09 ივნისი 2026, 10:00 / სანდო წყარო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო.

კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევას შეისწავლის; შეაფასებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას საქართველოში.

კანონპროექტი ასევე ითხოვს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებას. მათ შორის ურთიერთობების მიზნებს; ასევე, შეაფასებს თუ რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთვის, დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა ფინანსური მხარდაჭერა.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების შემდეგ დოკუმენტი სენატში გადაინაცვლებს.

ყველა სიახლე

გიორგი სოსიაშვილი

27 ივლისი 2026, 14:50

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ

ამ ძალების მთავარი მიზანი არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაღაც ახალ-ახალი ჭორების გავრცელება, ახალი ცილისწამების აგორება იმისთვის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი იერიში განახორციელონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილმა რადიკალების დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.

27 ივლისი 2026, 14:47

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 14:33

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი სოსიაშვილი

27 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს, ციხეში ჯდომა მობეზრდათ. ამ ადამიანებმა, რომლებიც ერის სახელით გამოდიოდნენ, ბევრი ახალგაზრდა გაწირეს ციხისთვის და კეთილი უნდა ინებონ და მოიხადონ სასჯელი, ან დანაშაული აღიარონ და მერე ილაპარაკონ კანონისმიერ შეღავათებზე

ამ ადამიანმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ამ რადიკალებს მოუწოდებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და მათ პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი შტურმი მიიტანეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას.

დავით მათიკაშვილი

27 ივლისი 2026, 14:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ

„მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ. დებენ ერთი ადამიანის ფოტოს, საუბარია მეორე ადამიანზე. როგორც ჩანს, არცერთს აქვს საზღვარი გამოკვეთილი. ეს არის მცდელობა, დათესონ საზოგადოებაში პანიკა, შფოთვა, რადიკალიზაციის და ამ გზებით საკუთარი მიზნები მიაღწიონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

27 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

სოციალურ ქსელში ოპოზიციის და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება

სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.

ნინო წილოსანი

27 ივლისი 2026, 14:17

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა

„როგორც ჩანს, ევროკავშირი სახეს იცვლის, უფლებიან და უუფლებო წევრებად დაიყოფა. ის შემოთავაზება, რომელიც გერმანიამ წარმოთქვა და მას 12-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა, სრულებით მიუღებელია ისეთი სუვერენული სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

27 ივლისი 2026, 14:17

მსოფლიო

წყალდიდობას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიამ განსუს პროვინციაში ტურისტული რაიონი დააზიანა. ათობით ტურისტი რომლებიც სტიქიის გამო უსაფრთხო ადგილას გასვლას ვერ ახერხებდნენ საგანგებო სამსახურებმა რამდენიმე საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.

გურამ მაჭარაშვილი

27 ივლისი 2026, 14:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ იმ ევროკავშირში შევალთ, რა ფორმითაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება იმიტომ, რომ აღარ გვექნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ქრონიკასთან“ ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას ეხმაურება.

არჩილ გორდულაძე

27 ივლისი 2026, 14:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევროკავშირში ვეტოს გაუქმების შესახებ გერმანიის ინიციატივაზე: ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზე დაწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ არავითარი პრაქტიკული შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა

ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია დაადგა სოვეტიზაციის გზას. ასეთი რამ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 70 წლის მანძილზე, როდესაც ფურცელზედ აწერილი იყო, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე ქვეყანას ჰქონდა უფლება, რომ გასულიყო საბჭოთა კავშირისგან მაგრამ არავითარი პრაქტიკულ შესაძლებლობა ამისთვის არ არსებობდა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკავშირში გერმანიის ინიციატივაზე.

ფრიდრიხ მერცი

27 ივლისი 2026, 14:08

მსოფლიო

ბერლინში პრაიდზე თავდასხმის შემდეგ მერცმა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბერლინში პრაიდ აღლუმზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ძალადობა მხოლოდ თავდასხმა არ არის. მერცი მიიჩნევს, რომ ძალადობის პროვოცირებას დისკრიმინაცია, გაუაზრებელი შენიშვნა და შესაძლოა ცუდი ხუმრობაც კი ახდენს.

27 ივლისი 2026, 14:06

მსოფლიო

სიეტლში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ.

დავით ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 14:03

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში - რომ ფარული კინო რეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე „გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების“ თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუკ-სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსებობს „გენდერი“ და მით უმეტესს „გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები“ - მზად არიან ვექილობა გაუწიონ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში.

27 ივლისი 2026, 13:56

სამართალი

სუს: საჩხერის მუნიციპალიტეტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ დროისთვის იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

27 ივლისი 2026, 13:53

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ კახეთის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე ,,ლაგოდეხის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა, სადაც ხელმძღვანელ პირებთან, მებაჟე ოფიცრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

27 ივლისი 2026, 13:40

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, შიდა სასოფლო და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ნიკა გვარამია

27 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

ნიკა გვარამია გიორგი ქართველიშვილს ემუქრება: მაგ „რაზგონით“ მორგში წახვალ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, MMA-ის მებრძოლ, გიორგი ქართველიშვილს სოციალურ ქსელში ემუქრება. გვარამიას მუქარა ქართველიშვილის მიერ ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატივას მოჰყვა.

27 ივლისი 2026, 12:41

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!

სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, გამართულ პრესკონფერენციაზე.

27 ივლისი 2026, 12:36

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არიან

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

27 ივლისი 2026, 12:30

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 40-მდე მსმენელმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.