15 მარტი 2026, 21:47 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საქართველო აკეთებს კეთილსინდისიერად თავის საქმეს, ძალიან რთული იყო, რომ ყულევის პორტი იქცა ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვიზიტები აშშ-დან დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირის წარმომადგენლის ვიზიტები თბილისში. მაშინ, როდესაც ყველამ ძალიან დეტალურად შეისწავლა, თუ რას აკეთებდა საქართველო იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ყულევის პორტის ამოღებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები ახერხებენ სანქციების რეჟიმის დაცვას, კეთილსინდისიერად თავის საქმეს აკეთებს, მძიმე იყო, რომ ყულევის პორტი იქცა ერთ-ერთ დასასანქცირებელ ობიექტად.

ბოჭორიშვილმა ასევ ისაუბრა გერმანიის ელჩის მიერ ყულევის პორტზე გაკეთებულ კომენტარზე.

„საინტერესო იყო თავად დრო, როდესაც მსგავსი განცხადებები გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში. მაშინ, როდესაც მიდიოდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პორტი ამოეღოთ სანქციათა პაკეტიდან და ჩვენ უკვე ინდიკაციაც კი გვქონდა, რომ ეს ასე იქნებოდა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ყულევის პორტისთვის უსამართლო სანქციათა პაკეტის არიდებასთან დაკავშირებით.

„იყო სირთულეები იმასთან დაკავშირებით, რომ გარანტირებულად მომხდარიყო ყულევის პორტის სანქციების პაკეტში უსამართლოდ მოხვედრის თავიდან აცილება. რაც მოვახერხეთ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან უსამართლობა ბევრი ვნახეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ იქნებოდა ერთადერთი უსამართლობა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება სანქციების პაკეტს, როდესაც საქმე ეხება ქართულ პორტს, რომელიც სრულიად უდანაშაულოდ უნდა მოხვედრილიყო ამ სიაში, ეს აბსოლუტურად მიუღებელი იყო ჩვენთვის“, - განამარტა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა დევიდ ო'სალივანის წერილზე და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„როგორც წესი, ევროკავშირის მხრიდან მუდმივად არის აღიარება და დადასტურება იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველო გასცემს და ამ დრომდე ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ვერ შევასრულეთ, ან რამე ისე არ გავაკეთეთ, როგორც დავპირდით ევროპულ მხარეს. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, რაც ხდება იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი და ინტერესები დააზიანონ“, - დასძინა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ოპოზიციურ მედიაზე და მათ მიერ გავრცელებულ ნარატივზეც გააკეთა განმარტება.

„როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ, როგორი კოორდინირებულია ეს და როგორ მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ ამ ინტერესში გარკვეული აქტორები, მათ შორის, შეიძლება გარკვეული თანამდებობის პირებიც; საქართველოს შემთხვევაში, როგორც ოპოზიციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე სამწუხაროდ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აქტიურად ტირაჟირებენ ტყუილს და ისეთ ინფორმაციას, რომელიც დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ყველა სიახლე

30 აპრილი 2026, 12:20

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.

30 აპრილი 2026, 12:13

ეკონომიკა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა

2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

30 აპრილი 2026, 12:09

მსოფლიო

POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ, ხოლო ჩინოვნიკები მოქალაქეებს სამსახურში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ევროპის ძალისხმევა ირანთან ომით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოულოდნელ პრობლემას აწყდება: არავინ იცის, თუ რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი კონტინენტზე.

დავით ქართველიშვილი

30 აპრილი 2026, 12:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.

გურამ მაჭარაშვილი

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს

იმისთვის, რომ ამა თუ იმ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო და ჩვენი რეგიონი არაერთი რთული გამოწვევის წინაშე დგას, ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მშვიდობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, მშვიდობა ქვეყნის გაერთიანებისა და განვითარების საფუძველია

ჩვენ გვაქვს უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გენერალური შტაბი, რეგიონული სარდლობები და სპეციალური დანაყოფები. ჩვენს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს - სამხედრო განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდას კი მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

30 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ცესკოს ხელმძღვანელობა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მონაწილეობდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 11:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი

მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილი

30 აპრილი 2026, 11:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა ბრძოლის წინა ხაზზე - არა მხოლოდ საკუთარი მიწისა და რწმენის დასაცავად, არამედ ღირსების, იდენტობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავს ქვეყნის თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

30 აპრილი 2026, 11:39

საზოგადოება

პრემიერი: 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა

პრემიერი - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს, მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული სულისკვეთებისა და სახელმწიფოებრივი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 35 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. „ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად. შექმნის დღიდან, თავდაცვის ძალები ყველა ბრძოლაში ღირსეულად იცავდა სამშობლოს თავისუფლებას. ამასთანავე, ქართველი სამხედროები, პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში თავდადებით იბრძოდნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. თქვენი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით, უმაღლესი საერთაშორისო აღიარება და ჩვენი პარტნიორების უდიდესი ნდობა მოიპოვეთ. დღეს ჩვენ გულის ტკივილითა და უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე, ვინც საქართველოს ერთიანობისა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის ისტორიის განუყოფელი და მარადიული ნაწილია,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ზვიად ავალიანი

30 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

ზვიად ავალიანი: არ მესმის რა განსხვავებაა მაია სანდუსა და პუტინის ფილოსოფიას შორის - სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა იგივე რუმინეთია და მას უნდა შეუერთდეს და განა რუსები რამეს სხვას ამბობენ უკრაინასთან მიმართებით?

თუ რუმინეთისა და მოლდოვას გათიშვა უნდა შეფასდეს, როგორც „გეოპოლიტიკური პროცესი, რომელმაც ერთი ხალხი ორად გახლიჩა", მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე ვთქვათ რუსეთსა და უკრაინაზე? - წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი სოციალურ ქსელში.

30 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

ზესტაფონში სკოლის მოსწავლეებთან ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა.

30 აპრილი 2026, 11:22

თავდაცვა

მიხეილ ყაველაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მათი სახელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში, როგორც თავგანწირვის, უდრეკობისა და სამშობლოსადმი უანგარო სიყვარულის მაგალითი

დღეს სწორედ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ყოველ წამს მზადაა დაიცვას სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოება. თქვენი ერთგულება და სიმტკიცე ქართველი ხალხისგან გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

გია აბაშიძე

30 აპრილი 2026, 11:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ​​ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მიხეილ ყაველაშვილი

30 აპრილი 2026, 11:19

თავდაცვა

პრეზიდენტი: თავდაცვის ძალების დღე განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას

30 აპრილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დღე, ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული თარიღია. ეს არის დღე, როდესაც უდიდესი პატივითა და მადლიერებით მივმართავთ იმ პატრიოტებს, რომლებიც ყოველდღიურად ღირსეულად მსახურობენ და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვსევოლოდ ჩენცოვი

30 აპრილი 2026, 11:11

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირი უკრაინისთვის “შეღავათების“ გაცემას აპირებს, რადგან იმედები სწრაფ გაწევრიანებაზე იწურება

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მას შემდეგ, რაც კიევს სწრაფ და სრულუფლებიან გაწევრიანებაზე უარი უთხრეს, უკრაინისთვის მოკლევადიან შეღავათებს ამზადებენ, რათა ის ბლოკს დაუახლოვდეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ჯიტუ მუნდა

30 აპრილი 2026, 11:05

ტაბლოიდი

ინდოელმა გარდაცვლილი დის ჩონჩხი ბანკში მიიტანა, რათა მისი კუთვნილი თანხა მიეღო

59 წლის ჯიტუ მუნდამ, დის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ, მისი ანგარიშიდან 19 300 რუპიის (დაახლოებით 630 ლარი) გატანა სცადა. ქალმა ეს თანხა საქონლის გაყიდვით დააგროვა. მას პირდაპირი მემკვიდრეები არ ჰყავდა - ძმა მისი ერთადერთი ცოცხალი ნათესავი იყო. მუნდამ ბანკის განყოფილებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა თანამშრომლები გარდაცვალების დამადასტურებელ საბუთს ან ანგარიშის მფლობელის პირად გამოცხადებას სთხოვდნენ.

ნინო ლაცაბიძე

30 აპრილი 2026, 11:05

რეგიონი

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს

რუსთავის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის რეფორმას აგრძელებს. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაცვის პაკეტს მერია დაუფინანსებს.

30 აპრილი 2026, 10:59

თავდაცვა

ვაზიანში თავდაცვის ძალების დაარსების დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება

საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა. ვაზიანში, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე, ეს დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება.

30 აპრილი 2026, 10:55

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სგპ „სარფსა“ და „ბათუმის პორტში“ საბრძოლო ვაზნებისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ბათუმის პორტი“ მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 149 ცალი საბრძოლო ვაზნისა და 2 ცალი ასაფეთქებელი ხელყუმბარის შემოტანის ორი ფაქტი აღიკვეთა.