მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ მინისტერიალთან დაკავშირებით: ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტამბოლში გამართული საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა შეაჯამა და თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების შედეგებზე ისაუბრა.
„მინისტერიალი უკვე მეათედ ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის, და განვიხილოთ როგორც უკვე განხორციელებული წარმატებული პროექტები, ისე სამომავლო გეგმები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს სამი ქვეყნის როლს რეგიონული დაკავშირებადობის მიმართულებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები.
„ჩვენ განვიხილეთ ის პროექტები, რაც ათწლეულების განმავლობაში უკვე განხორციელდა და წარმატებულად ხორციელდება დღესაც. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იმისათვის რომ სამი ქვეყნის როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კონტექსტში, უკეთ იყოს წარმოჩენილი და განხორციელებული. არსებობს მთელი რიგი იდეები, მთელი რიგი პროექტები, რასაც სჭირდება ჩვენი ყოველდღიური მუშაობა, თანამშრომლობა. შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური დინამიკით და პოზიტიურად ჩატარდა დღევანდელი შეხვედრა და კარგი განხილვები გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრის შედეგები აისახა სტამბოლის დეკლარაციაში, რომელიც ასახავს მხარეების საერთო ხედვებსა და პრიორიტეტებს.
„სტამბოლის დეკლარაცია აჯამებს დღევანდელ ჩვენს შეხვედრას, ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან თემას, რაც ჩვენ განვიხილეთ. იცით, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს, საქართველოს სუვერენიტეტს პატივს სცემენ, ეს საკითხებიც იყო აღნიშნული დეკლარაციაში. ჩვენ ასევე შევეხეთ სხვადასხვა თემებს, რაც ეხება რეგიონულ განვითარებებს, უფრო ფართო რეგიონს, ზოგადად მდგომარეობას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ასევე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, ამ კონტექსტში, უსაფრთხოების გარემოს გავლენას ჩვენს რეგიონზე და ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი. ყველა ეს საკითხი ასახულია სტამბოლის დეკლარაციაში. ასევე საუბარია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც სამ ქვეყანას შორის არის განხორციელებული და სამომავლო გეგმებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთო მისწრაფება, რომ სამ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და კონკრეტულ შედეგებზე იყოს ორიენტირებული.
სამმხრივი შეხვედრის პარალელურად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი და ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე გვქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა იმ საკითხებზე, რაც დგას ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებსა და თანამშრომლობაზე.
„საკმაოდ პოზიტიური განხილვები მქონდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ საკმაოდ ინტენსიური, მაღალი დონის კომუნიკაცია აზერბაიჯანთან. ვიზიტით იყო საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბაქოში და მნიშვნელოვანი შეთანხმებები იქნა გაფორმებული. ცოტა ხნის წინ განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც, რაც ასევე პოზიტიური ნაბიჯი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით, ხალხთა შორის კონტაქტების თვალსაზრისით. ასე რომ, ჩვენ ერთგვარად შევაჯამეთ ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების მდგომარეობა და ასევე ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის და საერთაშორისო არენაზეც თანამშრომლობის საკითხები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო ჟიჟილაშვილზე: ახალგაზრდებო, არაფერი ისე არ გააკეთოთ, როგორც ამ პოსტ საბჭოთა კორუმპირებულმა დეზინფორმატორმა გასწავლათ. ზოგადად დაივიწყეთ, რომ ეს არაკეთილსინდისიერება გასწავლიდათ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნინო ჟიჟილაშვილი სტუდენტებს მიმართავს - „იმუშავებთ ისე, როგორც გასწავლეთ? იქნებით კეთილსინდისიერები?“
27 ივლისი 2026, 11:44
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:34
მსოფლიო
FT: ევროკავშირში განიხილავენ ვარიანტს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აღარ მიიღონ „პაკეტებად“, რათა თავიდან აიცილონ ზოგიერთი სახელმწიფოს მხრიდან ვეტოს დადება
ერთ-ერთი იდეა, რომელიც პოპულარობას იძენს ევროკომისიასა და ყველაზე პროუკრაინულად განწყობილ ქვეყნებს შორის, მდგომარეობს იმაში, რომ სანქციები შეთანხმდეს და დაწესდეს ცალ-ცალკე ან მცირე თემატურ ჯგუფებად, ნაცვლად მსხვილი პაკეტებისა.
27 ივლისი 2026, 11:33
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, როგორც ანაკლიაში, ასევე სხვა ლოკაციებზეც, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის გაძლიერებას.
27 ივლისი 2026, 11:30
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქის და ხუთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:27
მსოფლიო
მოჯთაბა ხამენეიმ „ჰეზბოლას“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა
წერილში მან „ჰეზბოლა“ გამძლეობისა და სიმამაცისთვის შეაქო და დაჯგუფება ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია. ირანის უზენაესმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ლიბანელ ხალხს, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.
27 ივლისი 2026, 11:23
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი გაეროში: შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა
„ამერიკის შეიარაღებულ ძალებს - და მე ეს ყველა შესაძლო გზით გადავამოწმე, აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს კამპანია მაქსიმალურად ეფექტიანად აწარმოონ. ადამიანები, რომლებიც ამ სისულელეებს ავრცელებენ, ციხეში ყოფნას იმსახურებენ“, - განაცხადა მან.
27 ივლისი 2026, 11:14
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შორ მანძილზე დარტყმები ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული
„თუ გსურთ ამ ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება, უნდა გაიგოთ: უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეომარი, ეს არის ჯარისკაცი. თუ ფრონტზე ჯარისკაცი არ არის, თუ ის უკან გარბის, ან თუ თვლით, რომ მხოლოდ დრონების გამოყენება შეგიძლიათ და ჯარისკაცები არ გჭირდებათ, მაშინ დამარცხდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
27 ივლისი 2026, 11:12
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 11:04
მსოფლიო
უკრაინამ ბელგოროდს დრონებით შეუტია
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, დაზიანდა რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ ავტომობილს.
27 ივლისი 2026, 11:02
რეგიონი
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზაზე 18 კმ-მდე მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
27 ივლისი 2026, 10:57
მსოფლიო
აშშ-სა და ირანს შორის დარტყმების პაუზის ფონზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 90 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა
ნავთობზე ფასების ვარდნა ირანზე ამერიკული დარტყმების შეჩერებისა და თეირანის მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების გამოცხადების ფონზე მოხდა. სულ რაღაც 4 დღის წინ, ნავთობის ფასი ბარელზე 100-დოლარიან ნიშნულს აღწევდა.
27 ივლისი 2026, 10:54
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგრო სასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია
მინისტრთან ერთად კომპანიაში „ახალი ზეკარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
27 ივლისი 2026, 10:51
ეკონომიკა
2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
27 ივლისი 2026, 10:46
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 5 პირი
27 ივლისი 2026, 10:42
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
27 ივლისი 2026, 10:41
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსული სიასამურის ბეწვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმეს
„როგორც ჩანს, მათი სხვაგან შოვნა ძალიან რთულია“, - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც განმარტა, რომ გამონაკლისის დაშვებას იტალია და საბერძნეთი ითხოვდნენ - ევროკავშირში რუსული სიასამურის ტყავის ორი ძირითადი მყიდველი.
27 ივლისი 2026, 10:22
მსოფლიო
The Independent: ბრიტანეთი უკრაინას რადიოელექტრონული ბრძოლის ახალ სისტემაზე ინტელექტუალურ უფლებებს გადასცემს
„Stone Cloak-ი ბრიტანული ეროვნული ინოვაციების საუკეთესო ნიმუშია, რომელიც ფრონტის ხაზზეა გამოცდილი. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენს გადაწყვეტილებაში და ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას არ მივაღწევთ“, - განაცხადა ბერნემმა.
27 ივლისი 2026, 10:16
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
27 ივლისი 2026, 10:15
ეკონომიკა
საქართველოს ტრანსპორტის სექტორში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტრანსპორტის სექტორში 2026 წლის 6 თვის მონაცემებით რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.


