალია, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ეს “უწყინარი” ჩანაწერი დღეს თითქოს არაფერს გვიშლის და პირდაპირ არ ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რუსეთის და თვითონ ნატოს წამყვანი ქვეყნების პოზიციები ამ ორგანიზაციის გაფართოების შეჩერების აუცილებლობასთან დაკავშირებით (რაც აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში პირდაპირაც ჩაიწერა) უნდა მიანიშნებდეს ჩვენს ტვინგაცხელებულ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს თუ ანალიტიკოსებს, რომ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და 90-იანი წლების კატეგორიებით აზროვნება, მსჯელობა და პროგნოზირება უბრალოდ, ანაქრონიზმია.

დროა ყველამ რეალობას დაუქვემდებაროს საკუთარი სურვილები და ილუზიები", - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

კიტ კელოგი

02 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.

02 აპრილი 2026, 22:29

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.

პემ ბონდი

02 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

02 აპრილი 2026, 21:39

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

02 აპრილი 2026, 21:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

02 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს

ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ს სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

02 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან

მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.

ცოტნე კობერიძე

02 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

ანტონიუ გუტერეში

02 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

02 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.

02 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.

02 აპრილი 2026, 20:40

საზოგადოება

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

02 აპრილი 2026, 20:36

ეკონომიკა

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.

02 აპრილი 2026, 20:31

პოლიტიკა

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.

02 აპრილი 2026, 20:15

საზოგადოება

პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.

02 აპრილი 2026, 20:01

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა

საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

02 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

02 აპრილი 2026, 19:11

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა

გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 18:56

მსოფლიო

POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.