ეკა სეფაშვილი: ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც იმიტომ არ გააუქმებს, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად
ეკა სეფაშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, სიტყვით გამოვიდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე. მან ყურადღება გაამახვილა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიასთან საქართველოს მიერ ჩანიშნული ტექნიკური შეხვედრა პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცა. დეპუტატმა ისაუბრა ტექნიკურ და პოლიტიკურ მდგენელებზე. მისი სიტყვებით, საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას ასრულებს და ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ ნაწილზე. სეფაშვილმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს დემოკრატიის შეფასებისას ყველაზე ხშირად საუბრობენ გამჭვირვალობისა და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონზე. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხია პოლიტიკური მდგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს.
„როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ამიტომაც მოითხოვენ გარკვეული ძალები ასე დაჟინებით მათ გაუქმებას, რადგან ეს კანონები, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად უშლით ხელს საქართველოში საკუთარი ზრახვების განხორციელებაში“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ არსებობს საღი აზრი, ამიტომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას გამორიცხავს. სეფაშვილმა თქვა ისიც, რომ ევრობიუროკრატიას სჭირდება ამ ინსტრუმენტის შენარჩუნება საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად.
„ჩემს გამოსვლაში ვიზალიბერალიზაციის საკითხს მინდა გამოვეხმაურო. ძალიან საინტერესოა, ამ ბოლო პერიოდში ჩვეულებრივი ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სხვადასხვა ტექნიკური მდგენელების მიხედვით არსებული ვითარების შეფასებას ეხება, რატომ გადაიქცა ცხარე პოლიტიკური დებატების საგნად. პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ნებისმიერი საკითხი შეიძლება იყოს გამოყენებული საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლისათვის, რათა ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალებს მიცეთ დღის წესრიგი. თუ გარედან არ მიაწოდეს რაიმე თემა ან დღის წესრიგი, რადიკალურ ოპოზიციას არავითარ საკითხზე არ შეუძლია ცხარე დებატების შექმნა. სწორედ ამიტომ რადიკალები ელოდებიან გარედან მიღებულ დავალებებს. თუმცა, აქ არის მეორე საკითხიც: ვიზალიბერალიზაცია პირველად არ გადაქცეულა საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, ეს უკვე ძველი და ნაცადი მეთოდია - უბრალოდ აგრძელებს იმ ტენდენციას, რომელსაც ბოლო 4 წლის, ანუ 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ვხედავთ. ესაა უსამართლო საერთაშორისო ზეწოლა საქართველოზე და აქაც, ვიზალიბერალიზაციის საკითხში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემასთან მიმართებით, რასაც ევროკომისია და ევრო ბიუროკრატია აჟღერებს საქართველოზე, ორი მნიშვნელოვანი მიდგომა გამოიკვეთა: ერთი, ესაა სამართლიანი და ტექნიკური მხარე, სადაც საქართველო აჩვენებს პროგრესს. აჩვენებს იმ რეალურ სურათს, რომ ვიზალიბერალიზაციისათვის საჭირო ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, ჩვენ პირწმინდად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. მეორე მხარეა პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური მდგენელი აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებებში. რაში მდგომარეობს ეს პოლიტიკური მდგენელი? თუ დავეყრდნობით ბოლო ანგარიშს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეფასებას და საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა, შეიძლება ორი მნიშვნელოვანი საკითხის გამოყოფა, რასაც, მათი შეფასებით, საქართველო არ ასრულებს. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებსაც ევრობიუროკრატები და გარკვეული გლობალური ძალები საერთაშორისო ზეწოლის განხორციელების მიზნით სხვადასხვა დოკუმენტებში დაჟინებით იმეორებენ - გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი. როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი კანონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ამიტომაც მოითხოვენ გარკვეული ძალები ასე დაჟინებით მათ გაუქმებას, რადგან ეს კანონები, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად უშლით ხელს საქართველოში საკუთარი ზრახვების განხორციელებაში. შეგვიძლია ვიკითხოთ, რა კავშირი აქვს ამ კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან, და ეს სავსებით ლეგიტიმური კითხვაა. პრინციპში, ამ კანონებს ვიზალიბერალიზაციასთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ევროსაბჭოს ანგარიშში ისინი დაკავშირებულია ქვეყანაში სამოქალაქო და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხთან. ამავე დროს, სხვა ანგარიშები მოწმობს, რომ სწორედ ამ მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში საკმაოდ კარგი ვითარებაა - ისეთი, რომ საქართველო უსწრებს არა მხოლოდ წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის არაერთ წევრ სახელმწიფოსაც. ამიტომ, ეს ისევ და ისევ პოლიტიკური მდგენელია. ამ საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს - მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირში საღი აზრი აღარ არსებობს და ისინი ამოქმედებენ ამ მექანიზმს და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას გააუქმებენ. თუმცა, ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ ევროკავშირის რეპუტაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება იქნება და სწორედ ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ გააუქმებენ ვიზალიბერალიზაციას. არ გააუქმებენ კიდევ ერთი მიზეზითაც - იმისთვის, რომ ეს საკითხი მუდმივად შეინარჩუნონ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირშიც არსებობს საღი აზრი, რომელიც გაიმარჯვებს და საქართველოს მოქალაქეები დამსახურებულად შეძლებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობის გაგრძელებას“, - განაცხადა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.
28 ივლისი 2026, 20:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
28 ივლისი 2026, 20:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
28 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
28 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
28 ივლისი 2026, 20:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 20:17
მსოფლიო
Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.


