ირაკლი ხელაძე: არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ
ირაკლი ხელაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტყავენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ 4 ოქტომბრის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომდგენლების მხრიდან აღნიშნულთან დაკავშირებით დღემდე მოჩვენებითი სიჩუმეა.
„დღემდე ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს, რომელიც მუდმივად თავს ესხმის საქართველოს, არ დაუგმია ძალადობის ფაქტი. დღეს, როდესაც განაჩენია დამდგარი და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათი მხრიდან არის ის რაღაც მოჩვენებითი სიჩუმე, არ იბერტაყვენ ყურებს, არ უნდათ, რომ ამაზე სიმართლეს თვალები გაუსწორონ და აღიარონ ის, რის წახალისებასაც თავად ახდენდნენ.
გვახსოვს, არაერთი პირი, პირდაპირ თუ ირიბად მოუწოდებდა ხალხს, რომ იმ ძალადობრივი დამხობის აქციაში მიეღოთ მონაწილეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა, რასაც ვუყურეთ ჩვენ ჩვენთან მიმართებაში, როგორ შეიძლება, ახლა ადამიანს ჰქონდეს წარმოდგენა, რომ რაღაც მათი მხრიდან შეიცვლება?!“, - განაცხადა ხელაძემ.
მისივე თქმით, მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ დღეს ევროკავშირის ელჩი გამოვა და იტყვის, რომ თურმე, ძალადობრივი დამხობის ორგანიზების ფაქტი მართლაც ყოფილა. მასში კონკრეტული პირები მონაწილეობენ და ამას დაგმობენ.
„მათი ტენდენციურობა და მიკერძოებულობა სწორედ ამაში გამოიხატება. მათ არ აინტერესებთ, რა ფორმით, როგორ ცდილობენ, აქ მყოფი მათი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში მოსვლას. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ასეთ ადამიანებს ხელი შეუწყონ და თავიანთი განცხადებებით, ძალადობრივი ქმედებების წახალისება მოახდინონ“, - აღნიშნა ხელაძემ.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ყველა სიახლე
24 ივნისი 2026, 10:05
პოლიტიკა
გიორგი გვარაკიძე: დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია
დაზარალებულზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, მათი უფლებების დაცვა და გაძლიერება საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული პრიორიტეტია - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
24 ივნისი 2026, 09:54
მსოფლიო
ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა შეისწავლოს, რატომ არ ამცირებენ ნავთობკომპანიები ბენზინზე ფასებს ისე სწრაფად, როგორც ეს ნედლი ნავთობის შემთხვევაში ხდება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობკომპანიები ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს იმ ტემპით არ ამცირებენ, რა ტემპითაც თავად ნავთობს იაფად ყიდულობენ.
24 ივნისი 2026, 09:31
მსოფლიო
აშშ-ში კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“ გამოცადეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა პირველად გამოცადეს კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემა, „ოქროს გუმბათი“.
24 ივნისი 2026, 09:09
საზოგადოება
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია დაათვალიერეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად შერჩეული ორი პოტენციური ტერიტორია და იალღუჯის მთაზე მდებარე ქიმიური ნარჩენების განთავსების ყოფილი ტერიტორია დაათვალიერა.
24 ივნისი 2026, 09:07
რეგიონი
რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო
რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გაივლიან.
24 ივნისი 2026, 09:02
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო და მამაკაცთა კატეგორიაში გარბენის პრიზიორი დააჯილდოვა.
24 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპმა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა, მკაცრად გააკრიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა სენატი, რომელმაც მას ირანთან ომის წარმოება აუკრძალა.
24 ივნისი 2026, 08:58
სპორტი
გლდანის რაიონის გამგეობამ ტურნირი „გლდანის თასი ქვიშის ფრენბურთში - 2026“ გამართა
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ვაუჩერები ასევე გადაეცათ საპრიზო ადგილზე გასული გუნდების მწვრთნელებს
24 ივნისი 2026, 08:54
რეგიონი
დაბა ადიგენში სამ ქუჩაზე ასფალტის საფარი და ტროტუარები განახლდება
დაბა ადიგენში სამ ქუჩაზე ასფალტის საფარიდა ტროტუარები განახლდება. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში სკვერების მოწყობაზე მუშაობენ.
24 ივნისი 2026, 08:51
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი მთავარი პროკურორის ანგარიშზე: ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ
ალბათ ძალიან ბევრი კითხვაც იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
24 ივნისი 2026, 08:42
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში
საქართველოს იქ [სხდომაზე] ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
24 ივნისი 2026, 08:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარინი ევროკავშირზე: ისინი უნდა შეეგუონ, რომ ვერც რევოლუციის გზით მოხდა ჩვენი ჩანაცვლება, ვერც არჩევნებში მათი უხეში ჩანაცვლება და სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს
სხვა გზა არ დარჩებათ, დასხდებიან და დაიწყებენ ჩვენთან საუბარს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მისამართით.
24 ივნისი 2026, 08:25
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს წინსვლას პოზიტიურად აფასებდნენ და ამ დროს ევროსაბჭოში მიდიოდეს უსამართლოდ საუბარი
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში და უკვე მის ფარგლებს გარეთაც არავის აღარ სჯერა ევრობიუროკრატიაში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებების და გადაწყვეტილებების.
24 ივნისი 2026, 08:21
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე: ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს
ასეთი ტიპის დოკუმენტებს ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის, სამწუხაროდ მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.
24 ივნისი 2026, 08:12
პოლიტიკა
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება. არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
24 ივნისი 2026, 08:09
პოლიტიკა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტში პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებზე და პლენარულ სხდომაზე პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
24 ივნისი 2026, 08:00
პოლიტიკა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
ცვლილებების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილებების თანახმად,დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცვლილება ქულათა სისტემასაც შეეხება.
24 ივნისი 2026, 07:59
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 ივნისს საქართველოში
24 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
24 ივნისი 2026, 01:19
მსოფლიო
The Washington Post: სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს
სენატმა სამშაბათს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან ომის განახლებას უკრძალავს, რამაც თეთრ სახლთან პოტენციურად დაძაბული დაპირისპირების საფუძველი შექმნა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.
23 ივნისი 2026, 23:47
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა იუთუბერ გიორგი კალატოზსა და ტატო ბაციკაძეზე: საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისაგან შედგება, აზარტული თამაშების რეკლამირება-პოპულარიზაციას ახდენენ, ასეთი ხალხი „ფსკერს ქვემოთ" სხვას რომ დაინახავს, უხერხულია. არც ის არის გასაკვირი, რომ ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მაგინებლებს იცავენ
კალატოზი და ბაციკაძე, ზოგადად, არც არასოდეს მალავენ თავიანთ ლიბერალურ-აკაცუკურ მისწრაფებებს და საქმიანობაც ფრიად „სასარგებლო" და "საამაყო" აქვთ - საკუთარ იუთუბ აუდიტორიაში, რომელიც, ძირითადად, მოზარდებისა და თინეიჯერებისაგან, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიისაგან შედგება, გემბლინგის - აზარტული თამაშების რეკლამირება -პოპულარიზაციას ახდენენ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, იუთუბერ გიორგი კალატოზსა და მის მეწყვილე ტატო ბაციკაძეზე.


