მაკა ბოჭორიშვილი: რაც შეეხება 2030 წელს, მინდა ვისურვო, რომ ევროკავშირი გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის - ევროპის სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებსა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დაკავშირებადობის კონტექსტში ქვეყნის როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქ ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობებს და ძალიან ბევრი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პრაგმატულად სწორად შევძლოთ იმ შესაძლებლობების მიღება და განხორციელება, რაც სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციას უკავშირდება და ასევე სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დაკავშირებადობის საკითხზე საუბრისას პრობლემები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც ჩანს.
„ყველაზე მეტი არაპრაგმატულობა, საიდანაც ჩანს სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ევროპული მხრიდან. მაშინ, როდესაც, დღეს ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო და საქართველოს გავლით დაკავშირებადობა დანარჩენ სამყაროსთან, სწორედ ასეთ პირობებში, ევროკავშირის ბიუროკრატია ამ თემაზე საქართველოს არ ესაუბრება. ამის მიზეზი რა არის, ეს კიდევ შორს წაგვიყვანს, მაგრამ როდესაც პრაგმატულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რამდენად არის დღეს ევროპული ბიუროკრატია მზად იმისთვის, რომ რეალურად გაიხედოს წინ. თუნდაც, არ იყოს უფრო მეტად დამოკიდებული სხვა ძალებზე, ვიდრე დღეს არის. ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელია დღეს ევროპა და რამდენად შეუძლია, თავად მართოს თავისი საქმეები“, - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
„ჩვენ რასაც ვიცავთ, ეს არის ძალიან ცხადი, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. როდესაც ვსაუბრობთ მიზეზებზე, ეს მიზეზები სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება. ძალიან კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო დამოკიდებულების ცვლილება საქართველოს მიმართ და როგორ შეიქმნა ის მითები საქართველოს შესახებ. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ მივიდეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებამდე. ესეც ილუზია არ ყოფილა და საკმაოდ რაელური იყო ის საფრთხეები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა, როდესაც საუბარი იყო, თუნდაც მეორე ფრონტსა და საქართველოს ომში ჩართვაზე.
თუ ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოებას არ დავიცავდით, იმ რისკის და იმ დარტყმის ფასად, რაც აიღო საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე, დღეს არანაირ ევროინტეგრაციაზე საუბარი არ იქნებოდა. სჯობს, ვიდაოთ ევროინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციის სიჩქარეზე, ვიდრე სხვა პრობლემები გვქონდეს დღეს გადასაჭრელი, საერთოდ თუ შევძლებდით ამის გაკეთებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე. „რაც შეეხება 2030 წელს მინდა ვისურვო, რომ 2030 წელს ევროკავშირი იქნება იმ მდგომარეობაში, რომ გააღებს კარს ახალი წევრი ქვეყნებისთვის და შეძლებს გაფართოებას, იმიტომ რომ მე მართლაც მიმაჩნია გულწრფელად, რომ ევროპის ერთადერთი სიძლიერე სწორედ გაფართოებაშია, იმაში, რომ ყველა ევროპული ცივილიზაციის სახელმწიფო ერთი ქუდის ქვეშ მოექცეს, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს პრაგმატულ და რეალურ პოლიტიკაზე დაფუძნებით. სხვანაირად ეს ალბათ წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნება“, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყველა სიახლე
02 მაისი 2026, 18:21
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში. ამ მოვლენებმა გადააფსიხა „დიფ სთეითი“
პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
02 მაისი 2026, 18:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება
ის, რომ ვერ დაინახო, თვალებზე ხელი აიფარო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენო თავი, რასაც სამწუხაროდ, ჰქონდა ადგილი საქართველოსთან მიმართებით ევროჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია, ეს მოცემულობა დღითიდღე ნიველირდება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ერევანში გასამართ სამიტზე საუბრისას.
02 მაისი 2026, 18:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 ფორუმზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო შუა დერეფანში არის მთავარი როლის შემსრულებელი და ფორუმზე ამ საკითხზეც იქნება მსჯელობა
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 ფორუმზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, ფორუმი ერევანში იმართება და ბუნებრივია, საქართველო იქ წარმოდგენილი იქნება.
02 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ. არ აქვთ მათ არანაირი ერთობა და ვერც ექნებათ
მომდევნო ფანჩატური, რომელიც შეაკოწიწეს, თავზე ენგრევათ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა რადიკალებთან დაკავშირებით.
02 მაისი 2026, 17:56
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე ფასების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე: პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემას ეხება დღევანდელი დებატები, არგუმენტებით და ხალხისთვის სიმართლის მიწოდებით
პრემიერის მორიგი პოლიტიკური მასტერკლასი გველოდება! - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, დღეს საღამოს „იმედზე“ დაგეგმილ დებატებს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და ასევე მათი ოპონენტები - გიორგი ხაბაშვილი, მარიამ იაკობიძე, ლაშა რიჟამაძე და რამაზ გერლიანი.
02 მაისი 2026, 17:47
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საპატრიარქოს საქმეში. წმინდა სინოდი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება საუკეთესო
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეკლესიაზე რადიკალების თავდასხმას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, რადიკალები ცდილობენ უცხოეთიდან დაფინანსებული ინიციატივები და სურვილები საქართველოში განხორციელდეს.
02 მაისი 2026, 17:46
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი
დაზიანების ვინ უფრო დიდ რესურსს ფლობს და რომელს უკეთესად შეუძლია, საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაცია მოახდინოს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ამაზეა კამათი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე საუბრისას.
02 მაისი 2026, 17:42
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე - საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი - დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა.
02 მაისი 2026, 17:31
სპორტი
სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას თორმეტი ახალი ნავი გადასცა
თბილისის ზღვის კლუბში ნავების გადაცემას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გოცაძე, თბილისის, ფოთისა და ბათუმის საიალქნო კლუბის აღსაზრდელები და აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
02 მაისი 2026, 17:26
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული
სინოდის ყველა წევრი მიისწრაფვის იმისკენ, რომ პატრიარქის ძალიან დიდი შრომა, რაც გულისხმობს მათ შორის ერთობასაც, იყოს შენარჩუნებული, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
02 მაისი 2026, 17:20
სამართალი
საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს
ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე, საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ დოლიძე გამოკითხეს.
02 მაისი 2026, 17:14
ეკონომიკა
„დეილი გრუპი“: ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
„საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით და მომხმარებელთა ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ჰოლდინგი იწყებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას“.
02 მაისი 2026, 17:12
მსოფლიო
ტრამპი ნატოს: თქვენ გათავისუფლებული ხართ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს დაკავებული პოზიციის გამო ნატო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
02 მაისი 2026, 17:11
ეკონომიკა
„გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს, - წერს სოციალურ ქსელში „გუდვილი“.
02 მაისი 2026, 16:57
მსოფლიო
ტრამპი ირანული გემების დაკავებაზე: დავაკავეთ გემი, დავაკავეთ ტვირთი, ნავთობი, ეს ძალიან მომგებიანი ბიზნესია - ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც მეკობრეები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები ირანული პორტების ბლოკადის დროს ისლამური რესპუბლიკის კუთვნილი გემების დაკავებისას „მეკობრეებივით“ იქცეოდნენ.
02 მაისი 2026, 16:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - პოლიციის პოლკოვნიკი ბაადურ შენგელია წარუდგინა.
02 მაისი 2026, 16:38
მსოფლიო
დონალდ ტუსკი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის უდიდეს საფრთხეს არა გარე მტრები, არამედ ჩვენი ალიანსის დაშლა წარმოადგენს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აკრიტიკებს აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ.
02 მაისი 2026, 16:36
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება
„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება“.
02 მაისი 2026, 16:27
საზოგადოება
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
02 მაისი 2026, 16:19
მსოფლიო
ნატოს პრესსპიკერი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე გერმანიიდან 5 ათასი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ: აღნიშნული ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში
ნატოს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გერმანიაში განლაგებული 5 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ქმედება ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ევროპამ თავად უნდა გააგრძელოს მეტი ინვესტირება თავდაცვაში და საერთო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.


