დავით ქართველიშვილი: თბილისმა ფაქტობრივად, ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად
დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
და მაინც, რატომ გვებრძვის ასეთი გაშმაგებით "ეფშტეინის ცივილიზაცია", "მოსკოველი მექანიზატორების" მეშვეობით. ერთ-ერთ "ცივილიზაციურ" მაჩვენებელში, ევროპამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თვალსაჩინო იდეოლოგიური ტრაექტორია გაიარა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, საქართველომ მიღებული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით ფაქტობრივად, ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად.
„და მაინც, რატომ გვებრძვის ასეთი გაშმაგებით "ეფშტეინის ცივილიზაცია", "მოსკოველი მექანიზატორების" მეშვეობით. ერთ-ერთ "ცივილიზაციურ" მაჩვენებელში, ევროპამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში თვალსაჩინო იდეოლოგიური ტრაექტორია გაიარა. თუ "ეფშტეინის ფასეულობების" მიმართ, 2019–2020 წლებში საკანონმდებლო სურათი შედარებით ერთგვაროვანი იყო, 2024–2026 წლებში ის მკვეთრად შეიცვალა. ისეთი ქვეყნების შემთხვევაშიც კი, როგორიცაა უნგრეთი ან სლოვაკეთი, ქალისა და კაცის განმარტების ნაწილში, კონსტიტუციური კონსერვატიული ნორმები კი არსებობდა, თუმცა არ არსებობდა სრულფასოვანი საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც არეგულირებდა საგანმანათლებლო, კულტურულ და საჯარო სივრცეს.
ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მსგავსი მდგომარეობა იყო საქართველოშიც: ფორმალურად ტრადიციული საოჯახო სამართალი უკვე არსებობდა, თუმცა ლგბტ დღის წესრიგის პირდაპირი შეზღუდვის საკანონმდებლო სისტემა ფაქტობრივად არ იყო. გარდატეხა 2020-იანი წლების პირველ ნახევარში მოხდა, როდესაც 2021 წელს უნგრეთმა მიიღო კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტ თემატიკის დემონსტრირებას ზღუდავდა, მოგვიანებით ამას დამატებითი ზომები და კონსტიტუციური ცვლილებები მოჰყვა. შემდეგ ამ ხაზს შეუერთდა სლოვაკეთიც, რომელმაც კონსტიტუციურად გაამყარა ორი ბიოლოგიური სქესის ფორმულა, და ბულგარეთი, სადაც სკოლებში გენდერული თემატიკის პოპულარიზაციის აკრძალვა ამოქმედდა.
თუმცა სწორედ 2024 წელს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი გახდა ამ სფეროს მარეგულირებელი ყველაზე სისტემური და კომპლექსური: შეზღუდვები შეეხო ერთდროულად რამდენიმე საკითხს - საჯარო ღონისძიებებს, საგანმანათლებლო პროგრამებსა და იურიდიული "გენდერული განსაზღვრის" პროცედურებს. შედეგად, თბილისმა ფაქტობრივად ჩამოაყალიბა რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი მოდელი ევროპულ სივრცეში ავტორიტარული სისტემების გარეთ და იქცა კონსერვატიული საკანონმდებლო პოლიტიკის ერთგვარ ფლაგმანად.
ამის შემდეგ ევროპაში ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი კონფიგურაცია გამოიკვეთა. ქვეყნები, რომლებმაც უკვე მიიღეს ან გაამკაცრეს მსგავსი შეზღუდვები (უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი) ფაქტობრივად ჩამოაყალიბეს ცენტრალურ-ევროპული ბლოკი, რომელსაც ნაწილობრივ უახლოვდება პოლიტიკური პროცესები იტალიაშიც. ეს იდეოლოგიური სარტყელი დუნაიდან შავი ზღვისკენ და შემდეგ კავკასიისკენ იჭიმება. ამ ფონზე საქართველოს მაგალითი ხშირად იხსენიება დისკუსიებში „სუვერენული კულტურული პოლიტიკის“ შესახებ, სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ცდილობენ გარკვეული დისტანცირების დაცვას ევროკომისიების მიერ განსაზღვრული ნორმატიული ხაზისგან და ევროკავშირის ლიბერალური ბირთვისგან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს სია შესაძლოა გაფართოვდეს.
უკვე დღეს მსგავსი ინიციატივები განიხილება რუმინეთიში, სლოვენიაში და ლატვიაშიც კი, სადაც საპარლამენტო ძალები სკოლებში გენდერული პოლიტიკის, არასრულწლოვანთა სამედიცინო პროცედურებისა და საგანმანათლებლო პროგრამების რეგულირების გამკაცრებას სთავაზობენ. თუ ამ პროექტების ნაწილი მაინც განხორციელდება, ევროპაში შეიძლება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ახალი კონსერვატიული საკანონმდებლო სარტყელი - ბალტიისპირეთიდან ცენტრალური ევროპის გავლით შავი ზღვის რეგიონამდე, სადაც საქართველო აღნიშნული სფეროს საკანონმდებლო რეგულაციებში უპირობო ლიდერი და ლიბერალ-გლობალისტებისთვის დამღუპველი მაგალითის მიმცემია. სწორედ ამიტომ ებრძვიან,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
CNN: ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა
ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი მოლაპარაკების პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 მაისი 2026, 18:17
ეკონომიკა
თელავის, ჭიათურის, გარდაბნის და თბილისის სკოლების პროექტირება-რებილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერები ითვალისწინებს 350 მოსწავლეზე გათვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის, ჭიათურის №2 750 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 1000 მოსწავლეზე გათვლილი თბილისის №64 სკოლის რეაბილიტაციას, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
01 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშანი იყო ის, რომ ისინი დღენიადაგ ახორციელებდნენ ყოვლად ამორალურ თავდასხმებს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი
როდესაც რაღაც რუსულზე ლაპარაკობენ, თუ ვინმე წარმოადგენს და იყო რუსული პროექტისა და რუსული საქმის განსახიერება, ეს არის თავად სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტებზე საუბრისას.
01 მაისი 2026, 18:06
საზოგადოება
გია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით
რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.
01 მაისი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.
01 მაისი 2026, 17:53
მსოფლიო
Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა
რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა და მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა
შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
01 მაისი 2026, 17:50
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული
გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
01 მაისი 2026, 17:46
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი
ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და პროდუქტი კვლავ ძვირია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.
01 მაისი 2026, 17:32
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს
„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს.
01 მაისი 2026, 17:30
მსოფლიო
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 17:27
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
01 მაისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში
დაპირისპირება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ბუნებრივია, ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში”, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
01 მაისი 2026, 17:24
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ,,ERASMUS+“ პროექტის ფარგლებში ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარაშვილმა, ,,ERASMUS+“ ახალი პროექტის - „სწავლის პერსონალიზაცია“ (UP-UL) - ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 17:22
საზოგადოება
გლდანისხევის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.
01 მაისი 2026, 17:14
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი მოადგილეები: გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე მიიღო.
01 მაისი 2026, 17:12
მსოფლიო
ისრაელი ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა გვირაბებს ბომბავს
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა გვირაბები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.
01 მაისი 2026, 16:59
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
01 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
01 მაისი 2026, 16:24
კულტურა
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.


