06 მარტი 2026, 14:18 / სანდო წყარო

ზვიად შალამბერიძე: როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება

ზვიად შალამბერიძე

ზვიად შალამბერიძე

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე არსებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ბრალდებებს აფასებს.

შალამბერიძე ვიდეომიმართვაში ფართოდ მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რომლებსაც შესაძლოა ეს საჯარო განცხადებები ქმნიდეს არა მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების, არამედ საქართველოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ნარატივების შექმნის კუთხით.

„ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ განცხადებების სერიას ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათთან დაკავშირებული კომენტატორების მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ირანის გარშემო მიმდინარე საერთაშორისო დაძაბულობას და ამ თემას იყენებს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია, უკიდურესი სიფრთხილით და დიპლომატიური სიზუსტით იმოქმედოს, მსგავსი განცხადებები განსაკუთრებულად მძიმე პასუხისმგებლობას მოითხოვს.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა აკეთებს ბრალდებებს, თითქოს,საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერს ერთ-ერთ მხარეს საერთაშორისო კონფლიქტში, თითქოს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ტერორისტული ან ექსტრემისტული ძალები ან თითქოს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას. ამგვარი განცხადებები ხშირად კეთდება მტკიცებულებების გარეშე და მათი გავრცელება პირდაპირ აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციასა და უსაფრთხოების გარემოზე. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ გარემოშია და იძულებულია, ფაქტობრივად, იუველირული სიზუსტით მართოს თავისი დიპლომატიური პოზიცია, რათა არ აღმოჩნდეს დიდი საერთაშორისო ძალების დაპირისპირების ეპიცენტრში, ასეთ დროს დაუდასტურებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები არ არის უბრალოდ შიდაპოლიტიკური პოლემიკა. ისინი ქმნის საერთაშორისო ნარატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, აძლიერებს გარე ზეწოლის შესაძლებლობას და ზრდის რისკს, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იმ კონფლიქტების ჩრდილში, რომლებთანაც საქართველოს არანაირი ინტერესი არ აქვს“, - ახადებს ზვიად შალამბერიძე.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი განცხადებები აღარ არის შიდაპოლიტიკური შეფასება და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მათზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.

„როდესაც პოლიტიკოსი ან საჯარო ფიგურა მტკიცებულებების გარეშე საუბრობს ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ქვეყანაში ან საერთაშორისო პარტნიორებს უგზავნის სიგნალს, თითქოს, საქართველოს სახელმწიფო დგას გეოპოლიტიკურ კონფლიქტში ერთ-ერთი მხარის გვერდით, ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. ასეთ ქმედებებს შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პოზიციაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, დაიცვან ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო რეპუტაცია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ყურადღებით შეაფასონ ასეთი განცხადებები და მათი შესაძლო შედეგები ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში.

როდესაც საჯარო სივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველ ბრალდებებს ან საერთაშორისო დონეზე ქმნის საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ნარატივებს, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, გააკეთოს შესაბამისი შეფასება და რეაგირება“, - აღნიშნავს შალამბერიძე.

ამასთან, მას მიაჩნია, რომ დღეს, როდესაც საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნებაა, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განსხვავებული აზრი და კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა, არსებობს მკაფიო ზღვარი პასუხისმგებელ პოლიტიკურ დისკუსიასა და ისეთ ქმედებებს შორის, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ გარე ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც სახელმწიფო იძულებულია, დიდი სიფრთხილით შეინარჩუნოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში მიმდინარე მძიმე პროცესების ფონზე, უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც აზიანებს ქვეყნის საგარეო პოზიციას, არ შეიძლება, დარჩეს ყურადღების გარეშე. დღეს საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, სახელმწიფო ინტერესების დაცვა და ქვეყნის დაცვა ნებისმიერი გარე დაპირისპირებებისგან. სწორედ ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიაზროს საკუთარი სიტყვების ფასი და პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე.

ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქმნის საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ან აძლიერებს საქართველოს ჩათრევის რისკს საერთაშორისო კონფლიქტში, აუცილებლად მიიღებს შესაბამის სამართლებრივ და სახელმწიფოებრივ შეფასებას“, - აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

ყველა სიახლე

ანდრია ჯაღმაიძე

30 აპრილი 2026, 00:21

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება

ველოდებით, რომ მეუფე შიოს სასარგებლოდ ხმათა რაოდენობა გაიზრდება, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, რადგან თავად საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრშია 90%-იანი სიზუსტით შეუძლია თქვას ვინ ვის მისცა ხმა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

30 აპრილი 2026, 00:13

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე ესაიას პიროვნება დიდ პატივისცემას იმსახურებს, თუმცა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია დებულებაში ცვლილებების შეტანა, ეს ეპისკოპოსების უმრავლესობის მხრიდან შეფასდა, როგორც ძალიან სახიფათო

დღევანდელ სინოდს [დებულებაში] არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - ვნახეთ მეუფე ესაიას წერილი. ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს?

ირაკლი კირცხალია

30 აპრილი 2026, 00:05

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე: რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ისინი ამაზე წავიდნენ

რაც მოვისმინეთ პარტია „საქართველოს“ მხრიდან ეს არის ყოვლად ამორალური. ეს ნიშნავს მანიპულირებას, სპეკულაციას ბავშვების ჯანმრთელობით და ამაზე ისინი წავიდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში დღევანდელი ინტერპელაციის პროცესის შეფასებისას.

ანდრია ჯაღმაიძე

30 აპრილი 2026, 00:04

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წმინდა სინოდზე: უმაღლესი სიკეთე, რისთვისაც ჩვენი მღვდელმთავრები იღვწოდნენ იყო ეკლესიის სიძლიერე და პატრიარქის დანატოვრის გაგრძელება

ჩვენ გვქონდა პერიოდი, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა ძალიან დიდ იმედს იძლევა ის, რაც მღვდელმთავრებმა გამოავლინეს ერთობის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის ბოლო სხდომაზე საუბრისას. მისივე თქმით, იყო ბევრი მოსამზადებელი საკითხი, რათა სინოდის სხდომა უმაღლეს დონეზე შემდგარიყო.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა. მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს

ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2026, 23:49

პოლიტიკა

კირცხალია VT Sakartvelo News-ზე: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებრძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს

ჰერჩინსკი, პოლონეთი ტყუილად არ ვახსენე. ავიღოთ მაგალითად, პოლონური საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვეშ მოქმედი ინტერნეტ ტელევიზია, სადაც ვინ არის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი? „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, წამყვანი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. „ეს იქნება დაფინანსების წყარო, ერთი რაღაც შუა რგოლისთვის პოლონეთის მხრიდან და ამავდროულად იმ სიბინძურისა და ზიზღის ფრქვევისთვის, რასაც არ ყოფნის აქაური ორი, პარტაქივის ტელევიზია. პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, ჩატარდა სინოდის სხდომა, იცით მთელი ქვეყნის დამოკიდებულება. ამ ახალ პლატფორმაზე ვიღაც ექსპერტი ჰყავდათ, უსამშობლო, უსახელო და უგვარო, რომელიც პირდაპირ თავს ესხმოდა იმ სინოდის სხდომას, რომელიც ახლა ჩატარდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რას ებძვიან, ებრძვიან პირველ რიგში ავტორიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2026, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, უბრალოდ, ის სრულიად განწირულია კრახისთვის და ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია

როდესაც აგენტურა, თავიანთ პატრონებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გიანონსებს აქციას, ეს უბრალოდ, სრულიად განწირულია კრახისთვის და ყველაფერი ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ. ეს არის მათი იდეა, დავალება და ამოცანა

მათ არჩეული აქვთ დესტრუქციული კურსი და მიზანია, რომ საქართველო პროქსი სახელმწიფოდ აქციონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. „მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისადმი მისწრაფებას. რაზე მეტყველებს ასეთი ხისტი დამოკიდებულება?“

ირაკლი კირცხალია

29 აპრილი 2026, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები

ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას. „დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინი

29 აპრილი 2026, 22:55

მსოფლიო

ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბარზე: ძალიან კარგი საუბარი გვქონდა - ვფიქრობ, გამოსავალს საკმაოდ სწრაფად ვიპოვით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ დეტალები გააჟღერა. მისი განმარტებით, დიალოგი უკრაინისა და ირანის საკითხებს შეეხო და საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.

29 აპრილი 2026, 22:24

რეგიონი

ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

29 აპრილი 2026, 22:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ეწეოდნენ პატრიარქის დისკრედიტაციის კამპანიას, საპატრიარქოს ლანძღავდნენ, ეს არის მათი სახე და სწორედ ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და უღმერთოებს

სე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადება.

გიორგი კალანდარიშვილი

29 აპრილი 2026, 21:57

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: გვესმის ბრალდებები არჩევნების შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც საერთაშორისო დონეზე ვერ მოვისმინეთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა რომელიმე ბრალდების არსებობას

ჩვენ დისკუსიისა და დებატების ფარგლებში, ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა რაიმე წუხილები, თუ კითხვის ნიშნები, - განუცხადა „ქრონიკას“ პარიზში, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლთა მონაწილეობით გამართულ დებატებში მონაწილეობდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 აპრილი 2026, 21:41

მსოფლიო

ზელენსკი: მივიღეთ გზავნილები პარტნიორებისგან, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული გამოწვევის გამო, შესაძლოა არ ღირდეს რუსეთის ზოგიერთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებისგან მიიღო გზავნილები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშების შეჩერების შესახებ, რაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებს უკავშირდება.

ვლადიმირ პუტინი

29 აპრილი 2026, 21:33

მსოფლიო

კრემლი: პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

29 აპრილი 2026, 21:26

პოლიტიკა

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნასთან დაკავშირებულ კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და უკვე ძალაშია

საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დონალდ ტრამპი

29 აპრილი 2026, 21:22

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა - მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უარყო ირანის წინადადება აშშ-ის ბლოკადის მოხსნისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.

29 აპრილი 2026, 21:15

პოლიტიკა

თბილისის მერია 1 მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფასო პროცედურა დედაქალაქში რეგისტრირებულ, 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით, თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს ჩაუტარდებათ, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს.

დიკსონ სრიუარტი

29 აპრილი 2026, 21:07

პოლიტიკა

ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წარმომადგენელი დიკსონ სრიუარტი: მე პირადად მჯერა, რომ თუ ოპოზიციაში ვარ, ძალიან აქტიურ ოპოზიციაში ვიქნები, მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ არჩევნებს სამართლიანად არ მივიჩნევ

მე პირადად მჯერა, რომ თუ ოპოზიციაში ვარ, ძალიან აქტიურ ოპოზიციაში ვიქნები, მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამ არჩევნებს სამართლიანად არ მივიჩნევ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წარმომადგენელმა, დიკსონ სრიუარტიმ.

29 აპრილი 2026, 21:01

მსოფლიო

Deutsche Welle: წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია

წინასწარი მონაცემებით, ირანის ომის გამო, აპრილში გერმანიაში ენერგომატარებლებზე ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რამაც გერმანიაში ინფლაციის საერთო მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.