დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება
დავით ჩიხელიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი „პირველი ლედის“ ნაცვლად „პირველი დედის“ ამბობს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა.
„ოპოზიციის პროპაგანდისტული მანქანა სრული სიმძლავრით არის ჩართული და ცდილობს, მაქსიმალურად დააკნინოს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ისე კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულნი.
თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში ფეიკის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება მართლაც სწრაფია, მაგრამ ასევე გამარტივებულია მისი გადამოწმებაც და ამოცნობაც. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მიერ წარმოებული ბინძური კამპანიები, საზოგადოებისთვის მალევე ხდება საცნაური. ადამიანები ადვილად ამჩნევენ, როდესაც კონკრეტული განცხადება ან ფაქტი მიზანმიმართულად არის დამახინჯებული პოლიტიკური მიზნებისთვის.
ამ შემთხვევაშიც სწორედ ფეიკის გავრცელების მცდელობის წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტის შესახებ კვლავ შეიქმნა და გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. ფაქტია, რომ ქვეყნის მტრებად ქცეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ოპოზიცია უწოდეს, ვერ აიტანეს ყველა ის ნაბიჯი და ქმედება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაიდგა. ამიტომაც ისინი მუდმივად ცდილობენ, პრეზიდენტის ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი უარყოფითად წარმოაჩინონ.
დღეს ოპოზიცია იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ ხშირად ფაქტების დანახვაც აღარ სურს. აქვთ თვალები, მაგრამ ვერ ხედავენ; აქვთ ყურები, მაგრამ არ ესმით, უფრო სწორად, ყველაფერს ისე ხედავენ და ისმენენ, როგორც მათ პოლიტიკურ ინტერესებს აწყობს. მაგალითად, მაშინ როდესაც ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის შესახებ საუბარია, ისინი ამას სრულიად სხვაგვარად, ბომბების წვიმის ქვეშ ხედავენ.
ოპოზიციამ სცადა, პრეზიდენტის ღირსეული და პასუხისმგებლობიანი სიტყვა სრულიად სხვა მნიშვნელობით დაენახათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის შეტევის სამიზნე ხდება და მისი განცხადებების მიზანმიმართული, არასწორი ინტერპრეტირება ხდება. ოპოზიციისთვის მსგავსი პრაქტიკა უკვე წლებია პოლიტიკურ ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, როცა რეალური არგუმენტები აღარ არსებობს, იწყება სიტყვების დამახინჯება და ხელოვნური სკანდალების შექმნა“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 17:30
მსოფლიო
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა
გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 17:27
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
01 მაისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში
დაპირისპირება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ბუნებრივია, ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში”, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
01 მაისი 2026, 17:24
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ,,ERASMUS+“ პროექტის ფარგლებში ბარსელონაში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბეგლარაშვილმა, ,,ERASMUS+“ ახალი პროექტის - „სწავლის პერსონალიზაცია“ (UP-UL) - ფარგლებში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 17:22
საზოგადოება
გლდანისხევის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.
01 მაისი 2026, 17:14
საზოგადოება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი მოადგილეები: გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე მიიღო.
01 მაისი 2026, 17:12
მსოფლიო
ისრაელი ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა გვირაბებს ბომბავს
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა გვირაბები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) ავრცელებს.
01 მაისი 2026, 16:59
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ბოლო წლების მონაცემები აჩვენებს, რომ აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, იზრდება როგორც დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა, ასევე დაზღვეული ფართობები და მოსავლის ღირებულება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
01 მაისი 2026, 16:49
რეგიონი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
01 მაისი 2026, 16:24
კულტურა
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
01 მაისი 2026, 15:50
მსოფლიო
ევროკავშირმა სერბეთს „მართლმსაჯულების უკუსვლის“ მიზეზით ფულის გამოყოფა შეუჩერა
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირმა სერბეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა შეაჩერა მანამ, სანამ ოფიციალური ბელგრადი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეასრულებს. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 15:30
მსოფლიო
ევროპარლამენტართა ნაწილმა შექმნილი ენერგოკრიზისის შედეგად გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ხელმძღვანელობას დააკისრა
ევროპარლამენტართა ნაწილმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე შექმნილი ენერგოკრიზისის შედეგად გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებლობა ევროკავშირის ხელმძღვანელობას დააკისრა.
01 მაისი 2026, 14:58
მსოფლიო
Fox News: აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის მოცულობას გადააჭარბა
აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ამერიკული ეკონომიკის მოცულობას პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადააჭარბა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
01 მაისი 2026, 14:50
პოლიტიკა
მამუკა რეხვიაშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსთავისთვის
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი პარლამენტის მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამტკიცებულ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად დაარეგულირონ გარემოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
01 მაისი 2026, 14:41
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი ევროინტეგრაციაზე: დღეს ამბობენ, რომ თურმე, უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე, მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს - საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას
უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
01 მაისი 2026, 14:39
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
01 მაისი 2026, 14:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე: არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება
ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტის უსამართლო დამოკიდებულება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.
01 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი - ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს
ამ ტიპის დაპირისპირება კარგად აშიშვლებს იმ სიყალბეს, რაც არის ამ ურთიერთობაში, რომ თითქოს უკრაინა დღეს, ხვალ გახდება წევრი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა Financial Times-ის სტატიას, რომ „გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.
01 მაისი 2026, 14:29
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ
გემი რომ იძირება და ვირთხები გარბიან, ის სიტუაციაა. მეათედ თუ მეთერთმეტედ მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე ენგრევათ და ერთმანეთისკენ თითის გაშვერით ცდილობენ, ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძვრინონ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
01 მაისი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მიჩვეულები ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს თავის განცხადებებს ადგილი
მიჩვეულები ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს თავის განცხადებებს ადგილი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც მან პატრიარქის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა.


