მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მათი ენჯეოები ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე სხვანაირად პიარკამპანია იყო, თითქოს ფორმალური თანამდებობაა. დღეს დაეწყნენ სხვა მესიჯზე და საუბრობენ გადაჭარბებულ უფლებამოსილებებზე
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
„ნაცმოძრაობა“ და მათი ენჯეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია.
რაღაც გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ და ა.შ. ჯერ „ნაცმოძრაობა“ და მათი ენჯეოები უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე. უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ მე მაგალითად უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს. კოორდინაცია, კომუნიკაცია, მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას გააჩნია. გადაჭარბებულ უფლებამოსილებაზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერ-მინისტრის ხელში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ - არასერიოზულია. რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა. აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა. როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 12:37
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლმა „ბასიანმა“ იტალიაში საკონცერტო ტურნე გამართა
პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: DISCANTO, Internazionale di Musica Portogruaro, Piccolo Opera festival, Out-of-season აჟღერდა.
24 ივნისი 2026, 12:36
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.
24 ივნისი 2026, 12:30
პოლიტიკა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია - სხვა რამეა გმირობა
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.
24 ივნისი 2026, 12:24
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 12:23
მსოფლიო
The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა
უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 12:02
რეგიონი
რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ
„რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მუნიციპალური სერვისების ეს მიმართულება. ტრენინგი, რომელიც ჩვენი ტრანსპორტის თანამშრომლებს უტარდებათ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე და კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებლად უმდა დაიხვეწოს მომსახურების სფეროც, რომ მუნიციპალური ტრანსპირტის თანამშრომლებმა, კიდევ უფრო ეფექტური და კომფორტული სერვისი მიაწოდონ რუსთაველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
24 ივნისი 2026, 12:01
სპორტი
მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა🏀
მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა.
24 ივნისი 2026, 11:59
ეკონომიკა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.
24 ივნისი 2026, 11:57
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ
ამ რეზოლუციებს არანაირი, არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე.
24 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
BBC: კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა
დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა
ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.
24 ივნისი 2026, 11:41
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.
24 ივნისი 2026, 11:25
პოლიტიკა
ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
24 ივნისი 2026, 11:25
ტექნოლოგიები
კვლევა: სამსახურში ყოველ საათში 5-წუთიანი შესვენება ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ფორმულაა
თანამედროვე საოფისე მუშაობა, იქნება ეს ელექტრონულ წერილებზე პასუხი თუ ვიდეოზარები, დიდწილად სავარძელში მჯდომარე მდგომარეობაში მიმდინარეობს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს. ხანგრძლივი ჯდომა ზედმეტი წონის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.
24 ივნისი 2026, 11:25
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს“.
24 ივნისი 2026, 11:24
საზოგადოება
კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.
24 ივნისი 2026, 11:22
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - რონი მესხმა შეხვედრა გამართა ტაჯიკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან - ბახოდურ ჰალიკზოდასთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
24 ივნისი 2026, 11:21
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ 625 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 ივნისი 2026, 11:20
ჯანდაცვა
სახელმწიფო 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.
24 ივნისი 2026, 11:08
მსოფლიო
Bloomberg: SpaceX-ის აქციები გაიაფდა. ილონ მასკი ტრილიონერი აღარ არის
Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, ილონ მასკის ქონება ერთ ტრილიონ დოლარზე დაბლა — 957 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ეს მისი კომპანიის, SpaceX-ის აქციების საბირჟო ფასის კლებამ გამოიწვია.


